Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 22 » "ანგელოზის მუხა"
9:12 PM
"ანგელოზის მუხა"
"ანგელოზის მუხა" - ამ საოცარი სახელით მოიხსენიებენ,ამერიკის შეერთებული შტატების,კერძოდ სამხრეთ კაროლინის შტატის ქალაქ ჩარლსტონთან,კუნძულ ჯონზე მდებარე ღრმა ტყის (პარკი) მასივში მზარდ ულამაზეს მუხის ხეს,რომლის ასაკი სპეციალისტთა ვარაუდით არანაკლებ 1500 წელიწადია.მისი მაქსიმალური სიმაღლე 19,81 მეტრია,სრული დიამეტრი 2,74 მეტრს აღწევს,ხოლო ყველაზე გრძელი ტოტის სიგრძე კი 27,13 მეტრს შეადგენს.მრავალი მეცნიერის ვარაუდით "ანგელოზის მუხა" ყველაზე ასაკოვანი ცოცხალი ორგანიზმია მისისიპის აუზის აღმოსავლეთ ნაწილისა.მისი ზოგიერთი ტოტის წონა იმდენად დიდია,რომ მიწაზეც კი არის გართხმული."ანგელოზის მუხის" ფესვები,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს 1600 კვადრატულ მეტრზეა მიწაში განფენილი.1717 წელს იმ მიწას,რომელზეც "ანგელოზის მუხა" ხარობს - აბრაამ უეიტი და მისი ოჯახი ფლობდა,შემდგომი ოთხი თაობის ჩათვლით.შესაბამისად ისინი დიდ ყურადღებას და "მფარველობას" უწევდა "ანგელოზის ხეს",რათა იგი არავის მოეჭრა,ან დაეზიანებინა.დღესდღეობით "ანგელოზის ხე" ერთგვარ ცენტრად იქცა საზოგადოებრივი პარკისა.1991 წელს მიღებული კანონის შესაბამისად იგი,მიმდებარე პარკთან ერთად ქალაქ ჩარლსტონის ნაწილად იქნა აღიარებული.მისი არსებობის მანძილზე,ამ უნიკალურმა ხემ გადაიტანა უამრავი სტიქიური უბედურება,მათ შორის მიწისძვრები,წყალდიდობები და ქარიშხლები.ყველაზე დიდი დაზიანება კი მაინც 1989 წლის "ჰუგოს ქარიშხლის" სახელწოდებით სტიქიამ მოუტანა და იგი ძლიერ დააზიანა.თუმცა მას შემდეგ იგი კვლავ აღორძინდა.გაზაფხულობით და ზაფხულობით,"ანგელოზის ხე" და მისი მიმდებარე ტერიტორია შემოქმედებითი ღიონისძიებებით იტვირთება და ამ ღონისძიებათა ერთობლიობას "საღამო ანგელოზის ხის ძირში" ეწოდება,რასაც უამრავი ადამიანი ესწრება."ანგელოზის მუხა" კი ზემოთ აღნიშნული მოვლენებისდა გამო რეგიონის ერთ-ერთ უმთავრეს ღირშესანიშნაობადაც იქცა.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 929 | დაამატა: balu | ტეგები: ანგელოზის მუხა | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.