8:31 PM "ბოლო სიტყვა" - "ეპიზოდები" | |
ლამინია ფიშერი (1793-1820 წლები),წარმოადგენდა ამერიკის ისტორიაში პირველ სერიულ მკვლელ ქალს,რომელსაც სასამართლომ დაკავების შემდეგ საკუთარ მეუღლესთან ერთად სასიკვდილო განაჩენი (ჩამოხრჩობა) გამოუტანა.1820 წლის 18 თებერვალს,ეშაფოტზე ასულმა ბოლო სიტყვით მიმართა მათ,ვინც მისი სასიკვდილო განაჩენის აღსრულებას ესწრებოდა: "თუ კი რომელიმე თქვენგანს რაიმე გაქვთ დასაბარებელი ეშმაკთან,დამაბარეთ და მე მას აუცილებლად გადავცემ". ეილინ უორნოსი (1956-2002 წლები),წარმოადგენდა ამერიკელ სერიულ მკვლელ ქალს,რომელმაც ფლორიდის შტატში 7 ადამიანი (მამაკაცი) იმსხვერპლა.1991 წელს,დაკავების შემდგომ მას სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა,რომელი 2002 წლის 9 ოქტომბერს სისრულეში მოიყვანეს (სასიკვდილო ინექცია).მანამდე მან მის სასამართლო პროცესზე განაცხადა: "მე ყველა ის მამაკაცი,სრული სივსისხლიანობით მოვკალი და კიდევ გავაკეთებდი ამას,რადგან მე მათი სიძულვილი მიპყრობს.უკვე დავიღალე იმის მოსმენით,რომ შეშლილი ვარ.მე არანაირი შეშლილი არ ვარ,მე ნორმალური ვარ და ვცდილობ ვთქვა სიმართლე.მე მეზიზღება ადამინური სიცოცხლე და კიდევ გავაგრძელებდი მკვლელობებს,რომ მქონდეს ამის საშუალება". მერჯი ველმა ბარფილდი (1932-1984 წლები),წარმოადგენდა ამერიკელ სერიულ მკვლელ ქალს,რომელსაც სასამართლომ დაკავების შემდგომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.1984 წლის 2 ნოემბერს,მისი ბოლო სიტყვები სიკვდილით დასჯის წინ იყო: "მე ვიცი რომ დიდი ტკივილის გადატანა მოუწიათ დაღუპულთა ოჯახებსა და მათ ნათესავებს.სწორედ ამიტომ დღეს ძალიან ვწუხვარ ჩადენილის გამო.მინდა მადლობა გადავუხადო ყველას,ვინც ბოლო ექვსი წლის მანძილზე (ციხეში ყოფნისას) ყურადღებას იჩენდა ჩემს მიმართ". რობერტ ჯო ვაგნერი,რომელიც დაიბადა 1971 წელს,წარმოადგენს ავსტრალიელ სერიულ მკვლელს,რომელიც ჯონ ბანტინგის ბანდის წევრი გახლდათ და რომელი ბანდაც დღემდე ყველაზე საშინელ სერიულ მკვლელთა ბანდადაა მიჩნეული.მათ ათეულობით ადამიანი იმსხვერპლეს.ძირითადად კლავდნენ - პედოფილებს,ნარკომანებს,ჰომოსექსუალებსა და დიდი წონის ადამიანებს (მსუქნებს).დაკავების შემდგომ ავსტრალიის სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა,ყოველგვარი გასაჩივრების და შეწყალების გარეშე.სასამართლოზე კი მან განაცხადა: "პედოფილები ბავშვებთან,საშინელებებს სჩადიოდნენ.ამ დროს ხელისუფლება უმოქმედო გახლდათ.ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ და თავად მივიღეთ ზომები.მადლობა ყურადღებისთვის". პეტერ კიურტენი (1883-1931 წლები),გახლდათ გერმანელი სერიული მკვლელი,რომესაც დაკავების შემდგომ 9 მკვლელობა დაუმტკიცდა,თუმცა თავად 68 მკვლელობას აღიარებდა.1931 წლის 13 აპრილს,მას ასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა (გილიოტინა),რის შემდეგაც ბოლო სიტყვაში განაცხადა: "ძალიან მინდა ვიცოდე,როდესაც თავს მომკვეთენ,გავიგონებ თუ არა,თუნდაც გაელვებით,ხმას საკუთარი სისხლისა,რომელიც ჩემი კისრიდან წამოვა? ძალიან მინდა ეს ასე იყოს". ფრიც ხაარმანი (1879-1925 წლები),წარმოადგენდა გერმანელ სერიულ მკვლელს,რომელსაც გერმანულ პრესაში განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობების გამო - "ვამპირად" მოიხსენიებდნენ.დაკავების შემდგომ,1924 წლის 19 დეკემბერს მას სასამართლომ სიკვდილით დასჯა მიუსაჯა,რა დროსაც მან სიცილით განაცხადა: " - მე ყველა შემთხვევაში დავბრუნდები! თქვენ ხომ იცით,რომ ვამპირები არ კვდებიან!" | |
|