Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » ათი ყველაზე არაეთიკური ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი
2:10 PM
ათი ყველაზე არაეთიკური ფსიქოლოგიური ექსპერიმენტი

მონსტრების სკოლა 1939
„მონსტრების სკოლა" იყო ექსპერიმებტი, რომელიც აიოვას შტატის ქალაქ დევენპორტში 1939 წელს ჩატარდა ოცდაორ ობოლ ბავშვზე. უენდელ ჯონსონმა, აიოვას უნივერსიტეტიდან, რომელიც უძღვებოდა ექსპერიმენტს, შეარჩია ერთერთი თავისი სტუდენტი, მერი ტუდორი, რომელსაც დაევალა ცდის წარმართვა. თვით ჯონსონი კი კვლევას შორიდან აკვირდებოდა.

ბავშვების ექსპერიმენტულ ჯგუფებში განაწილების შემდეგ ტუდორი ერთ ნაწილს დადებითად ესაუბრა, აღნიშნავდა, თუ როგორ კარგად საუბრობდნენ ისინი, ხოლო მეორე ნაწილი, პირიქით, საშინლად გააკრიტიკა საუბრის მანერის გამო, ენაბლუებს უწოდებდა მათ. შედეგად, მეორე ჯგუფის იმ ბავშვებმა, რომლებიც სრულიად ნორმალურად საუბრობდნენ, ექსპერიმენტის შედეგად უარყოფითი ზეგავლენა მიიღეს და ზოგს ცხოვრების ბოლომდე შემორჩა პრობლემები საუბარის მანერასთან დაკავშირებით.

ჯონსონის თანამედროვეებმა, კვლევის გამო შეშფოთება ვერ დამალეს და მას „მონსტრების სკოლა" უწოდეს. თვით ექსპერიმენტი ძალიან დიდხანს იყო გასაიდუმლოებული, რომ ჯონსონის რეპუტაციას ზიანი არ მისდგომოდა. 2001 წელს აიოვას უნივერსიტეტმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში

სიძულვილის პროექტი 1970–იანი – 80–იანი წლები:
1970–იან – 80–იან წლებში სამხრეთ აფრიკის აპართეიდის არმიამ აიძულა თეთრკანიანი ლესბოსელი და გეი ჯარისკაცები, გაეკეთებინათ სქესის შეცვლის ოპერაცია და ამისთვის ძალიან ბევრი არაეთიკური სამედიცინო ექსპერიმენტი ჩაატარა, როგორიცაა: ქიმიური კასტრაცია და ელექტრო შოკი. მიუხედავად იმის, რომ ზუსტი რიცხვი ცნობილი არაა, აფრიკის აპართეიდის არმიის ქირურგების თქმით, 1971–დან 1989 წლამდე სამხედრო ჰოსპიტალებში 900–მდე ოპერაცია ჩატარდა. ექსპერიმენტი ზეგასაიდუმლოებული პროგრამის ფარგლებში ტარდებოდა, რომელიც ითვალისწინებდა ჰომოსექსუალიზმის ძირფესვიანად ამოძირკვას.

არმიის ფსიქიატრები, რომლებიც კაპელანების (სასულიერო პირია) მიერ იყვნენ წაქეზებულები, პირდაპირ ნადირობდნენ ჰომოსექსუალებზე და მათი აღმოჩენისთანავე აგზავნიდნენ არმიის ფსიქიატრიულ ნაწილში, ვურტეკერჰუგტის ჰოსპიტალში, პრეტორიასთან (სამხრეთ აფრიკის დედაქალაქთან) ახლოს. მათ კი, ვინც ვერ „იკურნებოდა" წქამლებით, შოკური და ჰორმონალური თერაპიითა და სხვა რადკკალური „ფსიქოთერაპიული" გზებით, უკეთებდნენ ქიმიურ თერაპიას ან სქესის შეცვლის ოპერაციას.

როდესაც ლესბოსელი ჯარისკაცების შეურაცხყოფის მხოლოდ რამდენიმე ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტია დღემდე შემორჩენილი ერთი არასწორად გაკეთებული სქესის შეცვლის ოპერაციის ჩათვლით, დღეისთვის ცნობილია, რომ ძირითადი ნაწილი ექსპერიმენტის მსხვერპლთა თეთრკანიანი16–დან 24 წლამდე მამაკაცები იყვნენ.

დოქტორი აბურეი ლევინი (ექსპერიმენტის ხელმძღვანელი), ახლა ქაგლარის სამედიცინო სკოლის უნივერსტიტეტის პროფესორია.


სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი 1971
ეს ექსპერიმენტი, თავისთავად, არცთუ ისე არაეთიკურია, თუმცა მისი შედეგი დამღუპველი აღმოჩნდა. ამიტომაც მოხვდა იგი ამ სიის მერვე ადგილზე.

ცნობილმა ფსიქოლოგმა, ფილიპ ზიმბარდომ ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელიც გულისხმობდა ინდივიდების ქცევაზე დაკვირვებას, როდესაც ისინი არგებდნენ ციხის ზედამხედველის ან პატიმრის როლს.

„პატიმრები" განგებ მოათავსეს ისეთ პირობებში, რომელსაც წესით პიროვნების დათრგუნვა, დეპრესია, ფსიქიკური აშლილობა უნდა გამოეწვია. „დაცვას" წინასწარ არანაირი მითითება არ მისცემია, თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ამა თუ იმ სიტუაციაში, თუმცა, მიუხედავად ამისა, როცა საქმე საქმეზე მიდგა, პათ პრობლემა არ შექმნიათ.

ექსპერიმენტის მეორე დღეს „ციხეში" აჯანყება დაიწყო, რასაც „მცველების" მკაცრი რეაქცია მოჰყვა. იმ წუთიდან საქმე უარესობისკენ დაიძრა.

„მცველებმა" გამოიყენეს თავიანთი პრივილეგია, დაეშალათ აჯანყებულთა ჯგუფები და მათ შორის უნდობლობა გამოეწვიათ. ირწმუნეს რა, რომ მათი მთავარი მიზანი აჯანყების ჩახშობა იყო, ისინი არანაირ ძალადობას არ ერიდებოდნენ „პატიმრების მიმართ". მათ შორის ფიზიკურ შეურაცხყოფასაც. „პატიმრები" კი დეპრესიაში ჩავარდნენ, დაემართათ ფსიქიკური აშლილობა და უძლურების შეგრძნება დაეუფლათ. ამ დროის განმავლობაში მათ ციხის კაპელანები სტუმრობდნენ, რომლებიც თავიანთ თავს სახელების ნაცვლდ ნომრებით აცნობდნენ და ეკითხებოდნენ, თუ როგორ გეგმავდნენ ისინი ციხიდან თვის დაღწევას. „პატიმრები" კი აბსოლუტურად შეცბუნებულნი იყვნენ. მათ ბოლომდე გაითავისეს თავიანთი როლი.

ზიმბარდომ ექსპერიმენტი ხუთ დღეში შეწყვიტა, მიხვდა რა, თუ როგრი რეალური გახდა „ციხე" ცდისპირებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტმა ძალიან ცოტა ხანს გასტანა, მან ნათლად აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ადამიანმა დაკარგოს კონტროლი საკუთრ თავზე.

7

წამლების გამოცდა მაიმუნებზე 1969
ექსპერიმენტების ცხოველებზე ჩატარება, მართალია, ძალიან სასასრგებლოა ადამიანთა შესაცნობად და სასიცოცხლო მნიშვნელობის წამლების შესაქმნელად, მაგრამ ზოგიერთი ექსპერიმენტი ეთიკის ფარგლებს სცილდება. 1969 წელს წამლების მაიმუნებზე გამოცდა ერთერთი ასეთი არაეთიკური ექსპერიმენტია: მაიმუნებისა და ვირთხების ჯგუფს ასწავლიდნენ, დამოუკიდებლად მიეღოთ ისეთ წამლები, როგორებიცაამორფინი, ალკოჰოლი, კოდეინი, კოკაინი და ამფიტამინები. როდესაც ცხოველები ამ „ხელოვნებას „დაეუფლებოდნენ", მათ თითოეული წამლის მოზრდლი პორციასთან მარტო ტოვებდნენ.

ცხოველები იმდენად დაზაფრულები იყვნენ (რაც მოსალოდნელი იყო) და ისე გულმოდგინედ ცდილობდნენ გაქცევას, რომ ამ პროცესში კიდურებსაც კი იმტვრევდნენ. მაიმუნებს, რომლებიც კოკაინს იღებდნენ, კრუნჩხვები ემართებოდათ, ზოგ შემთხვევაში საკუთარ თითებს გლეჯდნენ (შეიძლება ჰალუცინაციების გამოც). ერთერთმა მაიმუნმა, რომელმაც ამფეტამინები მიიღო, მთლიანად დაიგლიჯა ბეწვი თათებსა და მუცელზე, ხოლო კოკაინის და მორფინის ერთად მიღებდან ორ კვირაში ცხოველები იხოცებოდნენ.

კვლევის მიზანი ერთი იყო: გაგოთ ნარკოტიკზე დამოკიდებულების ეფექტი. როგორ ფიქრობთ, რმდენად კარგად მიიღეს შედეგი?

ლენდისის ს ექსპერიმენტი სახის გამომეტყველებაზე 1924:
1924 წელს მინესოტის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულმა, კარნი ლედისმა, ჩაატარა ექსპერიმენტი, რათა დაედგინა, იწვევდა თუ არა განსხვავებული ემოციები სახის მხოლოდ ამ ემოციისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ გამომეტყველებას. მიზანი ამ კვლეევისა იყო იმის გაგება, თუ ჰქონდათ სხვადასხვა ადამიანებს ერთი და იგივე ემოციის (მაგ. შოკის, სიძულვილის, ბედნიერებისა და ა.შ) განცდისას სახის ერთნაირი გამომეტყველება.

ცდისპირთა უმეტესობა სტუდენტები იყვნენ. ისინი ლაბორატორიაში წაიყვანეს და სახე შავი ზოლებით მოუხატეს, რათა მისი კუნთების მოძრაობა შეესწავლათ. ცდისპირებს აძლევდნენ სხვადასხვა სტიმულებს, რათა მათში ძლიერი რეაქცია გამოეწვიათ, ხოლო ყოველ მათ რეაქციას ლენდისი ფოტოზე აღბეჭდავდა. მათ უწევდათ ამიაკის შესუნთქვა, პორნოგრაფიის ყურება და ბაყაყებით სავსე ვედროში ხელის ჩაყოფა, თუმცა დავა ამ ექსპერიმენტის ირგვლივ მისმა ფინალურმა ტესტმა გამოიწვია.

ცდისპირებს უჩვენებდნენ ცოცხალ ვირთხაებს და ეუბნებოდნენ, მათთვის თავი მოეჭრათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე ყველას ეზიზღებოდა, სტუდენტთა ერთმა მესამედმა მაინც მოკლა ცხოველი. სიტუაციას განსაკუთრებით ამძაფრებდა ის, რომ ვირთხის მკვლელ ცდისპირთა უმეტესობამ არ იცოდა, როგორ გაეკეთებინა ეს საქმე „ჰუმანურად" და ცხოველებს საშინელი წამების გადატანა უწევდათ. ხოლო მათ მაგიერ, ვინც უარი თქვა ვირთხისთვის თავის მოჭრაზე, ამ საქმეს თვით ლენდისი აკეთებდა.

მართალია, ამ ცდამ ვერ გაამართლა ვარაუდი, რომ ადამიანებს ერთნაირი ემოციების განცდისას სახის ერთნაირი გამომეტყველება აქვთ, სამაგიეროდ აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ ყველანაირ საზიზღრობაზე წავიდნენ, თუ ამას სიტუაცია მოითხოვს.

პატარა ალბერტი 1920:
ჯონ უოტსონი, ბიჰევიორიზმის მამა, იყო ერთერთი, ვინც თავის ექსპერიმენტებში ობლებს იყენებდა. უოტსონს უნდოდა გაერკვია, იყო შიში თანდაყოლილი თუ შეძენილი რეფლექსი. პატარა ალბერტი, ასე შეარქვეს ობოლ ცხრა თვის ბავშვს, რომელიც უოტსონმა თავისი ექსპერიმენტისთვის შეარჩია. უოტსონი აპირებდა ბავშვს ორი თვის განმავლობაში ბავშვის დაკვირვებას თეთრ კურდღელთან, ვირთხასთან, მაიმუნთან, თმიან და უთმო ნიღბებთან, ცეცხლწაკიდებულ გაზეთთან და ბევრ სხა მსგავს გამაღიზიანებელთან.

ექსპერიმენტის დასაწყისში ალბერტი ოთახის შუაგულში, ლეიბზე დასვეს და შორიახლოს ლაბორატორიის ვირთხა მიუშვეს, რომ ბავშვს მასთან ეთამაშა. მას შიში არ გამოუვლენია.

შემდეგ ეტაპზე უოტსონი ბავშვის ვირთხასთან ყოველ შეხებაზე მის ზურგს უკან რკინის მასაზე ჩაქუჩის ძლიერი დარტყმით ხმაურს ტეხდა. ამაზე ბავშვს ეშინოდა და ტირილს იწყებდა. პროცედურის რამდენიმეჯერ გამეორების შემდეგ ბავშვს ვირთხისადმი პანიკური შიში დაეწყო, რადგან მას ძლიერ ხმაურთან აიგივებდა. ვირთხის ყოველ ნახვაზე ალბერტი ტირილს იწყებდა.

შედეგად ბავშვს ყველაფერ თეთრსა და ფაფუკზე დაეწყო შიშები. ყველაზე სამწუხარო ნაწილი ამ ექსპერიმენტისა კი ის იყო, რომ უოტსონმა ვერ მოასწრო ალბერტის შიშების განეიტრალება, სანამ ბავშვს ჰოსპიტალიდან წაიყვანდნენ.

შესწავლილი უძლურება 1966:
1965 წელს, ფსიქოლოგებმა, მარკ შელიგმანმა და სტივ მეიერმა, ჩაატარეს ექსპერიმენტი, სადაც ძაღლები სამ ჯგუფად დაჰყვეს და დააბეს. პირველი ჯგუფი გარკვეული დროის შემდეგ გაათავისუფლეს, ისე, რომ არანაირი ზიანი არ მიუყენებიათ, მეორე ჯგუფის ძაღლები დააწყვილეს და თითოეული წყვილის ერთ წევრზე ელექტროშოკი გამოიყენეს, რომლის შეწყვეტაც ბერკეტზე დაჭერით იყო შესაძლებელი; მესამე ჯგუფის ძაღლებიც ისევე გაანაწილეს, როგორც მეორე, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში ელექტროშოკის შეწყვეტა ბერკეტიზე დაჭერით შესაძლებელი აღარ იყო. შოკი ალალბედზე მოდიოდა, რამაც მესამე ჯგუფის ძაღლებში „შესწავლილი უძლურების" შეგრძნება გამოიწვია. სბოლოოდ, ამ ძაღლებს კლინიკური დეპრესია დაუფიქსირდათ.

მოგვიანებით მესამე ჯგუფის ძაღლები მარტოდმარტო ჩასვეს ყუთებში. ისინი ისევ შოკში ჩავარდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მარტივად შეეძლოთ ყუთიდან ამოხტომა და ამ ყველაფრის შეწყვეტა. ეს ძაღლები უბრალოდ დანებდნენ.

მილიგრიმის სკოლა 1974
:
„მილიგრიმის სკოლა" ერთერთი ყველაზე ცნობილი ფსიქოლოგიური ექსპერიმენტია. სტენლი მილიგრიმს, იელის უნივერსიტეტის სოციალური ფსიქოლოგს, უნოდა გამოეკვლია ავტორიტეტებისადმი მორჩილება. მან ჩაატარა ექსპერიმენტი, რომელშიც შედიოდნენ „მასწავლებლები", ჩვეულებრივი მოხალისეები, და „მოსწავლე", რომელიც დაქირავებული მსახიობი იყო. მოსწავლესაც და მასწავლებელსაც უთხრეს, რომ ეს იყო ტესტი მეხსიერებაზე.

მასწავლებელსაც და მოსწავლეებსაც, როგორც ეუბნებოდნენ, ალალბედზე ეძლეოდათ ბარათები. სინამდვილეში კი ორივე იღებდა იმ ბარათს რასაც მასწავლებელი კითხულობდა. მსახიობი მასწავლებლის მოსატყუებლად თამაშობდა, თითქოს მან მოსწავლის ბარათი მიიღო. ცდისპირებს ერთმანეთისგან იზოლირებულად სხვადასხვა ოთახებში ათავსებდნენ. მასწავლებელი კითხულობდა რამდენიმე სიტყვას ოთხი სვარუდო პასუხით და თუ მოსწვლე არასწორად უპასუხებდა, დენს ურტყამდა. დენის ძალა ყოველ არასწორ პასუხზე იზრდებოდა, ხოლო სწორ პასუხზე მასწავლებელი „მშვიდობიანად" გადადიოდა შემდეგ შეკითხვაზე.

სინამდვილეში არანაირი ელექტროშოკი არ არსებობდა. უბრალოდ, აუდიოფირზე ყვიდილი იყო ჩაწერილი და მასწვლებლის მიერ მოსწავლისთვის ყოველ დენის დარტყმაზე მეორდებოდა. როდესაც დენის ძალა ძალიან იზრდებოდა, მსახიობი (მოსწავლე) კედელს აწყდებოდა და მასწავლებელს შეჩერებას სთხოვდა. ყველაფერი კი იმით მთავრდებოდა, რომ, რაღაც მომენტში, ყვირილი წყდებოდა და სიჩუმე ისადგურებდა. ამ დროს ძალიან ბევრ მასწავლებელს საშინელი მწუხარების გრძნობა ეუფლებოდა და ექსპერიმენტის შეჩერებას ითხოვდა, მაგრამ ძალიან ბევრი ამით კიდევ უფრო მხნევდებოდა და აგრძელებდა დენის დარტყმას, თუმცა ამბობდა, რომ შედეგებზე პასუხს არ აგებდა.

თუ ცდისპირი მოითხოვდა ექსპერიმენტის შეჩერებას, ექსპერიმენტატორი მას ეუბნებოდა: გთხოვ, გააგრძელე; ექსპერიმენტი გაგრძელებას ითხოვს; აუცილებელია, რომ გააგრძელო; სხვა შანსი არ გაქვს, უნდა გააგრძელო. თუ ამ ოთხი მითითების შემდეგ ცდისპირი მაინც მოითხოვდა ექსპერიმენტის შეჩერებას, იგი წყდებოდა. ორმოცი ცდისპირიდან მხოლოდ თოთხმეტმა შეწყვიტა ექპერიმენტი მოსწავლისთვის 450 ვოლტიანი დენის დარტყმის შემდეგ, ხოლო სამას ვოლტამდე შეწყვეტის სურვილიც კი არ ყოფილა (შეგახსენებთ, ადამიანის მოსაკლავად 220 ვოლტი სრულიად საკმარისია).

სასოწარკვეთის წყარო 1960:
დოქტორი ჰარი ჰარლოუ საკმაოდ უხეში ადამიანი იყო, რომელიც ექსპერიმენტებში იყენებდა ისეთ ტერმინებს, როგორიცაა გაჟიმვა, რკინის ქალწული და ა.შ. მისი ყველაზე ცნობილი ექსპერიმენტი სოციალურ იზოლაციაზეა, რომელსაც იგი მაიმუნებზე ატარებდა. ჰარლოუ იყენებდა მაიმუნებს, რომლებიც უკვე იყვნენ დაკავშირებული დედსთან და ერთი წლის განმავლობაში, გარესამყაროსგან სრულიად მოწყვეტილად ათავსებდა რკინის ვერტიკალურ კამერებში, რათა ეს კავშირები გაეწყვიტა. მაიმუნების უმრავლესობა საკნიდან ფსიქიკურად აშლილი გამოდიოდა და აღარ ჯანსაღდებოდა. ჰარლოუმ დაასკვნა, რომ ყველაზე ბედნიერი ბავშვობაც კი უძლურია დეპრესიის წინაშე. მწერალი დებორა ბლუმი კი ამას ჩვეულებრივ გრძნობის შედეგს უწოდებდა.

გენ საკეტმა, სიეტლის ვაშინგტონის უნივერსიტეტის უნივერსიტეტიდან, რომელიც ჰარლოუს ერთერთი სტუდენტი იყო, განაცხადა, რომ სჯერა შეერთებულ შტატებში ცხოველთა თავისუფლების მოძრაობის ჩამოყალიბება სწორედ ჰარლოუს ექსპერიმენტებმა განაპირობა. უილიამ მაისონი, ჰარლოუს კიდევ ერთი სტუდენტი ამბობს, რომ მისი მასწავლებელი „მიდიოდა იმ წერტილამდე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანისთვის ცხადი ხდებოდ, რომ მისი საქმე ბილწავდა ადამიანურ შეგრძნებებს და ნებისმიერი, ვინც ოდნავ მაინც აფასებს სიცოცხლეს, ამას შეურაცმყოფელად მიიღებდა. ეს, ჰარლოუს მხრიდან, დაახლოებით ისეთი რამ იყო, რომ ეთქვა: – მე უბრალოდ აქ კიდევ ათ წელს ვაპირებ დარჩენას და რისი გაკეთებაც მინდა, მხოლოდ ისაა, რომ ჩემ უკან დიდი არეულობა დავტოვო. – და თუ ეს მისი მიზანი იყო, მან ეს შესანიშნავად შეასრულა.”

დევიდ რეიმერი 1965–2004:
1965 წელს კანადაში დაიბადა ბავშვი, სახელად დევიდ რეიმერი. რვა თვის ასაკში იგი, ჩვეულებრივ, წინადაცვეთის პროცედურაზე მიიყვანეს. პროცედურის დროს ექიმებს საშინელი შეცდომა მოუვიდათ და ჩვილის საზარდული დაეწვათ. ეს იმის ბრალი იყო, რომ მათ წინადაცვეთისთვის ჩვეულებრივი სკალპელის ნაცვლად ელექტრო დანა გამოიყენეს. როდესაც მშობლები ფსიქოლოგ ჯონ მანისთან მივიდნენ რჩევის საკითხავად, მან პრობლემის მარტივი გადაწყვეტა, ბავშვისთვის სქესის შეცვლა ურჩია. მშობლები ძალიან დაბნეულები იყვნენ მომხდარის შემდეგ, მაგრამ საბოლოოდ მაინც დათანხმდნენ პროცედურის ჩატარებაზე. მათ არ იცოდნენ, რომ ფსიქოლოგის ნამდვილი მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ ადამანის სქესზე მოქმედებს გარემო და არა ბუნება. საკუთარი, ეგოისტური მიზნის გამო ფსიქოლოგმა დევიდი საცდელ ობიექტად აქცია.

დევიდს, ახლა უკვე ბრენდას, ხელოვნური ვაგინა განუვითარეს და ჰორმონებზე „შესვეს". დოქტორი მანი ექსპერიმენტს წარმატებულად მიიჩნევდა და უგულებელჰყოფდა ქირურგიული ჩარევის უარყოფით შედეგებს. ბრენდა იქცეოდა, როგორც ჩვეულებრივი ბიჭი. ყველაზე უარესი ის იყო, რომ მშობლებმა მას არ აცნობეს ჩვილობისას მომხდარ ინციდენტზე, რამაც ოჯახიში საკმაოდ ძლიერი რყევა გამოიწვია. დედა სუიციდისადმი მიდრეკილი იყო, მამა ალკოჰოლიკი, ძმა კი საშინლად დეპრესიული. საბოლოოდ, თოთხმეტი წლის ასაკში, ოჯახმა უთხრა მას მისი ნამდვილი სქესის შესახებ. ბრენდამ ისევ დევიდად გადაქცევა გადაწყვიტა, ჰორმონების მიღებას თავი დაანება და პენისი აღიდგინა. დოქტორი მანი კი ისევ წარმატებულს უწოდებდა ექსპერიმენტს და არაფერს ამბობდა დევიდის ტანჯვის შესახებ.

კატეგორია: ექპერიმენტები | ნანახია: 1483 | დაამატა: balu | ტეგები: ათი ყველაზე არაეთიკური ფსიქოლოგიური | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.