Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 4 » ბოზბაში
11:33 PM
ბოზბაში
მასალა
• 1 კგ ცხვრის ხორცი • 250 გ მუხუდო
• 6-8 ცალი კარტოფილი • 2 მოზრდილი თავი ხახვი
• 80-90 გ ერბო • 1-2 ჩ.კ. ფქვილი
• 4-5 პამიდორი ან 1-2 ს.კ. ტომატპასტა
• 200-300 გ ხილი – ალუჩის ჩირი, მჟავე ვაშლი, ჭერმის ჩირი ან კომში
• 1 საშუალო კონა მწვანილი – ქინძი, ტარხუნა, რეჰანი, ოხრახუში
• მარილი, პილპილი – გემოვნებით.



მომზადება
წინა დღით წყალში ჩავალბოთ მუხუდო და რამდენჯერმე გამოვუცვალოთ წყალი. მეორე დღეს დავასხათ წყალი და ვხარშოთ ნელ ცეცხლზე, ქაფის მოხდით, დარბილებამდე. შემდეგ გავუმატოთ მარილი. ხორცი ნახევრად მოვხარშოთ, ამოვიღოთ ბულიონიდან და დავჭრათ პატარა ნაჭრებად. ცალკე ქვაბში მოვათავსოთ ერთი ცალი დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ ერბოში. ჩავუმატოთ ხორცის ნაჭრები, ფქვილი და გავაგრძელოთ შუშვა, ვიდრე ხორცი არ მომზადდება. დავასხათ გადაწურული ბულიონი, დავუმატოთ კარტოფილი, მუხუდო თავის წყლიანად და ნელ ცეცხლზე ვადუღოთ.

მეორე ხახვი დავჭრათ და ერბოში მოვშუშოთ, დავუმატოთ კანგაცლილი და დაჭყლეტილი პამიდორი ან 1 ჭიქა ბულიონში გახსნილი ტომატპასტა და ვშუშოთ ნელ ცეცხლზე 20 წუთის განმავლობაში, შემდეგ ჩავამატოთ წვნიანს თბილ წყალში დამბალ ჩირსა და ხილთან ერთად.
როცა მომზადდება, ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და წამოვადუღოთ
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 1420 | დაამატა: balu | ტეგები: ბოზბაში | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.