Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » ბანკომატის ისტორიიდან
6:40 PM
ბანკომატის ისტორიიდან
"ბანკომატი" ანუ "automated teller mashine" - XXსაუკუნის მეორე ნახევრის,ყველაზე სასარგებლო გამოგონებადაა მიჩნეული,რომელმაც მნიშვნელოვნად შეცვალა საბანკო ოპერაციები და ადამიანებს საშუალება მისცა,24 საათის განმავლობაში (კვირის ნებისმიერ დღეს),ისარგებლონ მისი მომსახურებით.თუმცა "ამომავალი მზის ქვეყანაში" - იაპონიაში,ბანკომატები 19:00 საათამდე ფუნქციონირებენ,განსხვავებით სხვა ქვეყნებისაგან და ამას იმით ხსნიან,რომ საღამოს ან ღამის საათებში მისი მოხმარება მინიმალიზაციამდე ეცემა,თან ამით ბანკები ერთგვარ ეკონომიასც აკეთებენ.პირველი "ბანკომატი",ისტორიაში დაყენებულ იქნა 1967 წლის 27 ივნისს,ლონდონში და იგი ეკუთვნოდა ადგილობრივ ბანკს,სახელწოდებიტ: "Barclay's".მას თანამედროვე საბანკო ბანკომატებისაგან,განასხვავებდა ის,რომ მხოლოდ ერთადერთი ფუნქციის შესრულება შეეძლო.ეს ერთადერთი ფუნქცია კი გახლდათ,სპეციალური ვაუჩერის გადაცვლა ნაღდ ფულზე.არნიშნული საბანკო აპარატის ღირებულება იმ დროისათვის 18 000 ამერიკულ დოლარს შეადგენდა.თუმცა 1973 წლიდან,მაშინ როდესაც დაიწყო მასიური "კომპიუტერიზაცია" და გამოჩნდა პირველი საბანკო პლასტიკური ბარათები,ფუნქციები და ოპერაციებიც შესაბამისად გაეზარდა,ამასთან მისი პოპულარობა თანდათან მსოფლიოს მასშტაბით მასიურ სახესაც იღებდა.2011 წლის მონაცემებით,სულ დედამიწაზე 2,3 მილიონი საბანკო აპარატი იყო მოქმედებაში და თითოეული ასეთი აპარატი,საშუალოდ თვეში 6 400-მდე ოპერაციას ანხორციელებდა.თანამედროვე მსოფლიოში,არსებობს "ბანკომატები",რომლებიც გასცემენ ოქროს მონეტებს და მცირე ზომის ზოდებსაც კი.ასევე მისი მოხმარება შეუძლიათ "მხედველობადაქვეითებულებს" და სხვა ფიზიკური პრობლემების მქონე ადამიანებს,რომელთათვისაც სპეციალურად მზადდება მათთვის მოსახერხებელი "ბანკომატები".თითოეული ასეთი აპარატი იწონის საშუალოდ 4 ტონას და წარმოადგენს ერთგვარ კომპიუტერს,რომელიც საბანკო სისტემებშია ჩართული.აღსანიშნავია,რომ მისი კლავიშები,მეცნიერთა მტკიცებით ყველა ნივთზე მეტ ბაქტერიებსა და მიკრობებს შეიცავს,რადგან უამრავი მისით ადამიანი სარგებლობს.ცნობილია ისიც,რომ მიუხედავად შესანიშნავად გამართული კომპიუტერული სისტემისა,იგი საშუალოდ წელიწადში 250 დოლარით ცდება,მომხმარებლის სასარგებლოდ.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 780 | დაამატა: balu | ტეგები: pirveli bankomati, pankomatis istoria, ბანკომატის ისტორიიდან | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.