7:58 PM არტურ კრონფელდის ბიოგრაფიიდან... | |
არტურ კრონფელდი (1886-1941 წლები),წარმოადგენდა ერთ-ერთ უდიდესს,ებრაული წარმომავლობის მქონე გერმანელ ფსიქიატრს,რომელიც ერთი პერიოდის მანძილზე გახლდათ რექტორი,მსოფლიოში ცნობილი "ბერლინის ჰუმბოლტდის სახელობის უნივერსიტეტისა".მისი ადრეული ბიოგრაფიის შესახებ ცნობილი,ძალიან მცირე რამ არის,თუმცა ცნობილია კრონფელდის უკანასკნელი დღეების ქრონოლოგია და ისიც მხოლოდ ვერსიებით.გერმანიაში ფაშისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ,იგი იძულებული გახდა მეუღლესთან ერთად ქვეყნიდან გაქცეულიყო.გერმანიიდან გაქცევის შემდგომ,თავი მოსკოვს შეაფარა,სადაც თავისი სამეცნიერო განხრით განაგრძო მუშაობა.მას შემდეგ რაც გერმანული ვერმახტის ჯარები მოსკოვს მიადგა,არტურ კრონფელდმა მეუღლესთან ერთად,იმის შიშით,რომ გერმანელები ქალაქს აიღებდნენ და მათ ტყვედ აიყვანდნენ (რაც მათ უცილობელ სიკვდილს უქადდა) სიცოცხლე "ბარბიტალის" (სამკურნალო პრეპარატი,ძილის მომგვრელი და დამამშვიდებელი საშუალება),გადამეტებული დოზის მიღების შედეგად თვითმკვლელობით დაასრულეს.გასათვალისწინებელია ის გარემოება,რომ გერმანულმა ჯარებმა მოსკოვი ვერ აიღეს. | |
|