2:19 PM ანტუან-ჯოზეფ "ადოლფ" საქსი - "ეპიზოდი" | |
ლეგენდარული ბელგიელი მუსიკალური ინსტრუმენტების დიზაინერი და მუსიკოსი,რომლის სახელიც დაკავშირებულია მუსიკალური საკრავის "საქსოფონის" გამოგონებასთან ანტუან-ჯოზეფ "ადოლფ" საქსი (1814-1894 წლები),რომელსაც დაარსებული ჰქონდა მუსიკალური ინსტრუმენტების დამამზადებელი ფირმა,კონკურენციას ვერ გაუძლო და გაბანკროტდა.აღნიშნულმა მოვლენებმა მის ჯანმრთელობაზე და ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედადა სიბერის ჟამს უკიდურეს სიღარიბეში გარდაიცვალა 1894 წლის 4 თებერვალს,პარიზში.იგი დაკრძალულ იქნა "მონმარტის" ცნობილ სასაფლაოზე სხვა გამოჩენილი ადამიანების გვერდით.მისი გარდაცვალებიდან წლების შემდგომ,ადოლფ საქსის სახელის საპატივცემულოდ ბელგიის მთავრობამ გამოსცა 200 ბელგიური ფრანკის ნომინალური ღირებულების ბანკნოტი (იგი მიმოქცევაში იყო ევროს შემოღებამდე),რომლის ავერსზე გამოსახული იყო ანტუან-ჯოზეფ "ადოლფ" საქსის პორტრეტი და მისივე ბრწყინვალე გამოგონება "საქსოფონი",ხოლო რევერსზე კი გამოსახული იყო საქსოფონისტთა სილუეტები,ტაძრის სილუეტი და დინანას ცნობილი ციტადელი,რომელიც მისი მშობლიური ქალაქი იყო. | |
|