2:07 PM ანაქსარქოსი - "პასუხი ალექსანდრე მაკედონელს" | |
ანაქსარქოსი (ძვ.წ.აღ-ით 380-320 წლები),გახლდათ გამოჩენილი ძველბერძენი ფილოსოფოსი და დემოკრიტეს იდეების მიმდევარი,რომელიც წარმოშობით თრაკიიდან იყო.იგი ისტორიაში შევიდა,როგორც მეგობარი და ერთ-ერთი კომპანიონი,დიდი ალექსანდრე მაკედონელისა,რომელიც მას თან ახლდა აზიის დაპყრობის პერიოდში.გამოჩენილი ძველბერძენი ფილოსოფიის ისტორიკოსის - დიოგენე ლაერტელის,მიერ გადმოცემულ იქნა საკმაოდ საინტერესო საუბრის დეტალი ანაქსარქოსსა და ალესანდრეს შორის.მაშინ,როდესაც ალექსანდრემ ერთ-ერთი ბრძოლის შემდეგ (რომელიც მისი ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა),მოითხოვა იგი ზევსის ეღიარებინათ,ანაქსარქოსმა საკმაოდ გონივრული რჩევა მისცა მას ამ საკითხის ირგვლივ: "შეხედე საკუთარ სისხლს.როგორ წარმოგიდგენია,რომ მოკვდავი ადამიანის ძარღვებში - უკვდავი ღმერთების სისხლი სჩქეფდესო". ამ რჩევის მიცემის შემდეგ ალექსანდრემ,მართლაც გაითვალისწინა მისი რჩევა და აღნიშნულ იდეაზე ხელი აიღო (მიუხედავად იმისა,რომ ეგვიპტეში იგი ერთ-ერთ ღმერთად მაინც აღიარეს,თუმცა არა თავისი ინიციატივით).ანაქსარქოსი კიპრელი ტირანის - ნიკოკრეონტეს ბრძანების საფუძველზე,სასტიკი წამებით იქნა მოკლული ძვ.წ.აღ-ით 320 წელს,მაშინ როდესაც მისი საუკეთესო მეგობარი - დიდი ალექსანდრე სამი წლის გარდაცვლილი გახლდათ.ციცერონისა და ვალერიუს მაქსიმუსის გადმოცემის მიხედვით იგი ნიკოკრეონტეს მიერ სასტიკ წამებას,დიდი მოთმინებით იტანდა,რაც ტირანს კიდევ უფრო "ახელებდა" და საბოლოოდ ამავე წამებას შეეწირა კიდეც. | |
|