Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 24 » ბიაკოტაი
8:48 PM
ბიაკოტაი
"ბიაკოტაი" - იაპონური ენიდან ითარგმნება როგორც "თეთრი ვეფხვის რაზმი".იგი წარმოადგენდა ახალგაზრდა სამურაების ჯგუფს აიძუს საგრაფოში და მონაწილეობას იღებდნენ "ბოსინის ომში" (სამოქალაქო ომი იაპონიის ფეოდალურ მთავრობასა და იაპონიის პროსაიმპერატორო ძალებს შორის 1868-1869 წლებში).ფაქტიურად "ბიაკოტაი" წარმოადგენდა აიძუს პროვინციის არმიის,ერთ-ერთ დაჯგუფებას და მასში გაწევრიანებული იყვნენ 16-17 წლის სამურაის ვაჟები,რომლებიც თავადაც სამურაები იყვნენ.მათი რაოდენობა საერთო ჯამში 305 მებრძოლისაგან შედგებოდა.1868 წლის 8 ოქტომბერს,მაშინ როდესაც სრულდებოდა ტონოგუტიჰარეს ბრძოლა,20-მა მებრძოლი "ბიატოკაის" დაჯგუფების,სახელწოდებით - სიტიუ,მოსწყდა ძირითად ძალებს.ისინი ავიდნენ იიმორის ქედზე,საიდანაც დაინახეს მშობლიური აიძუ-ვაკამაცუს ციხე-სიმაგრე ცეცხლის კვამლში გახვეული,რაც მათ მარცხის მაცნედ მიიღეს.შესაბამისად მატ ჩათვალეს,რომ მათი ოჯახებიც განადგურებული იყო,რის გამოც ოცივე "ბიაკოტაის" ახალგაზრდა სამურაიმ ხარაკირი ჩაიტარა.მათგან მხოლოდ ერთადერთი გადაურჩა სიკვდილს,დანარჩენი ცხრამეტი კი დაიღუპა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მათ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვეს,რადგან მათმა ჯარმა გამარჯვებას მიაღწია და ქალაქში ავარდნილი ცეცხლის კვამლი არ ნიშნავდა ქალაქის საბოლოოდ დაცემას.გადარჩენილი ახალგაზრდა სამურაიმ - იინუმა სადაკიტიმაც სხვების მსგავსად ჩაიტარა ხარაკირი,თუმცა მისი ჭრილობები სასიკვდილო არ აღმოჩნდა და ადგილობრივი მოსახლეობის მიერ იქნა გადარჩენილი.მოგვიანებით იმ ქედზე სადაც "ბიაკოტაის" ახალგაზრდა სამურაებმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს,აღიმართა მემორიალი,რომელიც დღემდე არსებობს.გარდა ამისა მათზე შეიქმნა სიმღერები და ლექსები,რომელთა ნაწილიც ამავე მემორიალურ დაფაზე იქნა აღბეჭდილი.ცნობილი იტალიელი ფაშისტი დიქტატორუ - ბენიტო მუსოლინი,მოხიბლული გახლდათ ამ საოცარი ისტორიით.1928 წელს ამ ისტორიის აღსანიშნავად იაპონიაში მუსოლინიმ გაგზავნა სპეციალური სვეტი ქალაქი პომპეიდან და სთხოვა იაპონიის მთავრობას ,ეს სვეტი იიმორის ქედზე,იმ ახალგაზრდა სამურაების სამახსოვროდ დაედგათ,რაც აღასრულეს კიდეც.დღევანდელობამდე "ბიაკოტაის" სამურაების მიერ ჩადენილი საქციელი,იაპონელი ხალხისათვის თავგანწირვისა და გმირობის უნიკალურ მაგალითადაა მიჩნეული და მათ ხსოვნას ამომავალი მზის ქვეყანაში უდიდეს პატივს მიაგებენ.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 914 | დაამატა: balu | ტეგები: ბიაკოტაი, BIAKOTAI | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.