Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » ალბერტ გერინგი - "ეპიზოდი"
6:00 PM
ალბერტ გერინგი - "ეპიზოდი"
ალბერტ გერინგი (1895-1966 წლები),გახლდათ გერმანელი მეწარმე,ინჟინერი და "დისიდენტი",რომელიც ღვიძლი ძმა იყო,მსოფლიოში საყოველთაოდ ცნობილი "ფაშისტის",რეიხმარშლის და გერმანიის საჰაერო ძალების "Luftfahrt"-ის მინისტრის - ჰერმან ვილჰელმ გერინგისა.მიუხედავად მათი ძმობისა,იგი სასტიკი წინააღმდეგი გახლდათ "ფაშისტური" რეჟიმისა და საკუთარ ძმასთან ამის გამო დიდი უსიამოვნებები ჰქონდა.ცნობილია,რომ მამამისი - ერნსტ ჰენრიხ გერინგი,ლეგენდარული გერმანელის - ოტო ფონ ბისმარკის უახლოესი მეგობარი გახლდათ.1938 წელს,მაშინ როდესაც გერმანიამ მოახდინა ავსტრიის ოკუპაცია (ამ პერიოდიდან დაიწყო მასიური დევნა ებრაელებისა),ალბერტმა უდიდესი დახმარება გაუწია,მის ყოფილ ხელმძღვანელს - ოსკარ პილცერს,რომელიც ეროვნებით ებრაელი იყო.მიუხედავად იმისა,რომ ოსკარი ოჯახთან ერთად იქნა ტყვედ აყვანილი "ფაშისტების" მიერ,მან ისინი უცილობელი სიკვდილისაგან გამოიხსნა და სამშვიდობოს გაიყვანა გერმანიიდან.რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,ალბერტი წარმოადგენდა ანტიფაშისტური,იატაკქვეშა ორგანიზაციის მთავარ ფიგურას,რომელიც დიდ საბოტაჟს უწყობდა ფაშისტებს და სწორედ მისი უდიდესი დამსახურებით არსებობდა აღნიშნული ჯგუფი.1942 წელს,მანვე მოახერხა კომპანია "შკოდას" დირექტორის (სადაც თავადაც მუშაობდა) - იან მორავეკის,გადაყვანა რუმინეთში და ამით იგი "გესტაპოსაგან" უცილობელ სიკვდილს გადაარჩინა.1943 წელს,ის დაქორწინდა მილანდე კლაზაროვაზე,რაც ფაშისტთა მიერ შერაცხილ იქნა,როგორც დაუშვებელი ფაქტი,რადგან მან არად ჩააგდო "არიული რასის" ეგრეთწოდებული პრინციპები.მისივე თხოვნით,ჰერმან გერინგმა პატიმრობიდან გაანთავისუფლა ცნობილი ავსტრიელი კომპოზიტორი - ფრანც ლეჰარა,რომელიც დაკავებულ იყო იმის გამო,რომ კონტაქტი ჰქონდა ებრაელ მოსახლეობასთან.გარდა ამისა,მის მიერ გადარჩენილ უამრავ ადამიანს შორის იყვნენ,ავსტრიის ერჰერცოგი - ჯოზეფ ფერდინანდ IV და ავსტრიის კანცლერი - კურტ შუშნინგი.მის მიერ გადარჩენილი ადამიანების რაოდენობა,არაოფიციალური მონაცემებით 34 ადამიანს შეადგენდა.1944 წელს,ალბერტ გერინგი დაკავებულ იქნა "გესტაფოს" მიერ,თუმცა მისმა ძმამ იგი უცილობელი სიკვდილისაგან იხსნა და ამასთანავე მას მისცა დარიგება,რომლის თანახმადაც ალბერტი არასოდეს უნდა გაკარებოდა პოლიტიკას.მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ ალბერტი,დაკავებულ იქნა "მოკავშირეების" მიერ,თუმცა მის წინააღმდეგ გამართულ სასამართლოებზე ყველა გადარჩენილმა აღიარა უდიდესი წვლილი,მის მიერ გაღებული ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებაში და 1947 წელს ის გაანთავისუფლეს პატიმრობიდან.1966 წელს,ალბერტი ყველასაგან მიტოვებული გარდაიცვალა,მიუხედავად უამრავი სიკეთის ჩადენისა,მის გვარს და შესაბამისად მისპიროვნებას ყველა გაურბოდა.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 821 | დაამატა: balu | ტეგები: ალბერტ გერინგი - ეპიზოდი, albers geringi | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.