Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 25 » ანეკდოტები
1:40 PM
ანეკდოტები
– გათხოვებას რომ აპირებ, ბორშჩის გაკეთება მაინც თუ იცი? – ეკითხება დედა ქალიშვილს.
– ვიცი, აბა არ ვიცი?!
– აბა, რა არის საჭირო ბორშჩისათვის?
– მშიერი ქმარი.

* * *

ავადმყოფი საოპერაციოდ მოამზადეს. ქირურგმა სკალპელი მოიმარჯვა.

– არ გაჭრა, ექიმო, არ გაჭრა! – შემორბის ასისტენტი, – ოპერაციისთვის სერიოზული უკუჩვენება აღმოაჩნდა.

– რა უკუჩვენება?

– თურმე მთელი ღამე აბოდებდა, კაპიკი ფული არ მაქვსო.

* * *

– ქალო, რა გვაქვს საუზმედ?

– სოიას სუპი.

– სადილად?

– სოიას ჩაშუშული.

– ვახშმად?

– კატლეტი…

– ვაშააა!

– …სოიასი.

* * *

– ან ფული, ან სული! – გადმოუხტა გურულს მძარცველი.

– სა მაქ, ბიძია, ფული და აი ჩემი სული წეიღე, თუ გინდა და თუ რამეში გამოგადგება.

* * *

– თევზები მართლა არ ლაპარაკობენ?

– რა თქმა უნდა, არ ლაპარაკობენ, მხოლოდ შიშხინებენ მაღალ ტემპერატურაზე.

* * *

– შენ, რა, კლარნეტზე აღარ უკრავ?

– არა, მეზობელს თოფი უყიდია.

* * *

კირილემ გონება დაკარგა და ქუჩაში გაიშხლართა. შემოეხვია ხალხი.

– წყალი, წყალი დაალევინეთ! – იყვირა ერთმა.

– წყალი კი არა, ერთი ჭიქა კონიაკი უშველის მაგას, – თქვა ლოთმა კოწიამ.

– დოუჯერეთ კოწიას, – ამოილუღლუღა კირილემ.

* * *

– თქვენთან სიგარეტის ღერები არ იყიდება?

– არა.

– მომეცით, რა, ღერები!

– ჯანდაბას, გავხსნი ერთ კოლოფს. რამდენი ღერი გინდათ?

– ოცი.

* * *

– ქალო, – ეუბნება მეზობელი ავადმყოფ მაყვალას, – ასე ცუდად რავა ხარ, ლოგინიდან რომ ვერ დგები?

– იმიზა არ ვდგები, რომ ჩემი ლოთი ქმარი ამ ლოგინსაც გამიყიდის.

* * *

ზანგი მაიმუნს ასეირნებდა და გაექცა. მისდევს ყვირილით.

– რა თავხედი ბავშვები იზრდებიან ამ ბოლოს, – ბუტბუტებს გამვლელი, – შეხედე, კი არ უჯერებს მამას, ვითომ არ ესმის.

* * *

– ალო, ქეთინოს სთხოვეთ.

– ქეთინო სახლში არ არის, ხუთი წუთის წინ სამშობიაროში წაიყვანეს.

– კაი, კაცო, რა მოუვიდა?!

* * *

– ჩემი საქმრო საბერძნეთში წავიდა სამუშაოდ ხუთი წლით და ყოველ თვეში მიგზავნიდა ბანდეროლებს.

– მერე?

– მერე იმ ფოსტალიონს გავყევი, რომელსაც ბანდეროლები მოჰქონდა… გაწყდა კაცი წელში. იცი, რა მძიმე ბანდეროლები იყო?!

* * *

– რატომ მოკალი ძაღლი, კირილიჩ?

– ლოთებს უყეფდა, მერე კი კბენდა და იმიტომ.

– ეყეფა მერე, რას გიშლიდა?

– ამ ბოლო დროს მეც დამიწყო ყეფა და სანამ მიკბენდა, მოვასწარი.

* * *

ქელეხია კახეთში. მიტომ ოხშივარავარდნილი ხაშლამის ჯერ ერთი ნაჭერი გადაიღო, მერე მეორე, მერე მესამე. ნერწყვმორეულმა შაქრომ ვეღარ მოითმინა:

– კარგი, რა, ჯო! თეფშზე ძვლების დასაყრელი ადგილი მაინც დაიტოვეი.

* * *

გურული ექიმთან მივიდა.

– სხვა გზა არაა, – უთხრა ექიმმა, – ყურები უნდა დაგაჭრათ.

გიჟია ესო, გაიფიქრა გურულმა და მეორე ექიმთან მივიდა, თან მოუყვა, პირველმა რა უთხრა.

– მართლა ყასაბია ის ექიმი! – აღშფოთდა მეორე, – მოჭრა როგორ შეიძლება! მე შენ ისეთ მაზს მოგცემ, რომ წაისვამ, ყურები თავისით ჩამოგცვივა.

* * *

– როგორც ვხედავ, ჩემი გაკეთებული კერძი არ მოგწონს, – ეუბნება ახალი პატარძალი ქმარს.

– როგორ არა, ძვირფასო, მომწონს, მაგრამ არც ისე ძალიან, რომ ვჭამო.

* * *

– რატომ ეყრები ცოლს?

– სიგარეტს ეწევა.

– ახლა ყველა ქალი ეწევა, მერე რა მოხდა?

– ლოგინში ეწევა.

– მოწიოს ლოგინშიც, შენ რას გიშლის?

– ყურში მაფერფლებს.
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 924 | დაამატა: balu | ტეგები: ანეკდოტები | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.