Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » ანკარასებრნი მცურავი
9:20 PM
ანკარასებრნი მცურავი
ოჯახი: ანკარასებრნი 
ქვეოჯახი: მცურავები 
გვარი: Pituophis
სახეობა:ანკარასებრნი მცურავი 
ქვესახეობა: Pituophis catenifer sayi
მაქს. ზომა: 2.5 მეტრი
შხამის ხარისხი: უშხამო
ანკარასებრნი მცურავი  არის დიდი უშხამო გველი ანკარასებრნი ოჯახიდან. იგი ასევე წარმოადგენს ქვე-სახეობას სახეობისა Pituophis catenifer. ანკარასებრნი მცურავი  გვხვდება ცენტრალური ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩრდ. მექსიკაში, სამხრეთ-დასავლეთ სასკაჩევანში, ალბერტასა და კანადაში.
გარეგნული აღწერილობა: როგორც უკვე ითქვა საშუალო ზომა ამ ქვე-სახეობის არის 1.8 მეტრი, თუმცა ყველაზე დიდი ზომა დაფიქსირებულია 2.5 მეტრი. შეფერილობას რაც შეეხება არიან ყვითლები, ყავისფერი, შავი და ხანდახან მოწითალო ლაქებით. დაფიქსირებულია ბევრი სხვადახვა ფერის ვარიაციები ამ ქვე-სახეობისთვის, მათ შორის ალბინოსებიც.
კვება: ანკარასებრნი მცურავი  იკვებება პატარა ძუძუმწოვრებით, მათ შორის თაგვებით, ვირთხებით, ციყვებით, კურდღლებით, ჩიტებით, მათი კვერცხებით, ხვლიკებით. ახალგაზრდები ძირითადად მიირთმევენ ბაყაყებს, ხვლიკებს და პატარა თაგვებს. ეს გველები თავიანთ მსხვერპლს კლავენ მოხრჩობით.
გამრავლება: მრავლდებიან ძირითადად მარტში და კვერცხებს დებენ აპრილსა ან მაისში. ისინი ტოვებენ თავიანთ კვერცხებს ქვიშაში ან სხვა დაცულ ადგილას ინკუბაციისთვის დაუცველად. კვერცხების რაოდენობა არის მიახლოებით 5-22. კვერცხები არის ოვალური ფორმის, მაგარი, უხეში, წებოვანი და 70 მმ. სიგრძის. კვერცხებიდან იჩეკებიან აგვისტო ან სექტემბერში. ახალშობილები არიან 20-46 სმ. სიგრძის. მათი ფერი არის მონაცისფრო იქამდე სანამ არ გამოიცვლიან პირველად კანს.
ცხოვრების წესი და ქცევა: მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ამ ქვესახეობის გველი შეიძლება იყოს მორჩილი და გარკვეული დროის შემდეგ შეეჩვიოს ხელში ჭერას, ძირითადად ეს გველები არიან საკმაოდ თავდაცვითი და ცნობილნი არიან თავიანთი "ცუდი ხასიათით". საფრთხის მოახლოების დროს ისეთი დიდი არსებისგან, როგორც მაგალითად ადამიანია, იცის აღმართვა რათა წარმოაჩინოს თავი იმდენად დიდი რამდენადაც შეუძლია. ამ დროს ისინი ცდილობენ შეტევების განხორციელებას და ამავე დროს უკან იხევენ რათა გაიქცნენ. ეს გველები ხშირად ეშლებათ Crotalus atrox - ში, რომელიც არის შხამიანი გველი გველგესლებრნი ოჯახიდან. ამიტომაც ანკარასებრნი მცურავი  საფრთხის დროს ცდილობს მიემსგავსოს მას, რათა შეაშინოს მეტოქე. იწყებს სისინს, რომელიც რაღაცით წააგავს ჩხრიალს, რომელსაც გამოსცემს Crotalus atrox. იგი ასევე იღებს "S" ასოს ფორმას, თითქოს იგი ემზადებოდეს შეტევის განსახორციელებლად. მას ასევე შეუძლია სწრაფი ტემპით კუდის ვიბრირება და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს თავის გაბრტყელება, რათა მიიღოს სამკუთხედი ფორმა, როგორიც აქვს Crotalus atrox - ს. ესეთ მანერებს იყენებს მტრის შესაშინებლად. აღსანიშნავია, რომ ჩხრიალა გველები მათი კუდის ჩხრიალის დროს მას ჰაერში ტოვებენ, რათა უფრო დიდი იყოს ჩხრიალის ხმა, ანკარასებრნი მცურავი კი პირიქით მიწაზე ტოვებს მის კუდს და ახეთქავს მას ხმის გამოსაცემად რათა მიამსგავსოს ჩხრიალს. მათი მიმიკა ჩხრიალა გველების მიმართ მართლაც, რომ შთამბეჭდავია.
შხამი: შხამი არ გააჩნია.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 952 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: ankarisebri mcuravi, ანკარასებრნი მცურავი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.