Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 22 » ავსტრიის "ეროვნული დროშის" შესახებ...
9:15 PM
ავსტრიის "ეროვნული დროშის" შესახებ...
ევროპის ცენტრალური ნაწილის ერთ-ერთი ულამაზესი ფედერალური სახელმწიფოს - ავსტრიის რესპუბლიკის სახელწოდება,ძველგერმანული სახელწოდებისაგან Ostarrichi-გან წარმოდგება,რაც თარგმანით "აღმოსავლეთის ქვეყანას" აღნიშნავს.პირველად სიტყვა - ავსტრია,ოფიციალურად მოხსენიებულ იქნა ერთ-ერთ ისტორიულ დოკუმენტში,რომელიც 996 წლის 1 ნოემბრით თარიღდება."ავსტრიის ეროვნული დროშა" ერთ-ერთ უძველეს სახელმწიფო სიმბოლოდაა დღემდე მიჩნეული მსოფლიოში.მასზე სულ ორი ფერი - წითელი და თეთრია დატანილი.წითელი ფერი ერთგვარად ასოცირდება იმ ავსტრიელი მამულიშვილებისა და პატრიოტების მიერ დაღვრილ სისხლთან,რომელთაც ავსტრიის რესპუბლიკის ისტორიაში ქვეყნის დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს თავი შესწირეს.ხოლო თეთრი ფერი კი სიმბოლიზირდება მდინარე დუნაისთან,რომელიც ქვეყანაში მიედინება.ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად ავსტრიის ეროვნული დროშის წარმოშვების ისტორია შემდეგი ვერსიით არის წარმოდგენილი:
1191 წელს,მესამე ჯვაროსნული ომის პერიოდში მიმდინარე ბრძოლისას,ავსტრიის ჰერცოგის,ბაბენგერბების დინასტიიდან ლეოპოლდ V-ეს (1157-1194 წლები) თეთრი პერანგი,სრულიად შეეღება სისხლით,მაშინ ჰერცოგმა მოიხსნა თავისი თეთრი სარტყელი და სხეულზე შემოიკრა,საიდანაც გადმოცემის მიხედვით იშვა კიდეც წითელი და თეთრი ფერებით დამშვენებული,ავსტრიის ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული სიმბოლო - "ავსტრიის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა".
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 937 | დაამატა: balu | ტეგები: ავსტრიის ეროვნული დროშის შესახებ... | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.