8:35 PM ბარონი პიერ ლე რუა - "ქართული ღვინის შესახებ" | |
მეღვინეობისა და მევენახეობის საერთაშორისო ბიუროს თავჯდომარე,ცნობილი ფრანგი მეღვინე - ბარონი პიერ ლე რუა (1890-1967 წლები),1962 წელს თბილისის ღვინის მეათე საერთაშორისო კონგრესზე დასაწრებად ჩამოვიდა საქართველოში.გარდა ბარონ პიერ ლერუასი,ამ კონგრესზე მრავალი უცხოელი მეღვინეც გახლდათ ჩამოსული და როგორც წესი,სტუმართმოყვარე ქართველებმა საპატიო უცხოელ სტუმრებს საქართველოში არსებული თითქმის ყველა ღვინის,კონიაკის და შამპანურის ქარხანა შემოატარეს და მათი დამზადებული სასმელებიც დააგემოვნებინეს.თუმცა ყველაზე დიდი და დაუვიწყარი დახვედრა მაინც "ღვინის სამშობლოში" - კახეთში,კერძოდ ყვარელში მოუწყვეს.სტუმრებს მარანში,ღვინო ჭურის თავზე პირდაპირ ორშიმოდან შესთავაზეს.როდესაც მევენახეობის საერთაშორისო ბიუროს თავჯდომარემ - ბარონმა პიერ ლე რუამ ორშიმო გამოსცალა,ტუჩებზე შერჩენილი ღვთიური სითხის წვეთები შეიმშრალა და აღტაცებულმა წარმოსთქვა: "ბავშვობაში კუნძულ კრეტაზე,მინოსში ვიყავი და იქაურ ლაბირინთში დავიკარგე.ვისურვებდი,რომ აქ,ყვარელში,წითელი მარნის ლაბირინთში ისე დავკარგულიყავი,რომ არავის არ მოვეძებნეო" | |
|