Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 27 » ალბერტ ერნესტ კლიფ იანგი - "საოცარი გამარჯვებული"
2:04 PM
ალბერტ ერნესტ კლიფ იანგი - "საოცარი გამარჯვებული"
1983 წელს,ავსტრალიელმა ფერმერმა - ალბერტ ერნესტ კლიფ იანგმა,მართლაც უნიკალური ფაქტი დააფიქსირა მსოფლიო "მარათონების" ისტორიაში.მაშინ,როდესაც იგი 61 წლის ასაკში იყო,გადაწყვიტა მონაწილეობა მიეღო "ავსტრალიის მარათონში",რომლის საერთო სიგრძე 875 კილომეტრს შეადგენდა და მასში მრავალი პროფესიონალი ათლეტი იღებდა მონაწილეობას,მათ შორის მსოფლიო ჩემპიონიც.მონაწილეთა საშუალო ასაკი 30 წელი იყო და იანგი მათ შორის ყველაზე ხანდაზმული გახლდათ.სტარტის დროს,როდესაც იგი გამოჩნდა,სხვებისაგან განსხვავებით არა სპორტულ სამოსში,არამედ "კომბინიზონში" იყო გამოწყობილი და 64 ნომერი მიანიჭეს.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ რაც არ უნდა გასაოცარი იყოს,აღნიშნული მარათონი 61 წლის კლიფ იანგის გამარჯვები დასრულდა,რამაც მსოფლიო სპორტული სამყარო გააოგნა.მან აღნიშნული დისტანცია 5 დღეში,15 საათსა და 4 წუთში დაფარა.მიუხედავად იმისა,რომ იგი ნელა მოძრაობდა გამარჯვება მაინც მას დარჩა და მოწინააღმდეგეები საკმაო დისტანციაზე ჩამოიტოვა,იმ უბრალო მიზეზის გამო,რომ ამ ხნის მანძილზე იგი ერთი წუთითაც კი არ გაჩერებულა და საერთოდ არ უძინია,მისი მოწინააღმდეგებისაგან განსხვავებით.როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი იანგმა არც კი იცოდა იმის შესახებ,რომ მას დაძინებისა და შესვენების უფლება ჰქონდა.ამ მაჩვენებლით ალბერტ ერნესტ კლიფ იანგი მსოფლიო "მარათონის" ისტორიაში შევიდა,როგორც ყველაზე გამოუცდელი,ხანდაზმული გამარჯვებული,რომელმაც ზურგს უკან მრავალი ისეთი პროფესიონალი ჩამოიტოვა,რომლებიც აღნიშნული მარათონისათვის თვეების მანძილზე თავდაუზოგავად ემზადებოდა.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 756 | დაამატა: balu | ტეგები: ალბერტ ერნესტ კლიფ იანგი - საოცარი , alberts ernest klif iangi, saocari gamarjveba.gamarjvebuli | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.