8:51 PM "ალბათ ოდესმე" | |
როცა ზამთარში ცივი ქარი ქრის, ლამპიონებთან ისევ ჩუმად თოვს და ეს სიჩუმე შენზე ფიქრებს ქმნის. ყინვა ფანჯრებზე კვლავ შენს სახელს ქსოვს. ვიცი შემხვდები დათოვლილ ქუჩაზე, დათოვლილ ქუჩაზე, დაბურულ ხეებთან და როცა დავრჩები მხოლოდ სურათზე, გაგახსენდები ალბათ ბუხართან. გაგახსენდება ჩემი ღიმილი, მოგონებებში დაიწყო თოვა. გულში გაივლის მცირე ტკივილი და გაიფიქრებ ის აღარ მოვა. გარეთ გამოხვალ ზამთრის ღამეში, სუსხინ ქარში დაგავიწყდები. სიბნელეს ჰკითხავ, შევცდი რამეში? და მე კი ჩუმად დაგათოვდები. | |
|