Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 28 » არისტიდე
4:28 PM
არისტიდე
გამოჩენილ ძველბერძენ მხედართმთავარს სპარსებთან ომისა და სახელმწიფო მოხელეს ძველი საბერძნეთისა - არისტიდეს (ძვ.წ.აღ-ით 530-467 წლები),ძალიან უარყოფითი და შეიძლება ითქვას მტრული დამოკიდებულება ჰქონდა დიდ ძველბერძენ სახელმწიფო მოხელესთან და ერთ-ერთ ფუძემდებელთან ათენური დემოკრატიისა - თემისტოკლესთან (ძვ.წ.აღ-ით 524-459 წლები).პლუტარქეს გადმოცემით,ორივე ეს პიროვნება გაგზავნილ იქნენ ერთად საგარეო მისიის შესასრულებლად ერთ-ერთ მეზობელ ქვეყანაში.მაშინ,როდესაც ქვეყნის საზღვარი დატოვეს,არისტიდემ თემისტოკლეს მიმართა:
"მიუხედავად ჩვენი განსხვავებული პოლიტიკური ხედვებისა და ეთიკური შეხედულებებისა,მე გთავაზობ,რომ ჩვენი მტრობა საზღვარზე დავტოვოთ,ხოლო როდესაც სამშობლოში დავბრუნდებით,თუ კი სურვილი გექნება კვლავ ვემტროთ ერთმანეთს".
მათი მტრობა საქვეყნოდ ცნობილი იყო,ძვ.წ.აღ-ით 480 წელს მათი ურთიერთობა არ იყო ისეთი მწვავე,როგორც შემდგომ წლებში. თემისტოკლეს მიერ არისტიდე გაძევებულ იქნა ათენიდან,თუმცა მისივე დეკრეტის თანახმად მალევე დააბრუნეს სამშობლოში.საბოლოო ჯამში ამ ორი ისტორიული პიროვნებების ბრძოლაში,გამარჯვებული არისტიდე გახდა,რომელმაც ირგვლივ შემოიკრიბა ათენის არისტოკრატია და მას ფაქტიური ძალაუფლება ჩამოართვა,შემდგომ კი იძულებული გახადა ათენს გასცლოდა.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 812 | დაამატა: balu | ტეგები: არისტიდე, aristide | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.