Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » ბოლო სიტყვა
2:30 PM
ბოლო სიტყვა
ღამეა…ზაფხულის ლამაზი და სევდიანი ღამე…მარტოობა…მკვდარი სიყვარული…მოწყენილი მთვარე სევდიანად ანათებს მუქი ღრუბლებიდან…ვარსკვლავები ცდილობენ გაამხიარულონ მისი მოწყენილი თვალები,მაგრამ მის სევდიან თვალებს ვერავინ ვერ უშველის…მხოლოდ ბრწყინვალე სიყვარული…
უეცრად სიჩუმე გოგონას ნაზმა ხმამ დაარღვია…
_ლუკა აქ რას აკეთებ?
_ვა ანი შენა ხარ…
_როგორც ხედავ…
გოგონა ჩამოჯდა და სიჩუმემ კვლავ დააყრუა სევდიანი გარემო…
თანდათან ქვრებოდა შუქი ბინებში…ხალხი ძილს მიეცა…მთვარე თანდათან მიეფარა ღრუბლებს…მხოლოდ და მხოლოდ ვარსკვლავები კაშკაშებდნენ და ლამობდნენ გაემხიარულებინათ სევდიანი გარემო…
_ლუკა რა მოხდა?
_არაფერი…
ისევ სიჩუმე…ისევ მარტოობა…ვინ იცის რა ფიქრები და რა სევდიანი სიყვარული ტრიაოებდა მათ გულებში.
ანის გული უფეთქავდა,სადაცაა ამოუვარდება.მისი გული ლუკას სიყვარულს დაეპყრო…ანის სევდიანი ფიქრები მხოლოდ ლუკას ეკუთვნოდა…მისი სევდიანი თვალები მხოლოდ ლუკას სიყვარულით ბრწყინავდნენ და არ იცოდნენ სიყვარული როგორ გამოეხატათ…
_ნეტა ეხლა რაზე ფიქრობს ლუკა?ნეტა ვინ დაიპყრო მისი ფიქრები,მისი გული და თვით ლუკა.ეჰ…ნეტა მე ვიყო ეხლა მის გულსა თუ აზრებში,ნეტა ჩემზე ოცნებობდეს და ნეტა მისი ბაგეები მხოლოდ ჩემს სახელს წარმოსთქვამდნენ…
ეჰ…არა მე ამას ვერასდროს ვერ ვეღირსები…მას ხომ სალი უყვარს,ის არის მისი სიყვარული,სიხარული,ბედნიერება და ცხოვრების აზრი…მე ხომ სალის არ ვგავარ,მასსავით ლამაზი არ ვარ,მასსავით ლამაზად არ ვიცმევ…მე მას არ ვგავარ და ლუკასაც არ ვუყვარვარ…ბოლოლ სიტყვამ გაიჟღერა თუ არა მის ფიქრებში ანის თვალიდან სევდიანმა,ნაზმა და სიყვარულით გაჟღენთილმა ცრემლმა გამოიბრწყინა…
იგი მისტიროდა იმ ადამიანს,რომელიც გვერდით ეჯდა…როგორ უნდოდა ახლა ანის გულში ჩახუტებოდა და მისი ნაზი ტუჩები შეხებოდა ლუკას ტუჩებს…ახლოს იყო,მაგრამ ანისთვის შორს,მიუწვდომელ ვარსკვლავს გავს…მას ხომ ბავშვობიდან უყვარდა ლუკა…იგი ბავშვობიდან იყო მისი პრინცი…რამდენჯერ მოსულა ლუკა მის ოცნებებში და რამდენჯერ უთქვამს მისთვის ის ერთადერთი სიტყვა,რომელსაც ანი დიდი ხნის განმავლობაში ელის…
ეს სიტყვა მილთვის ყველაზე ძვირფასი და სათუთია…ამ ერთადერთი სიტყვისთვის ხომ ყველას და ყველაფერს დათმობდა,ოღონდაც ლუკას მისთვის სიტყვა მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ეთქვა… რამდენჯერ უთქვამს ლუკას მის ოცნებებში,მაგრამ ოცნება ხომ წამიერია,თვალს გაახელ და ის უკვე დამსხვრეულია…აი ასეთი მხურვალე გრძნობები უტრიალებდა ანის გონებაში,გულში და მთელს სხეულში…ამ დროს კი ვინ იცის რა ხდებოდა ლუკას გულში…იგი სრულიად დაბნეული იყო…იმეორებდა ერთი ადამიანის სახელს რომელთანაც სამი წელი გაატარა,მაგრამ მისთის ეს სამი წელი თითქოს და არაფერს ნიშნავდა,სრულიად არაფერს…და ამ სამი წლის განმავლობაში პირველად დაინახა მისი თითქოს და საყვარელი ადამიანი სხვა ბიჭის მკლავებში…
მართალია ეწყინა მაგრამ ეს ის წყენა არ იყო,რომელსაც შეყვარებული ადამიანი განიცდის,მას უფრო თავისი თავი შეეცოდა სამი წლის დაკარგვის გამო…
სალომე…სალომე…სალომე…და ასე უსასრულოდ იმეორებდა ამსახელს გულში ,თუმცა ვერაფერს გრძნობდა,ეს სახელი მას არაფერზე არ აფიქრებდა…
არც ნაზ სიყვარულზე,რომელიც ეგონა,რომ მასსა და სალომეს შორის იყო და არც არანაირ გრძნობაზე…ვერ გაეგო რატომ ვერაფერი იგრძნო,როდესაც დაინახა შეყვარებული სხვა ბიჭთან…
-რატომ ვერ ვიგრძენი ვერაფერი… რატომ არაფერს ნიშნავს ეს სახელი ჩემთვის …რა ხდება ჩემს თავს…ნუთუ ტყუილად გავატარე სამი წელი ამ ადამიანთან…ნუთუ მე არასდროს მყვარებია იგი…იქნებ არც ვიცი რას ნიშნავს სიყვარული…
ათასგვარი აზრები ტრიალებდა ლუკას გულში…ბიჭი დაიბნა,არ იცოდა რა ექნა…თანაც ირგვლივ სიჩუმე იყო…თანდათან ქუჩა ჩაბნელდა და სინათლე ჩაქრა…
მხოლოდ ამ პატარა სკამს,რომელზეც ორი ადამიანი იჯდა,ორი სევდიანი და იდუმალებით მოცული ადამიანი…ანათებდა მთვარე და წვრილ-წვრილი ვარსკვლავები…და ეს ყველაფერი უფრო და უფრო ამძიმებდა მათ გულებს…უცებ კვლავ სიჩუმე დაარღვია ანიმ:
-ლუკა რა გჭირს?…რა გჭირს?
-ანი გყვარებია,როდესმე ვინმე?-ჩაფიქრებით და სახტად იკითხა ლუკამ.
უცებ ანის გულში გაიელვა ათასგვარმა აზრებმა…
ვაიმე რა ხდება,ლუკა სიყვარულზე მელაპარაკება…
ღმერთო გამიმართლა…იქნებ რაღაც გრძნობა აქვს ჩემსდამი,იქნებ ჯერ ყველაფერი არ არის დამთავრებული,იქნებ ჩემი სიყვარული გამართლდა და მართლაც მალე ახდეს ჩემი ნაზი ოცნება…
ანი დაიბნა,არ იცოდა რა ეთქვა…თვალები გაუბრწყინდა,არ იცოდა რა ეთქვა…უსუსურ,პატარა ბავშვს დაემსგავსა,თითქოს ამ სიტყვების გაგონებისას ხელმეორედ დაიბადა…რა ძლიერი ყოფილა მისი სიყვარული…რა ძლიერ ყვარებია ლუკა…
ლუკამ კვლავ გაიმეორა კითხვა და ანი გამოფხიზლდა…
-კი მყვარებია,შენ თუ გყვარებია ვინმე?
-რავი ალბათ… და რა არის შენთვის სიყვარული?
-სიყვარული ეს ყველაზე დიდი ნიჭია,რომელიც ღმერთმა არგუნა ადამიანს,უნდა იცოდე როგორ გიყვარდეს,ვისაც ეს ნიჭი არ გააცნია უბედურია,უბედურია ის ადამიანი ვისაც სიყვარული არ ღირსებია და ვინც უსიყვარულოდ წავიდა ამ ქვეყნიდან,სიყვარულია ის რაზეც გამუდმებით ფიქრობ,ოცნებობ და ღრუბლებში ხელჩაკიდებული დადიხარ შენს სიყვარულთან ერთად,სიყვარულია რომლის გარეშეც ცხოვრება არ შეგიძლია,სიყვარულია რომლისთისაც ყველა და ყველაფერს დათმობ,ეს ის გრძნობაა რომლის გამოც ღირს ცხოვრება და არსებობა…სიყვარულია რომელსაც მთელ გალაქტიკაში არსებული ენითაც ვერ არწერ სრულებით,იგი თით ღვთაებაა რომლის გარეშე არ დადის დედამიწაზე ადამიანი,ეს ის სპეტაკი გრძნობაა რომლისთვისაც არსებობ,ცოცხლობ და სუნთქავ,რომლის გამოც გული გიძგერს და ამოვარდნას ლამობს…
როცა გიყვარს უღიმიხარ შენს ბედს ამ ქვეყნად,
როცა გიყვარს სიცოცხლე მეტდ გიხარია,
როცა გიყვარს ლამაზ ფერებში ხატავ ცისარტყელას,
როცა გიყვარს გაგაჩნია ოცნებისა და ფანტაზიის უნარი,
როცა გიყვარს გაბრუებს სიამისგან ფიქრთა მშვენება,
როცა გიყვარს შენთვის ყოველ წამი და წუთი ბედნიერებაა,
როცა გიყვარს საოცრებათა ქვეყნებში დაუსრულებლად მოგზაურობა…
ეს ხომ სიყვარულია…და მას თვით მოსისხლეს ღმერთიც არ ჰყავს…
უკანასკნელი სიტყვა…უკანასკნელი ამოსუნთქვა…და ისევ სიჩუმე…სამარადისო სიჩუმე…
ვინ იცის სადამდე იჯდებოდნენ ასე ჩუმათ,სანამ მთვარე არ მიიმალა და მზე ლამობდა სხივების გამოფენას დედამიწაზე…
დილა გათენდა…
გაიღვიძა ბუნებამ…
ყვავილებმა საამო სურნელი გადმოაფრქვიეს არემარეს…ქალაქმა გაიღვიძა…ქუჩებში ხალხის ჟრიამული დაიწყო…ჩიტებმა გაიღვიძეს და ჭიკჭიკით აიკლეს ეზო…
დღე ისე გათენდა,რომ ლუკამ და ანიმ ვერც კი შეამჩნიეს,ისე იყვნენ ოცნების ზღვაში ჩაძირულნი…ვინ იცის რას მოსთქვამდა ახლა ლუკას გული,როდესაც გაიგო თუ როგორი ტკბილი ყოფილა ეს უდიდესი და უმანკო გრძნობა…
მათი მყუდროება ლუკას მეგობარმა ნიკამ დაარღვია:
-პრივეტ ლუკა!პრივეტ ანი!ჰა არ მივდივართ? მზად ხარ?-იკითხა ნიკამ.
-სად?-გაოგნებით იკითხა ლუკამ.
-როგორ თუ სად?ზღვაზე არ წავიდეთ? გუშინ არ თქვი გავგრილდეთო?
-ა,ხო!წამო წავიდეთ…
-ანი შენ არ წამოხვალ?
-არა ნიკა სახლში მელოდებიან
-კაი აბა ჰეე….
-p.k
ბიჭები წავიდნენ,ანი კი კარგა ხანს ასე იჯდა მდუმარედ და ვერ გამოეტანა ზრი იქიდან რაც წუხელ ლუკამ იკითხა…
-ნეტა რაში დასჭირდა? ნეტა რათ უნდოდა ეს რომ მკითხა…
ანის გაახსენდა,რომ სახლში ელოდებოდნენ,ის ხომ თაკოსთან უნდა დარჩენილიყო ღამე და დილით სახლში უნდა წასულიყო…ანი ადგა და წავიდა…თითქმის მთელი დღე უაზროდ გაატარა…ოთახში იჯდა და წყნარ მუსიკას უსმენდა,ხან ერთ კუთხეში მივიდოდა,ხან მეორეში,ვერ ისვენებდა და თითქოს რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო…
ნიკა და ლუკა კი ზღვაზე იყვნენ…
ლუკა უხასიეთოდ იყო,პლაჟზე იჯდა და ქვებს ზღვაში ისროდა…
ხოლო ნიკა ზღვაში ნავარდობდა და უხაროდა სიცხეს თავი,რომ დააღწია,რამდენჯერ სთხოვა ლუკას წყალში შემოსულიყო და ბოლოს დაიყოლია კიდევაც…
ლუკა გათიშული იყო…სულ სიყვარულზე და ანიზე ფიქრობდა,ვერ გაეგო რა ხდებოდა მის თავს…თვალწინ სულ ანი ედგა და ვერ იშორებდა თავიდან ვერც მის ხმას და ვერც მის სახეს…
ორ წუთში უცებ ნიკამ მიმოიხედა და ლუკა ვერ დაინახა…ბიჭი დაიბნა წყალში ჩაყვინთა და დაინახა ლუკა…
თურმე,როდესაც ლუკა ფიქრებში ყოფილა გართული,ტალღა დაეცა და წყალმა წაიყოლა…ნიკა ეცადა ამოეყვანა ნაპირზე…ძლივს წვდა ტელეფონს,დარეკა 03-ზე და ლუკა წაიყვანეს…საშინელ მდგომარეობაში იყო…თავი დაურტყია ქვისთვის…
გათიშული იყო და სიზმარში ანის ხედავდა…სულ ის ელანდებოდა და მის სახელს იმეორებდა…რატომ ვერ მივხვდი,რომ იგი მიყვარდა…ის ხომ სულ ჩემს გვერდში იყო…ბავშვობიდან სულ ჩემთან იყო და ვერ ვამჩნევდი…რა სულელი ვარ…თურმე რა ძლიერ მყვარებია…
იტანჯებოდა…მას ხომ ეგონა,რომ ანის სხვა უყვარდა…
-მას ხომ სხვა უყვარს,მე ხომ არ ვუყვარვარ…ამ ფიქრებში ლუკას მდგომარეობა გაუარესდა…ექიმები ამბობდნენ ვერ გადარჩებაო…ნიკამ ლუკას დედას შეატყობინა…იგი ტიროდა…არ იცოდარა ექნა…
-შვილი მიკვდება…შვილი…მე კი მის გადარჩენას ვერ ვახერხებ…ღმერთო მიშველე…ღმერთო !!!ის ხომ ერთადერთია ჩემთვის მის მეტი არავინ მყავს…ღმერთო მემომკალი მის მაგივრად…ღმერთო ნუ დამიღუპავ შვილს…
უცებ ექიმი გამოვიდა:-ქალბატონო თქვენი შვილი გამოფხიზლდა და ერთი გოგონას სახელს იმეორებს,ალბათ მისი ნახვა სურლს,თუ ვერ ნახა მისთის ნერვიულობა არ შეიძლება,ამიტომ გირჩევთ მოიყვანოთ.
-სალომეს?-იკითხა ლუკას დედამ.
-არა ანას…
-ვაიმე ანი,წავალ ვიპოვი…გაიქცა ნიკა.
ანი ისევ თავის ოთახში იყო და ვერ მოესვენა,თითქოს გრძნობვდა ყველაფერს და ვერ აეხსნა რა ხდებოდა…ნიკამ დაურეკა ანის მობზე…
-ანი!
-ხო ნიკა,რა მოხდა ლუკა ხო კარგათ არის?
_საავადმყოფოშია ანი,ის …ის კვდება.
ანის ცრემლები წამოუვიდა…დაიბნა არ იცოდა რა ექნა…
-მას შენი ნახვა სურს…
ანიმ უცებ მისამართი ჩაიწერა და წავიდა…
ტიროდა არ იცოდა რა ექნა,ის ხომ მის ერთადერთ სიყვარულს კარგავდა.
-ღმერთო გადამირჩინე…ღმერთო გადამირჩინე…უფალო შენ შემიწყალე…ხელში ჯვარი ეჭირა და მაგრად უჭერდა ხელს…
სიმწრის ცრემლები ახრჩობდა…უნდოდა ლუკას ადგილას ის ყოფილიყო…
მალე მივიდა საავადმყოფოში,შევიდა ლუკას ოთახში და რას ხედავს…
ლუკა საწოლზე წევს…აპარატზეა შეერთებული…საცაა მოკვდება და სულ ანის სახელს იმეორებს…
-მოვედი ლუკა,მოვედი…
-ანი მოხვედი? სიხარულო,არ მინდა ისე წავიდე ამ ქვეყნიდან რომ არ გითხრა როგორ მიყვარხარ…მე შენ ძალიან ძალუან მიყვარხარ…გთხოვ აიღე ეს სათამაშო და მე სულ შენთან ვიქნები…გახსოვს,შენ მაჩუქე,პატარები რო ვიყავით,როგორ მიხაროდა,მუდამ როცა ცუდად ვიყავი ჩვენს ბავშვობას ვიხსენებდი…რა სულელი ვიყავი… როგორ ვერ ვხვდებოდი რო ესე ძლიერ მიყვარდი…გთხოვ სიხარულო შემპირდი,რომ უჩემოდ ბედნიერი იქნები…
-ლუკა…ნუ იძახი ამას…შენ კარგათ იქნები და ჩვენ ერთად ბედნიერები ვიქნებით…პატარა გვეყოლება,რომელიც ამ პატარა სათამაშოთი ითამაშებს…ჩვენ სიყვარულს გაიზიარებს…-ანი ძლივს ლაპარაკობდა…მის ნაზ ლოყებზე სიყვარულის და ტანჯვის ცრემლები ციმციმებდნენ…მის ხმაში დიდი ტანჯვა,სიყვარული და სიხარული ისახებოდა…
-გთხოვ დამპირდი…გთხოვ,რომ უჩემოდ ბედნიერი იქნები…გთხოვ…
-გპირდები…
-აიღე ეს სათამაშო და მუდამ თან გქონდეს…და მეც შენთან ვიქნები…მ..ი..ყ..ვ..ა..რ…ხ…ა..რ…
-მეც მიყვარხარ ლუკა…ძალიან მიყვარხარ…
-მ..ი..ყ..ვ..ა..რ…ხ…ა..რ. .ა..ნ..ი. მ..ი..ყ..ვ..ა..რ…ხ…ა..რ…
უკანასკნელი სიტყვა….უკანასკნელი ცრემლი…უკანასკნელი სიყვარული…
მაინც ბედნიერი წავიდა ამ ქვეყნიდან,იგრძნო ის რაზეც ოცნებობდა…რაზეც თითოეული ადამიანი ოცნებობს და გრძნობს…
მაინც ბედნიერი წავიდა,მისი სიყვარულის მკლავებში დაეძინა…
ამ დღის შემდეგ,როცა კი მოენატრებოდა ანის ლუკა სათამაშოს გულში იხუტებდა და გრძნობდა,რომ საიდანღაც მაინც იყურებოდა ლუკა და მის სიყვარულს გრძნობდა…ყოველ დღე ლუკას საფლავი აჭრელებული იყო ლამაზი ყვავილებით…ყოველ დილით მიდიოდა,მიჰქონდა ყვავილები და დიდი სიყვარული…
კატეგორია: ადამიანი | ნანახია: 1090 | დაამატა: balu | ტეგები: ბოლო სიტყვა | რეიტინგი: 3.7/3
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.