Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 23 » ბულტერიერი (BULL TERRIER)
10:19 PM
ბულტერიერი (BULL TERRIER)
წარმომავლობა. 1830 წელს, როდესაც განსაკუთრებით პოპულარული იყო ხარებისა და ბულდოგების ორთაბრძოლები, "სპორტის” ამ სახეობის მოყვარულებმა გადაწყვიტეს ძაღლის ისეთი ჯიშის გამოყვანა, რომელიც შეძლებდა ხარის შეტევას ბულდოგზე უკეთ. ამგვარად, ინგლისური ბულდოგისა და ძველინგლისური ტერიერის, მოგვიანებით კი ესპანური პოინტერების შეჯვარების შედეგად მიღებულ იქნა ბულტერიერი. 1850 წელს გამოიყვანეს ამ ჯიშის თეთრი ფერის ნაირსახეობა.


ჯიშის აღწერა. ამ ჯიშის წარმომადგენლებს გააჩნიათ ოვალური ფორმის თავი. შუბლიდან დრუნჩზე გადასვლა არ არსებობს. ბულტერიერის ყბები ძლიერია, კბილები კი – მაგარი, ჯანმრთელი და სწორი. თვალები პატარა, მუქი და ნუშისებრია, მხრები – ძლიერი და კუნთოვანი, სხეული – მომრგვალებული. კუდი იმყოფება ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. ბეწვი მოკლე, ხშირი და ბზინვარეა. შეფერილობა: მთლიანად თეთრი, თეთრი თავზე შავი ლაქებითა ან ზოლებით, ვეფხვისებრი, ყვითელ-ყავისფერი, შავი ან სამფეროვანი. სიმაღლე მინდაოში – 53-56 სმ. წონა – 23-28 კგ.

ხასიათი. თავდაპირველად ბულტერიერი ძალიან აგრესიული ძაღლი იყო. თუმცა, თანამედროვე მეძაღლეების მიერ ჩატარებული მუშაობის შედეგად იგი გახდა ერთგული, ზრდილობიანი და დამჯერი ოთხფეხა მეგობარი.

გამოყენება. ბულტერიერი გამოიყვანეს როგორც მებრძოლი ძაღლი, მაგრამ შემდეგ იყენებდნენ ნახირის დასაცავად, მღრღნელების მოსასპობად, პირადი მცველის, სადარაჯო ძაღლის და, ბოლოს, კომპანიონის სახით.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 914 | დაამატა: balu | ტეგები: ბულტერიერი (BULL TERRIER) | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.