2:21 PM არჩიბალდ გრეისი IV | |
არჩიბალდ გრეისი IV (1859-1912 წლები),გახლდათ ამერიკელი მწერალი,მოყვარული-ისტორიკოსი და უძრავი ქონების ინვესტორი,რომელიც გახლდათ მგზავრი იმ საზღვაო ლაინერისა,რომლის კატასტროფამაც 1912 წლის 14 აპრილს მსოფლიო შეძრა,ლაინერი სახელწოდებით "ტიტანიკი".არჩიბალდი იმ ბედნიერ მგზავრთა შორის აღმოჩნდა,რომელიც სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.ნიუ-იორკში დაბრუნების შემდეგ,აღნიშნული მოვლენა დაწვრილებით აღწერა საკუთარ წიგნში "ტიტანიკზე".იგი თვეების მანძილზე ცდილობდა მოეძია,თუ ვინ გადარჩა და ვინ დაიღუპა.ამავე წიგნში მიუთითა ყველა ის ის მგზავრი,რომელთაც ბილეთი არ ჰქონდათ.ამასთანავე მიუთითა სახელები პირველი კლასის მგზავრებისა,რომლებისთვისაც არ გამოიძებნა ადგილი ნავებში.მისი ეს წიგნი უმნიშვნელოვანესი საინფორმაციო წყარო შეიქნა ისტორიკოსებისა და "ტიტანიკის" ტრაგედიის მკვლევართათვის.მისი ჯანმრთელობა მიუხედავად გადარჩენისა,ძლიერ შეარყია სხეულის ტემპერატურის გადაცივებამ და მიღებულმა ტრამვებმა,რომელიც გამოიწვია საზღვაო ლაინერზე მიმდინარე "აგონიურმა" მოქმედებებმა განწირული ადამიანებისა,რის შედეგადაც 1912 წლის 4 დეკემბერს აღნიშნული ტრამვების შედეგად გარდაიცვალა.თუმცა დაგვიტოვა წიგნი,რომელიც მთელი ისტორიაა ამ უდიდესი ტრაგედიისა.წიგნი რომელმაც უდიდესი სამსახური გაუწია მკვლევარებს დეტალურად გამოეკვლიათ "ტიტანიკზე" მიმდინარე მოვლენები და ტრაგედიის მიზეზები.ამასთანავე მისმა ნაწარმოებმა უდიდესი როლი ითამაშა ჯეიმზ კამერონის ლეგენდარული ფილმის "ტიტანიკის" გადაღებაში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ იგი დაკრძალულ იქნა ნიუ-იორკის "ვუდლონის" სასაფლაოზე და მის დაკრძალვას ესწრებოდნენ "ტიტანიკის" ცოცხლად გადარჩენილი მგზავრები და დაღუპული მგზავრების ოჯახის წევრები. | |
|