Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » ავსტრალიული ასპიტისნაირი
8:21 PM
ავსტრალიული ასპიტისნაირი
ოჯახი: ასპიტისებრნი 
გვარი: Acanthophis
სახეობა:ავსტრალიული ასპიტისნაირი                                                                                                 ქვესახეობები: არსებობს
მაქს. ზომა: 1 მეტრი
შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი
ავსტრალიული ასპიტისნაირი წარმოადგენს ავსტრალიის და დედამიწის ერთ-ერთ ყველაზე შხამიან გველს. მისი მონათესავე სახეობებისგან განსხვავებით კი საკმაოდ გავრცელებულია.
გავრცელების არეალი: აღმოსავლეთ და სამხრეთ ავსტრალია.
საბინადრო გარემო: გვხდება ავსტრალიის ტყეებში, მინდვრებში. გველის ეს სახეობა არის ნამდვილი კამუფლაჟის ოსტატი, რომელსაც აძლევს მისი სხეულის შეფერილობა.
გარეგნული აღწერილობა: აქვს სამკუთხედა თავი და სქელი სხეული. აღწევს 70 - 100 სმ.-ს. არიან ღია ყავისფერი ან ნაცრისფერი ფერის. სხეულზე გასდევთ ჰორიზონტალურად მუქი ფერის ხაზები შავი საზღვრებით. მათი ეშვები კი ყველაზე გრძელია ავსტრალიის შხამიან გველებს შორის.
კვება: მიირთმევენ მცირე ზომის ძუძუმწოვრებს და ფრინველებს ძირითადად. სხვა ბევრი გველისგან განსხვავებით ეს სახეობა იცდის ერთ ადგილას ხშირად დღეები სანამ მისი მსხვერპლი გამოჩნდება. იმალება ფოთლებს ქვემოთ ხოლმე და ათამაშებს მის ყვითელ კუდს როგორც სატყუარას. როცა მსხვერპლი უახლოვდება მის მოძრავ კუდს გამოსაკვლევად ამ დროს ეს გველი უეცრად ესხმის მას თავს და უშვებს მასში შხამს, შემდეგ კი ელოდება როცა მისი მსხვერპლი მოკვდება. მისი ესეთი ნადირობის ტაქტიკა ადამიანებსაც დიდ საფრთხეს უქმნის.
გამრავლება: არის ცოცხლადმშობი. მდედრი ბადებს პატარებს გვიან ზაფხულს, მიახლოებით 10 - 20-ს.
შხამი: ავსტრალიული ასპიტისნაირინის შხამი შეიცავს მაღალ ტოქსიკურ ნეიროტოქსინებს, რომელიც იწვევს დამბლას.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 876 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: avstraliuli aspitisnairi, ავსტრალიული ასპიტისნაირი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.