Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 18 » ბრიუს უილისი Bruce Willis
6:43 PM
ბრიუს უილისი Bruce Willis
ბრიუს უილისი დაიბადა 1955 წელს 19 მარტს დასავლეთ გერმანიაში, ქალაქ იდარ–ობერშტეინში, სადაც მისი მამა დევიდ უილისი იყო თავისუფალი დაქირავებული მოსამსახურე ამერიკის სამხედრო ნაწილში. გაიზარდა პენს-გროუვში (ნიუ-ჯერსის შტატი, აშშ). სწავლობდა კოლეჯში 'მონტკლერი'. ოჯახში ოთხი შვილიდან ბრიუსი იყო ყველაზე უფროსი. ბრიუს უილისი უკვე რვა წლის ასაკიდან იწყებს სამოყვარულო დრამატულ სტუდიაში მეცადინეობას ( და ეს მიუხედავად მისი ენაბლუობისა!), სცდის სიმღერას ბლუზის ანსამბლ ‘ლუს-გუზ’-ში, სადაც ის აკომპანირებას უკეთებდა თავის თავს ტუჩის გარმონით, თამაშობს სტუდენტურ თეატრალურ კოლექტივში, ხოლო შემდეგ არაბროდვეის სცენაზე ნიუ–ორკში, რის გამოც 1977 წელს ( 22 წლის ასაკში) ის დაანებებს თავს კოლეჯში სწავლას. მცდელობა მიეღო როლები კინოში, სცენაზე, ტელევიზიაში წარუმატებლად მთავრდებოდა. საღამოობით ბრიუს უილისი დარდს ალკოჰოლით იმსუბუქებდა.
ბრიუს უილისმა თავის მისწრაფებაში გამხდარიყო მსახიობი გამოავლინა სასწაული შეუპოვრობა, მაგრამ მისი ძალისხმევა შოუ-ბიზნესის კორიფეების მიერ სათანადოდ არ იყო შეფასებული. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, უილისის ნიჭი შეაფასეს არა თეატრალურ სცენაზე, არამედ ნიუ-ორკის პოპულარულ ბარში 'კაფე სენტალი', სადაც დროს ატარებდა მსახიობთა ბოჰემა. 'ბრიუს უილისი ბარში როლიკებზე კატაობდა ჩახმული უფართოეს შარვალში, პარაშუტივით, დახეულ მაისურში და თავი გადაკრული ჰქონდა... ის სულ რაღაცას მღეროდა, ან ხუმრობდა, ან თავის ტუჩის გარმონზე უკრავდა...' – იხსენებენ მსახიობის ბიოგრაფისტები. ბარში მუშაობა ერწყმოდა მის შეუპოვარ მცდელობებს დაეახლოვებინა 'ვარსკვლავური საათი' თეატრსა და კინოში. ბრიუს უილისს მოუხდა შეესრულებია არაფრის მთქმელი როლები 'B'კატეგორიის ფილმებში და სარეკლამო რგოლებში. პირველი როლი კამერის წინ მან 'ითამაშა' ჯინსის 'ლივაისის' რეკლამაში. 1984 წელს, სემ შეპარდის პიესის არაბროდვეის სცენარული ვერსიაში 'შეყვარებული ბრიყვი' წარმატებულად შესრულებული როლის შემდეგ, სადაც ბრიუს უილისმა მთავარი როლი შეასრულა, მასზე დაიწერეს პირველი დადებითი შეფასებები და მიიწვიეს ლოს-ანჟელესში სინჯებზე. ბრიუსი კმაყოფილი იყო იმით რომ ლოს-ანჟელესში მოხვდა და ოლიმპიადის ნახვის შესაძლებლობა მიეცა, რომელიც მას უფრო მეტად აინტერესებდა ვიდრე შემოთავაზებული როლი. და სრულიად შემთხვევით გაფრენამდე ერთი დღით ადრე ბრიუს უილისი შეიყვანეს სტუდიაში სერიალის 'მთვარის შუქი'-ის სინჯებზე.. ამის შემდეგ იწყება ისტორია ახალი ფურცლიდან, დიდების ისტორია.. არავისთვის ცნობილი ნიუ-ორკელი მსახიობი ისე მოეწონათ პროდიუსერებს, რომ ეპიზოდური როლის მაგივრად ის აიყვანეს თვით სიბილ შეპარდის პარტნიორად. მუშაობის პირველ თვეებიდან სერიალში ბრიუს უილისი გახდა საოცრად პოპულარული, ხოლო ჟურნალისტები ჭორაობდნენ მის და სიბილას 'ეკრანსმიღმა' რომანზე. პრესა გაძლიერებულ ინტერესს იჩენდა უილისის მიმართ. ბრიუსმა დაახლოებით ამ პერიოდში (1987 წელს) გაიცნო დამწყები მსახიობი დემი მური, რომელსაც მაშინ ძირითადად იღებდნენ ისეთ გამსვლელ ფილმებში, როგორებიცაა: 'პარაზიტი', 'შეყვარებული ახალგაზრდა ექიმები', 'გასული ღამის შესახებ',.. და ასევე სურათში 'წმინდა ელმას ცეცხლი', რომელმაც მიიქცია კრიტიკოსების ყურადღება. უილისის ურთიერთობა დემი მურთან მღელვარედ ვითარდებოდა. ბრიუს უყვარდა სმა, დემი კი ალკოჰოლიკი იყო (ის კლინიკაშიც კი მკურნალობდა). მალე ისინი დაქორწილდნენ. 80-იანი წლების შუაში ბრიუს უილისს იღებდნენ სერიალში 'მთვარის შუქი'. სერიალმა 'მთვარის შუქი', რომელიც გადიოდა ამერიკის ტელეეკრანებზე 1985—1989 წლებში, უილისი არა მარტო პოპულარული შემსრულებელი გახადა , არამედ 80-იანი წლების მეორე ნახევრის მამაკაცის იდეალად აქცია. კრიტიკოსების აზრით მაყურებლებს აინტერესებდათ ბოლოს და ბოლოს გახდებოდნენ თუ არა დავიდი და მედი (ედისონის პარტნიორი დანაშაულის გამოძიებაში, რომელსაც ასრულებდა სიბილა შეპარდი) საყვარლები, სწორედ ეს იყო მთელი სიუჟეტის ძარღვი. 'მთვარის შუქი' წარდგენილი იყო 'ემი'-ს პრემიაზე 16 კატეგორიაში, მათ რიცხვში – მამაკაცის როლი საუკეთესო შესრულებისათვის. ბრიუს უილისს მიანიჭეს ეს პრესტიჟული პრემია. ამ პრემიით დაჯილდოვებული, შემოქმედებითი ძალებით სავსე და საკუთარ თავში დარწმუნებული ბრიუსის დებიუტი შედგა 1987 წელს 'პირველი რიგის' ჰოლივუდის დადგმაში - რეჟისორ ბ.ედვარდსის კომედიაში 'ბრმა პაემანი'. დებიუტი (ათი წლის ძებნის შემდეგ!) აღიარეს წარმატებულად და მან მსახიობს გაუღო ფართო ჰორიზონტი. ნიუ-ორკის პოლიციელის ჯონ მაკლეინის როლმა ფილმში 'კერკეტი კაკალი'(1988) აჩვენა თუ როგორ საუკეთესოდ შეიძლება გამოყენებულ იქნეს პოპულარული სახე. ფილმის „კერკეტი კაკალი"-ს კომერციულმა წარმატებამ საშუალება მისცა უილისს გაეგრძელებია თავისი გმირის ეკრანული ბიოგრაფია ორ გაგრძელებაში - 'კერკეტი კაკალი-2' (1990) და 'კერკეტი კაკალი-3'. იმ დროს, როცა მაყურებელს უილისს აღიქვამდა ამ ფილმის გმირად მაკლეინად, მსახიობი სხვა როლებსაც თამაშოდა. ცნობილი რეჟისორის ნორმან ჯუისონის ფილმში 'ქალაქგარეთ'(1989) მსაიობმა შეეცადა წარმოედგინა ვიეტნამის ომის ვეტერანის ღრმა ფსიქოლოგიური სახე, ხოლო სურათში 'ამბიციის კოცონში'(1990) მაყურებელს წარმოუდგა პოპულარული გაზეთის რეპორტიორად. მაგრამ უილისის ტალანტის თაყვანისმცემლებს მაინც ურჩევნიათ მისი ნახვა უფრო ექსტრავაგანტულ სიტუაციებში - მაგალითად, დელტაპლანით ფრენის დროს (დუბლიორისა და კომბინირებული გადაღებების გარეშე) ფილმში 'ჰადსონ ჰოუკი'(1991). ის თამაშობს ასევე კომიკურ როლებს მაგალითად რეჟისორ რ.ზემეკისის ფანტასტიკურ კომედიაში 'მას სიკვდილი უხდება'(1992), სადაც ის იყო ცნობილი მსახიობის მერილ სტრიპის პარტნიორი. მსახიობი არ ივიწყებს თავის გატაცებას მუსიკით: სურათში 'უყურე კიდევ ვინ ლაპარაკობს' (1990) ის მღერის თავის დაწერილ სიმღერას. მისი ფირფიტა 'ბრიუს უილისი: ბრუნოს დაბრუნება' 1987 წელს გამოვიდა. თვით მსახიობის თქმით, ის არ თვლის თავის პირად ცხოვრებას ფართო განხილვის საგნად. (ალბათ ამიტომაც მისი ფეშენებელური სახლი ჰოლივუდში გარშემორტყმულია ექვს ფუტიანი სიმაღლის კედელით). მაგრამ პრესა ხელიდან არ უშვებს ყოველ ახალ მოვლენას მისი 'ეკრანსმიღმა' ცხოვრებიდან.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 1229 | დაამატა: balu | ტეგები: ბრიუს უილისი Bruce Willis | რეიტინგი: 1.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.