8:22 PM აფრიკული ტიტველი ვირთხა სიცოცხლის ფანტანს გვაპოვნინებს | |
რატომ ცხოვრობენ ადამიანები ასე დიდ ხანს? შესაძლებელია კიდევ უფრო ხანგრძლივი იყოს ჩვენი სიცოცხლე? – გაგიკვირდებათ და ამაზე პასუხს შესაძლოა აფრიკული ტიტველი ვირთხა გაგვცემს – ირწმუნება პროფესორი სტივ ჯონსი, რომელიც გარდა იმისა, რომ ლონდონის უნივერსიტეტში კითხულობს ლექციებს, ბრიტანული Daily Telegraph-ის ჟურნალისტიც გახლავთ. სწორედ მისი ერთ-ერთი კვლევიდან ამონარიდს გაგაცნობთ დღეს … უკვე სექტემბერია და სასწავლო სემესტრის დაწყებაც სულ ახლოსაა. ჩემი გენეტიკის კურსის პირველ ლექციაზე აუდიენციას ვეუბნები შეხედონ მის მარჯვნივ მჯდომ პრიოვნებას და შემდეგ მარცხნივ მჯდომს, შემდეგ საკუთარი თავის ჩათვლით, ამ სამი ადამიანიდან გამოყონ ორი პიროვნება, რომელიც დაიღუპება იმ მიზეზების გამო, რომელსაც მისი გენი ატარებს. ამის თქმასთან ერთად, სტუდენტებს სუნთქვა უძნელდებათ, მაგრამ შემდგომ მე ვამხნევებ იმით, რომ თუკი მე შექსპირის ეპოქაში მომიწევდა საუბარი, ყოველი სამიდან ორი ადამიანი უკვე მკვდარი იქნებოდა. პროფესორი სტივ ჯონსი ლექციაზე სტუდენტებისათვის კიბოს მემკვიდრეობა, გულის უკმარისობა ან დიაბეტი (ყველა მათგანს მემკვიდრეობითი კომპონენტი აქვს) საკმაოდ განყენებული თემებია. გასული საუკუნის განმავლობაში სიცოცხლის ხანგრძლივობა თითქმის წარმოუდგენელი სისწრაფით იზრდებოდა – დღეში 6 საათი, ყოველდღე. მას შემდეგ რაც მე დავიბადე (1944 წლის 24 მარტი), სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა მთელი ათი წლით გაიზარდა. 1944 წელს ეს იყო 70 წელი, მაგრამ ახლა უკვე 80 წელს უკაკუნებს. ეს კუნძულები (უგლისხმება დიდი ბრიტანეთი) უკვე 12,000-ზე მეტ ას წელს გადაცილებულ ადამიანს ფლობს, ეს ოთხჯერ მეტია ვიდრე 1960იან წლებში. ამ ტემპის გათვალისწინებით, საუკუნის მიწურულს ეს ციფრი 100,000-მდე გაიზრდება. ალბათ, ღირს ჩვენ თავს შევახსენოთ რამდენად დიდხანს ვცოცხლობთ ჩვენს კოლეგა თბილსისხლიან ცხოველებთან შედარებით. მათთვის, თითოეულ სხეულის წონის გაორმაგებას მოაქვს 16 პროცენტით სიცოცხლის გახანგრძლივება. ჩვენ ამ კომპონენტში განსაკუთრებულები ვართ, მიუხედავად ჩვენი მოკრძალებული ზომებისა (დავუშვათ, სპილოსთან შედარებით), ადამიანები გაცილებით დიდხანს ვცოცხლობთ, ვიდრე ნებისმიერი მათგანი. აფრიკული ტიტველი ვირთხა საქმე იმაშია, რომ რაღაცა უზრუნველყოფს ჩვენს სიცოცხლეს და ჩვენ არ ვიცით რა არის ეს რაღაც. და ახლა, ნამდვილი მათუსაილი (პერსონაჟი ბიბლიიდან, რომელმაც 969 წელი იცოცხლა) ძუძუმწოვართა ოჯახიდან მზადაა მიგვახვედროს, თუ რა არის საჭირო საუკუნოვანი ცხოვრებისთვის. აფრიკულ ტიტველ ვირთხას, რომლის სახელიც ზუსტად ასახავს მის სილამაზეს, აქვს წინა კბილების საზარელი წყვილი. ეს არსებები ცხოვრობენ სოროებში, სადაც ერთი აგრესიული მდედრი ყველა დანარჩენს შეწყვილებას უკრძალავს და აიძულებს მიხედონ მის შთამომავლებს. ცხოველი დაახლოებით თაგვის ზომისაა, მაგრამ თაგვზე რვაჯერ დიდხანს ცოცხლობს და აღწევს დაახლოებით 30 წელს. როდესაც თინეიჯერულ წლებს გავცდებით, ჩვენ სულ უფრო და უფრო სწაფად ვბერდებით. სიკვდილის საშუალო შესაძლებლობა ამ პერიოდში ყოველი რვა წლის განმავლობაში ორმაგდება. ეს ციფრები სიცოცხლის დასაწყისში უფრო სასურველად გამოიყურება და საუკეთესოა 10 წლის ასაკში. თუკი ეს სკოლის ასაკის პერიოდის მაჩვენებლები მთელი სიცოცხლის განმავლობაში შენარჩუნდებოდა, ბავშვების უმეტესობა, რომლებიც 2000 წელს დაიბადნენ, ადვილად იცოცხლებდნენ 3300 წლამდე. სწორედ ამას ახერხებს აფრიკული ტიტველი ვირთხა – იგი რჩება ახალგაზრდა და სრულიად ნაყოფიერი თითქმის მთელი მისი სიცოცხლის განმავლობაში. ეს დაახლოებით ისეა, 80 წლის დედაბერს, რომ 50 წლით ახალგაზრდის ბიოლოგიური შესახედაობა ჰქონდეს. აფრიკული ვირთხის ეს უნარი მიგვანიშნებს ჩვენი დაბერების რამოდენიმე ფუნდამენტურ გამომწვევ მიზეზზე. ამ საკითხის გარშემო უამრავი მოსაზრება არსებობს. ერთ-ერთი მათგანის თანახმად, ჩვენ საკუთარ თავის მოწამვლას ვახდენთ, როდესაც ჩვენი საკუთარი ნივთიერებათა ცვლის შედეგად გამოყოფილ სუბპროდუქტებს ვიღებთ. ხშირია რჩევები, რომლებიც მკაცრ დიეტას ან ვიტამინების, ხილისა და ბოსტნეულის მირთმევას გულისხმობენ, მაგრამ შედეგი ამისა არც თუ ისე შთამბეჭდავად გამოიყურება. ახლა კი, როგორც ჩანს, გარე შხამები უფრო მნიშვნელოვანი ყოფილა. ტიტველი ვირთხის მიწისქვეშა სახლში საკვები და წყალი მოდის მცენარეებიდან და მათი ფესვებიდან, რომელნიც მათ მაღლა იზრდებიან. მცენარეთა უმეტესობა შხამების ყველა სახესხვაობას შეიცავენ – თეთრყვავილა, ნარცისა, კროკუსი შეიცავს ნივთიერებას, რომელიც იწვევს ღებინებას და უფრო მეტიც, მცენარეები, რომლებიც აფრიკულ უდაბნოში ხარობენ კიდევ უფრო მეტი მავნებლობით გამოირჩევიან. აფრიკულმა ტიტველმა ვირთხამ მათ საწინააღმდეგოდ შექმნა დაცვითი საშუალებები, რომლებიც ამ საშიშროებებს უმკლავდებიან. მათი უჯრედები იმდენად ძლიერია, რომ ადვილად უმკლავდებიან დიდი დოზით ტყვიას, კადმიუმს და სხვა შხამებს, ისევე, როგორც აქვთ უნარი გაუმკავდნენ სიცხეს და შიმშილობასაც კი. სხვა ხანრძლივად მცხოვრები არსებების (ჩვენი ჩათვლით) უჯრედები ბრძოლისუნარიანნი არიან ასეთი ზეგავლენების მიმართ. ეს კი, თავის მხრივ, იმაზე მიანიშნებს, რომ უნარი გარე გამოწვევებისათვის გასამკლაველად შესაძლოა სიცოცხლის ხანგრძლივობის წყაროც აღმოჩნდეს. ამ წელიწადს 500 წლისთავი სრულდება მკვლევარ პონსე დე ლეონის სიცოცლის ფანტანის ძებნიდან ფლორიდაში. შესაძლოა ჩვენმა მოსაზრებამ დასაბამი დაუდოს წამლის შექმნას აფრიკული ტიტველი ვირთხისაგან, რომელიც დე ლეონის ოცნებას აღასრულებს. | |
|