6:39 PM "Bugatti Veyron"-ის შესახებ | |
"Bugatti Veyron" - მიჩნეულია,მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ და სწრაფ სერიულ ავტომობილად.მისი ოფიციალური მამქსიმალური სისწრაფე,რომელიც 2010 წელს იქნა დამომნტაჟებული მასზე,შეადგენს 431 კილომეტრ საათს.სახელწოდება ამ ლეგენდარულმა ავტომობილმა,მიიღო ცნობილი ფრანგი მბრბოლელის - პიერ ვეირონის,საპატივცემულოდ,რომელმაც 1939 წელს Bugatti-თ გაიმარჯვა ლე-მანის ავტორბოლაში,რამაც აღნიშნული მარკის ავტომანქანას დიდი პოპულარობა და წარმატება მოუტანა.იგი გარდა იმისა,რომ ყველაზე სწრაფ სერიულ ვატომობილადაა ცნობილი,ასევე ყველაზე ძვირადღირებული სერიული წარმოების ავტომანქანაც გახლავთ.მისი საწყისი ფასი 1,4 მილიონი ევროდან იწყება,თუმცა არსებობს კიდევ უფრო ძვირადღირებული მოდოფიკაციებიც.ზოგიერთი მოდიფიკაცია,მხოლოდ ერთეულები იწარმოება.აღსანიშნავია ისიც,რომ იგი მაქსიმალურად დატვირთვისას 100 კილომეტრზე - 125 ლიტრ საწვავს მოიხმას,რაც სარეკორდო მაჩვენებლადაა მიჩნეული.მაქსიმალური სისწრაფიდან მინიმალურზე გასაჩერებლად,მხოლოდ 10 წამი სჭირდება და ავტომობილში მსხდომები ამას საერთოდ ვერ გრძნობენ,რადგან ასეთი დიდი სისწრაფიდან მუხრუჭის პროცესში,ეს საოცარი ავტომანქანა არ განიცდის არანაირ ტრაექტორიის ცვალებადობას.მისი მოტორის მოცულობის სიძლიერე 1020 ცხენის ძალიდან - 1040 ცხენის ძალამდეა,თუმცა ოფიციალურად მითითებულია,რომ იგი 101 ცხენის ძალის მქონეა.აღნიშნული მოტორის გასაგრილებლად კი 10 სპეციალური რადიატორი გამოიყენება.მისი სალონის კეთილმოსაწყობად გამოიყენება ალპური ჯიშის ძროხის ტყავი,რომელიც ზღვის დონიდან მხოლოდ 2000 მეტრ სიმაღლეზე ბინადრობს.ერთი ასეთი ავტომობილის ეგზემპლარის სალონის დასამზადებლად კი 20-მდე ალპური ძროხის ტყავი გამოიყენება,რომელიც ძალიან ძვირადღირებული გახლავთ.იმისათვის,რომ წარმოვიდგინოთ ამ ავტომობილის "ძვირადღირებულება",მოგიყვანთ მაგალითებს,რომელიც კიდევ უფრო ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით მასზე: Bugati Veyron-ის გადამცემი კოლოფის ღირებულება უფრო ძვირია,ვიდრე ყველასათვის ცნობილი და ერთ-ერთი პოპულარული ავტომობილის - Porshe 911,ხოლო მუხრუჭის დისკები კი უფრო ძვირია,ვიდრე ავტომობილი - Volkswagen Golf.აღნიშნული ავტომობილი წარმოადგენს ისეთი საავტომობილო "ხელოვნების ნიმუშს",რომელსაც ტოლს,მსოფლიოს ერთეული საავტომობილო ფირმები თუ გაუწევენ. | |
|