Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 24 » ალექსანდრიის ყელსაბმიანი თუთიყუში
9:11 PM
ალექსანდრიის ყელსაბმიანი თუთიყუში
ყელსაბმიანთა ყველაზე დიდი წარმომადგენელია ალექსანდრიის ყელსაბმიანი თუთიყუში. სხეულის სიგრძე კუდთან ერთად არის 45-58 სმ. შეფერილობა ბალახისფერი-მწვანე აქვს. თავის უკანა ნაწილზე მოლურჯო შეფერილობა აქვს. შუბლზე კი ვიწრო შავი ზოლი. აქვს ასევე "ულვაშები”, რომლებიც ნისკარტის ქვედა ნაწილიდან იწყება და ლოყების ქვედა ნაწილამდე გრძელდება.ამ სახეობის მამრებს სქელი ყელსაბამი აქვთ, რომელიც კისრის ზედა ნაწილში ვარდისფერია, კისრის ორივე მხრიდან, გვერდებზე კი შავი. მდედრებსა და ახალგაზრდა ფრინველებს ყელსაბამი არ ააქვთ. ნისკარტი დიდი – მკვეთრი წითელი აქვთ, ახალგაზრდა ფრინველებს კი ის ნარინჯისფერი აქვთ.
ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში: ინდოეთში, ვიეტნამში, აღმოსავლეთ ავღანეთში, დასავლეთ პაკისტანში, ანდამანისა და შრი-ლანკის კუნძულებზე.
სახლობენ ტროპიკული ტყეების მაღალ იარუსებში. ისინი იშვიათად ჩადიან მიწაზე.
 ბუდეში საშუალოდ 2-4 კვერცხია. მდედრი დაახლოებით 23-24 დღეს აზის ჯვერცხებს. ამ დროის განმავლობაში მამრი იცავს ბუდეს და კვებავს მას. 6 თვის ახალგაზრდა ფრინველები გამოდიან ბუდიდან, ხოლო 7 კვირის ასაკში კი სრულიად ტოვებენ მას. ისინი მდედრებს გვანან მაგრამ არ აქვთ მოწითლო-მოყავისფრო ლაქები ფრთებზე და შეფერილობაც შედარებით მუქი მწვანე აქვთ. 18 თვის ასკში მათ უჩნდებათ ლაქები ფრთებზე, ხოლო მამლებს 3 წლის ასაკში ყელსაბამი.ისინი დიდი ხანია ჰყავთ როგორც გალიის ფრინველები. პირველი სურათები ამ თუთიყუშების გამოსახულებით ძველი რომის ეპოქას განეკუთვნება. მოყვარულებს ისინი მათი კეთილი ხასიათისა და სილამაზისთვის ჰყავთ. ცნობილია შემთხვევები, როცა ამ სახეობის თუთიყუშები სწავლობდნენ 100 სიტყვამდე მაგრამ ეს იშვიათ შემთხვევებში ხდებოდა. საშუალოდ კი ისინი 10-15 სიტყვას სწავლობენ. გალიისა და ვოლიერების პირობებში დიდხანს ცოცხლობენ.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 887 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: ალექსანდრიის ყელსაბმიანი თუთიყუში, aleqsandriis yelsabmiani tutuiyushi | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.