10:28 PM აღმოსავლური ინდიგო გველი | |
ოჯახი: ანკარასებრნი ქვეოჯახი: მცურავები გვარი: ინდიგო გველები სახეობა: აღმოსავლური ინდიგო გველი ქვესახეობები: უცნობია მაქს. ზომა: 2.8 მეტრი შხამის ხარისხი: უშხამო სიცოცხლის მაქს. ხანგრძლივობა: 25 წელი (ტყვეობაში) გავრცელების არეალი: აღმოსავლეთ ა.შ.შ. საბინადრო გარემო: ეს გველები გვხდებიან დაბურულ ტყეებში, უყვარს მშრალი მთა-გორიანი ადგილები. განსაკუთრებით გვხდება ფლორიდას და ჯორჯიას ქვიშიან ბორცვებზე. გარეგნული აღწერილობა: არის შავი გველი პრიალა, ბზინვარე ქერცლით, რომელსაც მზის შუქზე დაკრავს ირიზაციული ცისფერი ფერი. მუცელი შეიძლება იყოს შავი ან მოცისფრო ნაცრისფერი. თვალის გუგები მრგვალია. ზოგიერთ ინდივიდს აღენიშნება მოწითალო - ნარინჯისფერი ყელი და დინგი. არიან საკმაოდ დიდი გველები. მაქს. ზომა დაფიქსირებულია 2.8 მეტრი. მამრები უფრო დიდები იზრდებიან ვიდრე მდედრები. ტიპიური მამრი აღმოსავლური ინდიგო გველის ზომაა 2.13 – 2.36 მეტრი წონით 3.2 – 4.5 კგ. როცა ჩვეულებრივი მდედრის ზომაა 2 მეტრი, წონა კი - 1.8 – 2.7 კგ. ის ინდივიდები კი, რომლებიც 2.6 მეტრზე გრძელები არიან 5 კგ.-მდეც იწონიან ხოლმე. კვება: იკებებიან სხვა გველებით, მათ შორის შხამიანებითაც რამეთუ ისინი იმუნურნი არიან ჩრდ. ამერიკის ჩხრიალა გველების შხამზე. გველების გარდა ჭამენ ასევე კუებს, ბაყაყებს, გომბეშოებს, ხვლიკებს, სხვადასხვა სახის ფრინველებსა და მცირე ზომის ძუძუმწოვრებს, ასევე მათ კვერცხებს. ეს გველები არ არიან მახრჩობელები. ისინი მსხვერპლის მოსაკლავად იყენებენ მათ მძლავრ ყბებს. ჭამას იწყებენ მსხვერპლის თავით. გამრავლება: აღმოსავლური ინდიგო გველები წყვილდებიან ოქტომბრიდან - თებერვლამდე. არიან კვერცხმდებები. კვერცხებს დებენ მაისი - ივნისში. დებენ 4 - 12-მდე კვერცხს. ახლადგამოჩეკილები არიან 600–700 მმ. ზომაში. ბევრი ინფორმაცია არ არსებობს მათი ბუდეების შესახებ, მაგრამ ცნობილია, რომ კვერცხებს დებენ კუების სოროებში ცხოვრების წესი და ქცევა: არიან დღის გველები. საფრთხის მოახლოებისას აღმოსავლური ინდიგო გველი აბრტყელებს მის კისერს, იწყებს ხმამაღლა სისინს და ვიბრირებს კუდით. ხელში აყვანისას იშვიათად იკბინება. ეს გველი ხშირად ეწევა თანაცხოვრებას კუების ერთ-ერთ სახეობასთან - Gopher tortoise მათ მიწისქვეშა სოროებში და თუ ვერ პოულობს ამ კუების სოროებს მაშინ იგი ირჩევს Armadillo-ს სოროებს. აქტიურები არიან 10 - 15° ტემპერატურაზეც რაც ჩვეუელებრივ სხვა გველებისთვის დაბალი ტემპერატურაა. შხამი: ამ გველებს შხამი არ გააჩნიათ და ისინი არ წარმოადგენენ არანაირ საშიშროებას ადამიანებისთვის. | |
|