9:45 PM ბახტრიონის ბრძოლა / baxtrionis brzola | |
"ბახტრიონის ბრძოლა" - მოხდა 1659 წელს,ირანელ დამპყრობელთა წინააღმდეგ.აღნიშნული ისტორიული მოვლენა "კახეთის აჯანყების" ერთ-ერთი ყველაზე გმირული ეპიზოდია.აჯანყების მოტივი ცხადია,თუმცა ქართველი ხალხის რისხვის "პიკად" იქცა ქართველი სასულიერო პირის შეურაცყოფა,ირანელი დამპყობლების მხრიდან.აჯანყებას სათავეში ედგნენ,საქართველოს ისეთი "უკვდავი გმირები",როგორებიც იყვნენ: ზაალ არაგვის ერისთავი,მისი ვაჟი ზურაბი,ლაშა და ელიზბარ ქსნის ერისთავები და ბიძინა ჩოლოყაშვილი.კახელების გარდა ამ აჯანყებაში მონაწილეობა მიიღეს თუშებმა,ფშავლებმა და ხევსურებმა.ოფიციალურ ისტორიოგრაფიაში მცირე ცნობებია შემონახული ამ ბრძოლების შესახებ, ზეპირსიტყვიერებაში კი მდიდარი მასალაა დაცული.აჯანყებულთა თავდასხმა ბახტრიონის ციხეზე,სადაც ყიზილბაშთა მთავარი ჯარი იდგა, როგორც ჩანს,ღამით,მტრისთვის მოულოდნელად მომხდარა. აჯანყებულები ამავე დროს თავს დაესხნენ ალავერდის მონასტრის გალავანში გამაგრებულ ყიზილბაშებს და სასტიკად დაამარცხეს ორივე ციხის მრავალრიცხოვანი გარნიზონი.ამ მოვლენებმა კი ფაქტობრივად გადაწყვიტა აჯანყების წარმატების ბედი.ბახტრიონის ბრძოლაში მთავარი როლი კახეთის მთიელებმა: თუშ-ფშავ-ხევსურებმა შეასრულეს. ქართული ფოლკლორი ადიდებს ბრძოლის წინ მონაწილე ქართველ გმირებს."ბახტრიონის ბრძოლა" ერთ-ერთი ოქროს ფურცელია,საქართველოს ისტორიის ფურცლებზე და მას დიდმა ქართველმა "მთის არწივმა" ვაჟა-ფშაველამ მიუძღვნა გენიალური პოემა "ბახტრიონი",რომელიც ქართული გმირული ეპოპეის სულადაც კი იქცა. | |
|