Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 23 » "Biblio Tech" - პირველი ელექტრონული ბიბლიოთეკა
7:45 PM
"Biblio Tech" - პირველი ელექტრონული ბიბლიოთეკა
2013 წლის შემოდგომაზე,ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე,კერძოდ ტეხასის შტატის ქალაქ სან-ანტონიოში,გაიხსნება მსოფლიოში პირველი ელექტრონული ბიბლიოთეკა - "Biblio Tech",სადაც არანაირი წიგნი არ იქნება დაცული და წარმოდგენილი.ფაქტიურად "Biblio Tech" გახდება პირველი საჯარო ბიბლიოთეკა,სადაც წიგნები შეცვლილ იქნება ელექტრონული ვერსიებით.პროექტის ინიციატორი გახლავთ,ქალაქ სან-ანტონიოს ადგილობრივი მკვიდრი და პროფესიით მოსამართლე - ნელსონ ვულფი.როგორც თავად ვულფი აცხადებს,აღნიშნული იდეა მას შემდეგ მოუვიდა,რაც წაიკითხა კორპორაცია Apple-ს გენიალური დამაარსებლის - სტივენ ჯობსის ბიოგრაფია,რომელიც დაწერილ იქნა,ტელეკომპანია CCN-ს ყოფილი ხელმძღვანელისა და მსოფლიოში ცნობილი ჟურნალის - The Time რედაქტორის უპლტერ ისააკსონის მიერ.თავდაპირველად,ამ უნიკალურ ბიბლიოთეკაში ელექტრონული წიგნების წასაკითხად 100-მდე მოწყობილობა იქნება დამონტაჟებული.ხოლო მოგვიანებით მათი რიცხვი გაიზრდება.გარდა იმისა,რომ ბიბლიოთეკის სტუმრები ადგილზე გაეცნობიან მათთვის საინტერესო ელეწტრონულ წიგნებს,მათ ასევე ექნებათ საშუალება,ნებისმიერი ელექტრონული წიგნის სახლში წაღებისა,განსაზღვრული დროით.ასევე მათ ექნებათ საშუალება თავიანთფლეშკაზე გადატვირთონ მათთვის საინტერესო წიგნები.პროექტის ავტორის განცხადებით,ნებისმიერ ადამიანს შეეძლება ელეწტრონულ ბიბლიოთეკაში სტუმრობა და მომსახურება იქნება უფასო.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 867 | დაამატა: balu | ტეგები: pirveli eleqtronuli biblioteka, Biblio Tech - პირველი ელექტრონული ბ | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.