Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 27 » ალბერტ აინშტაინის პოზიცია "კომუნიზმთან" დაკავშირებით
2:13 PM
ალბერტ აინშტაინის პოზიცია "კომუნიზმთან" დაკავშირებით
გენიალური ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი არ იყო იმ წყობის ადამიანი,ვინც ინტელექტუალურ მოდას უწევდა ანგარიშს და ამას ხშირად იმეორებდა კიდეც.მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე იგი სულიერი თავისუფლების დასაცავად იბრძოდა.შესაბამისად რუსულ "კომუნიზმთან" დაკავშირებით ალბერტ აინშტაინის პოზიცია,ძლიერ უარყოფითი გახლდათ; 1932 წელს მას შესთავაზეს ხელი მოეწერა ომის წინააღმდეგ მოწოდებაზე,რომელზეც მან უარი განაცხადა და თავისი მოტივი ასე ახსნა:
"არ შემიძლია,ხელი მოვაწერო ამ მოწოდებას,რადგან ის საბჭოთა რუსეთის ქება-დიდებას შეიცავს.უკანასკნელ ხანებში დიდად გავისარჯე საიმისოდ,რომ შთაბეჭდილება შემქმნოდა იქ განვითარებულ მოვლენებზე,და მართლაც რომ სამწუხარო დასკვნამდე მივედი.ხელისუფლებაში ძალაუფლებას დახარბებულ პირებს შორის მზაკვრული და პირწმინდად ეგოისტური მოტივებით განპირობებული ბრძოლა მიმდინარეობს.ქვემოთ კი პიროვნება და აზრის გამოხატვის თავისუფლება სრულიად დათრგუნულია.ასეთ პირობებში რა ღირებულება შეიძლება გააჩნდეს სიცოცხლეს?"..

აღნიშნულ საკითხზე აინშტაინმა აფორიზმიც კი დაწერა:
"ის ვინც გაბედავს და ჭეშმარიტებისა და შემეცნების საუფლოში ავტორიტეტობას მოინდომებს,ღმერთებისაგან დაცინვას ვერ ასცდება".

აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ალბერტმა ამავე თემას "მწარე" სტროფიც მიუძღვნა,რომელსაც სახელწოდებით: "დიალექტური მატერიალიზმის ჭეშმარიტება" უწოდა:

"ოფლით და გარჯით მოპოვებული
ჭეშმარიტების ციცქნა მარცვალი?
ვინც ასე ფიქრობს,საცოდავი გიჟი იქნება.
ჩვენთან ამას წყვეტს პარტიული დადგენილება.
ხოლო ვის თავშიც ეჭვი იბუდებს,
ის ტავს კარგავს და ვეღარ იბრუნებს.
ჰო,ასე ვაღწევთ აღზრდას მრავალთა
და - ჰარმონიას გაბედულ თავთა".
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 1003 | დაამატა: balu | ტეგები: albert ainshtaini, poziciam komunizmi, ალბერტ აინშტაინის პოზიცია კომუნიზმთ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.