7:27 PM ასტეროიდები, კომეტები – შესაძლო საფრთხეები | |
… რამდენიმე წლიურ დეკადაში ერთხელ დედამიწას ეცემა 1 ტონა მასის სხეული. უფრო დიდი მასის – ერთი კილომეტრი ზომის მქონე სხეულის დედამიწაზე დაცემის სიხშირე საშუალოდ რამდენიმე ათეული ათასი წელია. დაახლოებით 50 000 წლის წინ ასეთი ზომის მეტეორიტი ჩამოვარდა არიზონის უდაბნოში. 1908 წლის 30 ივლისს რუსეთის ტერიტორიაზე, ტუნგუსკაში, ჩამოვარდა მეტეორიტი. ამ დროს დარტყმითმა ტალღამ ლონდონამდე მიაღწია აფეთქებიდან 4 საათის შემდეგ. მეტეორიტის ჩამოვარდნით გამოწვეული ნათება იმდენად დიდი იყო, რომ ევროპაში ღამით კითხვაც კი შეიძლებოდა. 65 მილიონი წლის წინ დიდი მეტეორიტის დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე ჩამოვარდნამ გამოიწვია დიდი კატაკლიზმები დედამიწაზე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ მეტეორიტის ჩამოვარდნამ გამოიწვია იმ დროისთვის დომინანტი ცოცხალი ორგანიზმების (მაგ. დინოზავრების) გადაშენება. ასეთი მასშტაბური მოვლენა რამდენიმე ათეულ მილიონ წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს. 1994 წლის 22 ივლისს დაფიქსირდა რამდენიმე ნაწილად დაშილილი კომეტის ნატეხების შეჯახება იუპიტერთან. ამ შეჯახებამ ასტრონომები დააფიქრა იმის შესახებ, რომ ციური სხეულები შეიძლება სერიოზული საფრთხე იყოს დედამიწისთვის. თუ დედამიწას დაეჯახება ასტეროიდი, რომელიც 20 კილომეტრი საათში სიჩქარით მოძრაობს და რომლის ზომა დაახლოებით ერთი კილომეტრია, მაშინ დაჯახებით გამოწვეული ნგრევა 20-ჯერ გადააჭარბებს დღეს არსებული ყველა ბირთვული იარაღის შესაძლო აფეთქებისას მიღებულ შედეგს. 300 მეტრი დიამეტრის მქონე ასტეროიდი, რომელსაც მეცნიერებმა აპოფისი უწოდეს, 2029 წლის აპრილში იმდენად ახლოს ჩაუვლის დედამიწას, რომ მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც იქნება შესაძლებელი. არსებობს მცირე ალბათობა იმისა, რომ 2036 წელს აპოფისი კვლავ დაბრუნდება და შესაძლოა დაეჯახოს დედამიწას. ასტრონომებმა დააფიქსირეს ასტეროიდი, რომლის ზომა ერთი კილომეტრია და ის დედამიწას, სავარაუდოდ, 2880 წელს დაეჯახება ან სახიფათო მანძილზე ჩაუვლის. აპოფისის დაჯახებამ შეიძლება გამოიწვიოს ერთი დიდი ქვეყნის განადგურება… ასტეროიდული სარტყელი ღამით შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ მთვარის ზედაპირი მოფენილია ჩაღრმავებებით – კრატერებით. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს კრატერები წარმოიქმნა მთვარესთან სხვა ციური სხეულების შეჯახების შედეგად. შემდგომმა კვლევებმა აჩვენა, რომ დედამიწაზეც არის დიდი ზომის (რამდენიმე ათეულიდან რამდენიმე ასეულ კილომეტრამდე) კრატერები. სავარაუდოა, რომ ეს კრატერებიც წარმოიქმნა დედამიწასთან ციური სხეულების შეჯახების შედეგად. ბავარიული ქალაქი ნორდლინგენი ერთ-ერთ ასეთ კრატერში მდებარეობს. ნორდლინგენის წმინდა გიორგის ეკლესია აგებულია ადგილობრივი ქვით, რომლის სტრუქტურაც ემთხვევა მზის სისტემაში მოხეტიალე ციური სხეულების სტრუქტურას. ოორტის ღრუბელი მზის სისტემის ჩამოყალიბებისას, თავად მზისა და მის გარშემო მოძრავი ცხრა პლანეტის გარდა, წარმოიქმნა მცირე ზომის არარეგულარული ფორმის სხეულები – ასტეროიდები ("ვარსკვლავის მსგავსი”) და კომეტები ("თმიანი”). ასტეროიდები არარეგულარული ფორმის მცირე ზომის სხეულებია, რომლებიც შედგება ქვის ტიპის მასალისგან და/ან ლითონისგან. კომეტები შედგება მყარი გულისგან, რომელიც დაფარულია ყინულით და მასში ჩაყინული ქვიანი მასით, მტვრითა და აირებით. ასტეროიდები და კომეტები ერთგვარი კოსმოსური ნარჩენებია. ასტეროიდები იმ ობიექტების ნარჩენებია, რომლებიც პლანეტებად ვერ ჩამოყალიბდნენ. ასტეროიდული სარტყელი და იუპიტერის ორბიტაზე მოძრავი ასტეროიდების გროვები მარსისა და იუპიტერის ორბიტებს შორის მოთავსებულია ე.წ. ასტეროიდული სარტყელი. სავარაუდოდ, ეს ასტეროიდები იმ ობიექტის ნატეხებია, რომლებმაც იუპიტერისა და მარსის მხრიდან მიზიდულობის ძალების მოქმედების გამო ვერ შეძლეს ფორმის შენარჩუნება და პლანეტად ჩამოყალიბება. ასტეროიდული სარტყელი შეიცავს მილიონზე მეტ ასტეროიდს. აქედან 2000-მდე ასტეროიდი, რომელთა ზომა აღემატება 800 მეტრს, კვეთს დედამიწის ორბიტას. ასტეროიდულ სარტელში მოთავსებულია სამი დიდი ასტეროიდი – ცერერა, პალლასი და ვესტა. მათი ზომები რამდენიმე ასეულ კილომეტრს უტოლდება და ჯამური მასა ასტეროიდული სარტყლის მასის ნახევარია. ასტეროიდების საინტერესო ჯგუფია ტროიანები. ტროიანები მდებარეობენ იუპიტერის ორბიტაზე ორ გროვად. ერთი გროვა წინ უსწრებს იუპიტერს, ხოლო მეორე გროვა ჩამორჩება პლანეტას. კუიპერის სარტყელი ასტეროიდების გროვების გარდა, არსებობს დიდი ზომის ობიექტები, მაგალითად, ჩირონი, რომელიც მოთავსებულია სატურნსა და მარსს შორის. კომეტები, ასტეროიდებისგან განსხვავებით, პლანეტარული სხეულებია, მზისა და პლანეტების წარმოშობის შემდეგ დარჩენილი. ერთ ტრილიონზე მეტი კომეტა მოთავსებულია ე.წ. ოორტის ღრუბელში. ოორტის ღრუბელი მზიდან დაშორებულია დაახლოებით ერთი სინათლის წლით, დედამიწასთან შედარებით, დაახლოებით 50 000-ჯერ მეტი მანძილით. 1833 წლის მეტეორული შტორმი კომეტების სხვა ჯგუფი მოთავსებულია ე.წ. კუიპერის სარტყელში. კუიპერის სარტყელი იწყება ნეპტუნის ორბიტასთან და მისი დიდი რადიუსი დაახლოებით 55-ჯერ აღემატება დედამიწის ორბიტის ზომას. კომეტების ზომები იცვლება რამდენიმე ასეული მეტრიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრამდე. როდესაც კომეტა შემოდის მზის სისტემაში, მზესთან მიახლოებისას, მისი ყინულის გარსი იწყებს დნობას და გამოთავისუფლებული მტვერი და აირი, მზის ქარის ზემოქმედებით ჩამორჩება რა კომეტის ბირთვს, იღებს გაწელილ, კუდის ფორმას. ასტეროიდებისგან განსხვავებით, კომეტების არსებობა ანტიკური დროიდან იყო ცნობილი. არისტოტელე თვლიდა, რომ კომეტები მოკაშკაშე გაზისგან შემდგარი ციური სხეულებია, რომლებიც იმყოფებიან დედამიწის ატმოსფეროში. პირველი საუკუნის რომაელმა ფილოსოფოსმა სენეკამ გამოთქვა ვარაუდი, რომ კომეტები ციური სხეულებია, რომელთაც აქვთ საკუთარი ორბიტა. სენეკას ვარაუდი დაკვირვებებით დაადასტურა მე-16 საუკუნეში მოღვაწე დანიელმა მეცნიერმა ტიხო ბრაჰემ. 1705 წელს ინგლისელმა მეცნიერმა ედმონდ ჰალეიმ შეადგინა კომეტების კატალოგი. ერთ-ერთ კომეტას, რომელიც დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს და ჩნდება ყოველ 75-76 წელიწადში ერთხელ, ეწოდა ჰალეის კომეტა. ზოგიერთი კომეტა, რომელიც საბოლოოდ კარგავს ყინულის გარსს და რჩება მხოლოდ მყარი ბირთვი, შეიძლება ჩამოყალიბდეს ასტეროიდად. ასტეროიდების მსგავსად, კომეტების ნაწილის ტრაექტორიაც კვეთს დედამიწის ტრაექტორიას. როგორც აღვნიშნეთ, კომეტებისა და ასტეროიდების ტრაექტორიები კვეთენ დედამიწის ტრაექტორიას. ამიტომ ბუნებრივია ვივარაუდოთ, რომ კოსმოსური მატერია მოხვდეს დედამიწის ატმოსფეროშიც. დედამიწაზე ყოველწლიურად დაახლოებით 54 ტონა კოსმოსური მატერია გროვდება. ყოველდღიურად დედამიწის ატმოსფეროში 100-მდე მცირე ზომის (ათეულ სანტიმეტრამდე) სხეული აღწევს. პატარა სხეულები იწვიან ატმოსფეროში და დედამიწამდე ვერ აღწევენ. ასეთ სხეულებს მეტეორები ეწოდება (სხვანაირად მათ ვარდნილ ვარსკვლავებსაც უწოდებენ). ყოველ ღამით საათში რამდენიმე მეტეორის მოძრაობას შეიძლება დავაკვირდეთ. წელიწადში რამდენჯერმე შეიძლება დავაკვირდეთ მეტეორულ შხაპს. ამ დროს საათში რამდენიმე ათეულიდან ათასამდე მეტეორის დაკვირვება შეიძლება. 1833 წელს შესაძლებელი იყო მეტეორული შტორმის დაკვირვება. ამ დროს საათში 100 000 მეტეორი მოძრაობდა. შედარებით დიდი ზომის (რამდენიმე ათეული სანტიმეტრის და უფრო დიდ) სხეულებს, რომლებიც აღწევენ დედამიწის ზედაპირამდე, მეტეორიტები ეწოდებათ. რამდენიმე წლიურ დეკადაში ერთხელ დედამიწას ეცემა 1 ტონა მასის სხეული. უფრო დიდი მასის – ერთი კილომეტრი ზომის მქონე სხეულის დედამიწაზე დაცემის სიხშირე საშუალოდ რამდენიმე ათეული ათასი წელია. დაახლოებით 50 000 წლის წინ ასეთი ზომის მეტეორიტი ჩამოვარდა არიზონის უდაბნოში. 1908 წლის 30 ივლისს რუსეთის ტერიტორიაზე, ტუნგუსკაში, ჩამოვარდა მეტეორიტი. ამ დროს დარტყმითმა ტალღამ ლონდონამდე მიაღწია აფეთქებიდან 4 საათის შემდეგ. მეტეორიტის ჩამოვარდნით გამოწვეული ნათება იმდენად დიდი იყო, რომ ევროპაში ღამით კითხვაც კი შეიძლებოდა. 65 მილიონი წლის წინ დიდი მეტეორიტის დღევანდელი მექსიკის ტერიტორიაზე ჩამოვარდნამ გამოიწვია დიდი კატაკლიზმები დედამიწაზე. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ამ მეტეორიტის ჩამოვარდნამ გამოიწვია იმ დროისთვის დომინანტი ცოცხალი ორგანიზმების (მაგ. დინოზავრების) გადაშენება. ასეთი მასშტაბური მოვლენა რამდენიმე ათეულ მილიონ წელიწადში ერთხელ შეიძლება მოხდეს. 1994 წლის 22 ივლისს დაფიქსირდა რამდენიმე ნაწილად დაშილილი კომეტის ნატეხების შეჯახება იუპიტერთან. ამ შეჯახებამ ასტრონომები დააფიქრა იმის შესახებ, რომ ციური სხეულები შეიძლება სერიოზული საფრთხე იყოს დედამიწისთვის. თუ დედამიწას დაეჯახება ასტეროიდი, რომელიც 20 კილომეტრი საათში სიჩქარით მოძრაობს და რომლის ზომა დაახლოებით ერთი კილომეტრია, მაშინ დაჯახებით გამოწვეული ნგრევა 20-ჯერ გადააჭარბებს დღეს არსებული ყველა ბირთვული იარაღის შესაძლო აფეთქებისას მიღებულ შედეგს. 300 მეტრი დიამეტრის მქონე ასტეროიდი, რომელსაც მეცნიერებმა აპოფისი უწოდეს, 2029 წლის აპრილში იმდენად ახლოს ჩაუვლის დედამიწას, რომ მისი დანახვა შეუიარაღებელი თვალითაც იქნება შესაძლებელი. არსებობს მცირე ალბათობა იმისა, რომ 2036 წელს აპოფისი კვლავ დაბრუნდება და შესაძლოა დაეჯახოს დედამიწას. ასტრონომებმა დააფიქსირეს ასტეროიდი, რომლის ზომა ერთი კილომეტრია და ის დედამიწას, სავარაუდოდ, 2880 წელს დაეჯახება ან სახიფათო მანძილზე ჩაუვლის. აპოფისის დაჯახებამ შეიძლება გამოიწვიოს ერთი დიდი ქვეყნის განადგურება. ამჟამად მეცნიერები მუშაობენ იმაზე, თუ როგორ აიცილონ მოხეტიალე ციური სხეულებისგან მომდინარე საფრთხე. იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ასტეროიდის დაჯახების საფრთხე, საჭიროა ასტეროიდის განადგურება ან მისი ტრაექტორიის შეცვლა. არის შეთავაზებები, რომ ბირთვული ქობინები გამოყენებულ იქნას ასტეროიდზე ან მის მახლობლად აფეთქების განსახორციელებლად. დიდმა აფეთქებამ შეიძლება შეცვალოს ასტეროიდის სიჩქარე და, შესაბამისად, მისი ტრაექტორია. სანამ განხორციელდება მსგავსი მისია, საჭიროა მოხეტიალე ციური სხეულების სტრუქტურის შესწავლა. სამიზნე ასტეროიდის სტრუქტურის არცოდნის შემთხვევაში მისმა აფეთქებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგები. მაგალითად, აფეთქებისას ასტეროიდი შეიძლება დაიშალოს რამდენიმე ნაწილად, ეს კი გაზრდის საფრთხეს დედამიწისთვის. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ასტეროიდმა შთანთქოს აფეთქებისას გამოყოფილი ენერგია და მოძრაობის მიმართულება არ შეიცვალოს. ასევე, ასტეროიდზე გასაშვები ბირთვული მუხტი საკმაოდ დიდი უნდა იყოს და მისი გაშვებისას დაშვებულმა შეცდომამ შეიძლება გამოიწვიოს კატასტროფული შედეგები. არსებობს მოსაზრება, რომ ასტეროიდის მასის შესაცვლელად გამოყენებული იყოს მზის ენერგია. მაგალითად, გაიშვას თანამგზავრი, რომელიც აირეკლავს მზის გამოსხივებას და ამ გამოსხივებას მიმართავს ასტეროიდისკენ მისი დაშლის მიზნით. ნებისმიერ შემთხვევაში, ასტეროიდთან გასამკვლავებლად საჭიროა მისი სტრუქტურის შესწავლა. ამ მიზნით მეცნიერები იკვლევენ აქამდე ჩამოვარდნილი მეტეორიტების ნარჩენებს, თანამგზავრებისა და კოსმოსური მისიების გამოყენებით იკვლევენ კოსმოსში მყოფ ასტეროიდებს. ასტეროიდების კვლევას შეიძლება ხელი შეუწყოს აპოფისზე დაკვირვებამ, როდესაც ის ახლოს ჩაუვლის დედამიწას. არის ვარაუდი, რომ, ნგრევის გარდა, ციური სხეულების დედამიწასთან შეჯახებას ჰქონდა დადებითი შედეგებიც. როგორც აღვნიშნეთ, კომეტები შედგება ყინულის, ჩაყინული გაზისა და მყარი ნაწილისგან. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ დედამიწაზე სწორედ კომეტების დაცემისას, ყინულის დნობისას გამოთავისუფლებულმა წყალმა და აირებმა ხელი შეუწყო სიცოცხლის გაჩენას. | |
|