10:51 PM ბლინები სიმინდის ფქვილისგან | |
300 გრამი სიმინდის ფქვილი 1 ლიტრი რძე 3 ჩაის ჭიქა მაწონი 200 გრამი შაქარი 100 გრამი ნუში 300 გრამი ერბო 400 გრამი პურის ფქვილი 2 სუფრის კოვზი საფუარი 5 ცალი კვერცხი 300 გრამი სიმინდის ფქვილი ავლესოთ ცხელ რძეში, დავახუროთ ხუფი, რომ რძე შეცივდეს. შემდეგ დავუმატოთ პურის ფქვილი, მაწონი და საფუარი. დავდგათ 2 საათით თბილ ადგილას, რომ აფუვდეს. შემდეგ მივუმატოთ 5 კვერცხის ათქვეფილი გული და ამავე კვერცხების უფრო ძლიერად ათქვეფილი ცილა, გამდნარი ერბო და მარილი. კიდევ ცოტა ხნით დავდგათ თბილ ადგილას და შემდეგ გამოვაცხოთ ორივე მხრიდან. ბლინებს ზემოდან მოვაყაროთ შაქარი ან ნუშის ნამცეცები. | |
|