8:11 PM ალ-ჰაზინი - "ეპიზოდი" | |
აბუ-ლ-ფათჰ-აბდ-არ რაჰმან ალ-მანსურ ალ-ჰაზინი წარმოადგენდა XII საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს შუააზიელ ასტრონომს,მათემატიკოს,ფიზიკოსსა და ფილოსოფოსს,რომელიც ასევე შესანიშნავად ფლობდა ალქიმიასა და მექანიკას.იგი გახლდათ საუკეთესო მოსწავლე,უდიდესი სპარსი პოეტის,მათემატიკოსისა და ფილოსოფოსის - ომარ ხაიამისა.წარმომავლობით ალ-ჰარიზი ბიზანტიელი ბერძენი გახლდათ და ერთი პერიოდი,სელჩუკთა იმპერიის სულთნის - აჰმად სანჯარის,სამეფო კარზე მოღვაწეოდა.თავად ალ-ჰაზანის მრავალ მოსწავლეებს შორის გახლდათ ისეთი გენიალური შუასაუკუნეების მათემატიკოსი და ასტრონომი,როგორიც იყო - ას-სამარქანდი.ალ-ჰაზინის კალამს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ნამუშევარი,როგორიცაა წიგნი "სიბრძნის წონა",რომელიც დიდი მოწონებით სარგებლობდა იმ ეპოქაში და აქტუალურობა არც დღევანდელ დღეს არ დაუკარგავს.გარდა ამისა იგი ადგენდა ზიჯას (საერთო სახელწოდება ასტრონომიული ცხრილებისა ისლამურ ქვეყნებში).როგორც ერთ-ერთი ძველი წყაროდან ვგებულობთ,ალ-ჰაზინი ასკეტური ცხოვრების მოყვარული მეცნიერი გახლდათ და საკმაოდ მოკრძალებულადაც ცხოვრობდა.ეცვა ძალიან ღარიბულად და იკვებებოდა მცირე ულუფით.თუმცა ამით იგი უკმაყოფილო არ გახდათ და პირიქით,თავს ვალდებულად მიიჩნევდა ესოდენ მოკრძალებულად ეცხოვრა.ერთ დღეს,მაშინ როდესაც ალ-ჰაზინმა დაასრულა "ზიჯა"-ზე მუშაობა,სულთნისაგან გამოგზავნილი სპეციალური მსტოვარი ეწვია,რომელმაც მას 1000 დინარი მიუტანა,როგორც ჯილდო იმ ზიჯისათვის,რომელიც საგანგებოდ სულთნისათვის შექმნა.1000 დინარი იმ დროისათვის მართლად უზარმაზარი თანხა გახლდათ,თუმცა ალ-ჰაზინმა მის აღებაზე კატეგორიული უარი განაცხადა და გაოგნებულ მსტოვარს,სულთანთან დააბარა: "დიდი მადლობა სულთანს ესოდენ დიდი მოწყალებისათვის.თუმცა მინდა მასთან დაგაბარო,რომ მე ახლა ხელზე მაქვს ათი დინარი.იმისათვის,რომ თავი გავიტანო,წელიწადში სულ სამი დინარი მჭირდება.არა მყავს ოჯახი და მაშასადამე არ მყავს ცოლ-შვილი,თუმცა მყავს შინაური კატა.ამ მიზეზთა გამო არ ვსაჭიროებ ესოდენ დიდი თანხის მიღებას და რაც მაქვს,ეს ჩემთვის სრულიად საკმარისია". | |
|