5:46 PM ბრიტანელმა მხატვარმა დედამთილის პორტრეტი პურის ნაჭრებისგან ააწყო | |
ბრიტანელმა მხატვარმა და მუზეუმის კურატორმა ლორა ჰედლენდმა დედამთილის მოზაიკური პორტრეტი პურის ნაჭრებისგან ააწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული The Daily Telegraph ავრცელებს.აღნიშნული ხელოვნების ნიმუშის შექმნას მხატვარმა 6 საათი მოანდომა. მოზაიკური ნახატის აწყობაში მას 20 ადამიანი ეხმარებოდა. ექსპონატისთვის გამოყენებული იქნა 9 ათას 852 ნაჭერი პური.27 წლის მხატვარის თქმით, მოზაიკა დედამთილის იუბილეს აღსანიშნავად შექმნა. ამ დროისთვის იუბილარმა საჩუქარი სათანადოდ შეაფასა და აღნიშნა, რომ ნახატმა მასზე დიდი შტაბეჭდილება მოახდინა. „ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო საჩუქარია"- აღნიშნა იუბილარმა.ცნობილი ხდება ასევე ის ფაქტიც, რომ მოზაიკა გინესის რეკორდების წიგნში შეიტანეს, როგორც პურისგან შექმნილი ყველაზე დიდი ხელოვნების ნიმუში. The Daily Telegraph-ის ცნობით, მოზაიკა 128 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული. | |
|