Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 25 » ანეკდოტები
1:43 PM
ანეკდოტები
ბავშვი ეკითხება მამას ზებრაზე:

– მამი, ეს მელირებული ცხენიაო?

– არა, – პასუხობს, მამა, – ეს ზებრაა, მელირებული ცხენი კი დედაშენიაო.

***

მამა ეკითხება შვილს:

– რომ გაიზრდები, ვინ უნდა გამოხვიდეო?

– ვინ უნდა გამოვიდე, მამი და „სირიო".

– რატომ, შვილოო?

– რატომ და, მთელი დღე იმას გაიძახი, ამ „სირმა" რა მანქანა იყიდა, იმ „სირმა" რა მაგარი ბინა იყიდაო და, მეც მინდა, რომ „სირი" გამოვიდეო…

***

– რა ღირს თუთიყუში?

– რომელი?

– აი, ის, შუაში რომ ზის.

– 10 000 დოლარი.

– რა ამბავია, რას აკეთებს ასეთს?

– ეგ უბრალო თუთიყუში არაა, „კაგებეს" არქივი იცის ზეპირად.

– კაი, მარჯვნივ რომაა, ის?

– ის, გენაცვალე, 20 000 ღირს, „ცეერუს"არქივი აქვს მაგას ტვინში.

– არ მინდა არც ეგ. ის რაღა ღირს, მარცხენა?

– 50 000.

– არ გადამრიო, მაგან რაღა იცის ამისთანა?

– ეგ არავინ იცის, მარა ეს ორი თუთიყუში მაგას „ბოსს" ეძახის.

***

ტიპს ჰკითხეს, ყველაზე ადვილი ენა რომელიაო?

– რომელი და – სვანურიო…

– კი მარა, რატომ სვანურიო?

– იმიტომ, რომ სვანებმაც ისწავლესო.

***

ჭიჭიკია ისეთი ჟმოტია, „სვადებნიში" მარტო იყო წასულიო…

***

განაცხადის შევსება:

– აქ რა დავწერო?

– თქვენი დაბადების თარიღი…

– ციფრებით თუ სიტყვიერად?

– როგორც თქვენ გნებავთ…

– აქ რას ვწერ?

– აქ – თქვენს სახელსა და გვარს…

– სიტყვიერად?

***

ომია. სამხედრო გემის მიმართულებით ტორპედო მოდის და კაპიტანი ეუბნება ბოცმანს:

– სადაცაა, დედა გვეტირება და ბიჭებს ნუ ჩავხოცავთ საქვაბეში, ამოიყვანე გემბანზე და ერთი გემრიელად გააცინეო…

ბოცმანი ამორეკავს ხალხს და ეუბნება:

– ახლა მიყურეთ! ამოვიღებ კვერცხებს, დავახეთქებ გემბანზე და გემი ნაფოტებად იქცევაო.

– მართლაც ამოიღებს, ბრახ! დაარტყამს და გემი ჰაერში აიწევა…

კაპიტანი და ბოცმანი გადარჩებიან. მიცურდება კაპიტანი ბოცმანთან და ეჩხუბება:

– რა ჰქენი, ბიჭო, ეს რა ჩაიდინეო?

– რა გინდა, ბიჭო, ხომ გავაცინე ბიჭებიო.

– რა გააცინე, ტორპედო აგვცდაო.

***

მიტომ იშვილა ორი თვის ზანგი და დიდი ზარზეიმით მიიყვანა შინ. ცოლმა უთხრა:

– კაცო, ეს ჩვენები ვერ დაგვიზრდია და ე ზანგი რაღად გინდოდაო?

– რას ამბობ, ქალო, რო გაიზრდება, ჩვენ შვილებ ინგლისურს ასწავლისო, – უთხრა მიტომ.

***

ორი ღამურა კიდია ფეხებით და ერთი ეკითხება მეორეს:

– ყველაზე ცუდი დღე როდის გქონდა?

– მაშინ, კუჭი რომ ამეშალაო.

***

ინჟინერი ქმარი ეუბნება ცოლს:

– ძვირფასო, ხომ არ გამიმხელ ამ ნამცხვრის რეცეპტს? ჩემი აზრით, შენი მეთოდი დიდ რევოლუციას მოახდენდა ცემენტის მრეწველობაში…

***

პოეტს ხშირად სტუმრობდა მუზა, სხვა მნახველებს პალატაში არ უშვებდნენ.

***

წვეულებაზე ქალს შოკოლადის კანფეტს მიაწვდიან, ის კი მაშინვე ქმარს აწვდის. გარშემო ყველამ წამოიძახა:

– ო, როგორი სიყვარულია!

– არა, უბრალოდ, მე მასზე მეტი კბილები მაქვს! – განმარტა ქმარმა.

***

კაცი „მამაშასთან" მივა:

– ქალი მინდა, ოღონდ, უნდა წავიყვანოო.

„მამაშამ" უთხრა:

– ახლა გვიანია, არავინ არ წამოგყვება, მარტო ავთანდილოვიჩია წამომყოლიო.

– „მკიდია", მოიყვანეო.

გადაიხდის ფულს ეს კაცი, ჩაისვამს მანქანაში ავთანდილოვიჩს და წავა.

გზაზე მხედრიონის პიკეტი შეხვდებათ. გააჩერებენ, – გადმო, შენი დედა, ფული მაიტაო…

უცებ დაინახავენ ავთანდილოვიჩს:

– უი, ავთანდილოვიჩ, ბოდიში შეწუხებისთვის, მეტს აღარ ვიზამთ, გვაპატიეთ როგორმეო.

გააგრძელებს ეს ტიპი გზას.

„გაიჩითება" პოლიციის რეიდი. აჩერებენ, მანქანას „შმონავენ", საბუთებს უმოწმებენ, მოკლედ „ტისკავენ" ტიპს…

ერთ-ერთი „ძაღლი" ავთანდილოვიჩს შენიშნავს და…

– ბოდიში, ავთანდილოვიჩ, მეტს აღარ ვიზამთ, აღარ განმეორდება, ავთანდილოვიჩ, მოგვიტევეთ, გვაპატიეთო…

გააგრძელებს ეს ტიპი გზას, თან ავთანდილოვიჩს უყურებს. „გაიჩითება" კიდევ რაღაც პიკეტი. ტიპი აჩერებს მანქანას, ავთანდილოვიჩს ეტყვის, მოვალ მე ახლავეო. მივა ტელეფონ-ავტომატთან და რეკავს:

– ალო, ბორდელიაო?

– კიო.

– მე ისა ვარ, ავთანდილოვიჩი რო წამოვიყვანეო.

– მერეო?

– ეგ ყველაფერი კარგი, მარა, ამან თუ იცის, „გასაჟიმად" რო მიმყავსო?

***

გურულთან სტუმრები არიან და კარგად იქეიფებენ. ჰოდა, გურული ცოლს ეუბნება. ახლა, ქალო, სტუმრებს რამე გამაგრილებელი მოუტანეო და ცოლი ფანჯარას გამოაღებს.

***

გურული ეუბნება მეორე გურულს:

– გაიგე ბიჭო, პიანინო 50 ლარი ღირს!

– არა, მაგი ნამდვილად ტყუილი იქნება.

– ტყუილია, მაგრამ ხომ იაფია?

***

– მიდი, შვილო, ტასო ბებოსთანა, რამე გასახარელი უთხარი, ფინთათაა მაგის საქმე.

– ტასო ბებო, პანაშვიდზე „4 გიამ" რო გიმღეროი, გეგეხარდებაა?

***

ზარი ტელეფონით:

– ქალიშვილო, თქვენ რა ზომის მკერდი გაქვთ?

– ორი ნომერი…

– უკაცრავად, ნომერი შემეშალა…
კატეგორია: ანეგდოტები | ნანახია: 991 | დაამატა: balu | ტეგები: ანეკდოტები | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.