10:17 PM ბუმსლანგი | |
ოჯახი: ანკარასებრნი ქვეოჯახი: მცურავები გვარი: ბუმსლანგი სახეობა: ბუმსლანგი ქვესახეობები: არ არსებობს მაქს. ზომა: 1.8 მეტრი შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი სიცოცხლის ხანგრძლივობა: მიახლოებით 8 წელი გავრცელების არეალი: აფრიკის კონტინენტი. გარეგნული აღწერილობა: არის გრძელი, მოყვანილი ტანის მქონე, პატარა თავით და დიდი თვალებით. აღსანიშანია რომ ბუმსლანგი აფრიკაში არის ყველაზე დიდ თვალება გველი და ასევე მას უჭირავს აფრიკის ყველაზე მრავალფეროვანი შეფერილობის გველის ტიტული. მისი გარეგნობა მართლაც რომ განსაცვიფრებელია! მდედრები ჩვეულებისამებრ არიან მოყაფისფრო-მონაცისფრო, ხოლო მამრები მომწვანო-მოცისფრო სხვადასხვა შეფერილობებით. საკვები: ძირითადად იკვებება ხვლიკებით, ქამელეონებით, ჩიტებით, ჩიტების კვერცხებით, ბაყაყებით. გამრავლება: არიან კვერცხისმდებები და დებენ მიახლოებით 8-14-მდე კვერცხს. დებენ ისინი მიტოვებულ ჩიტების ბუდეებში ან მიწაზე ხესთან ახლოს გვიან გაზაფხულზე ან ადრეულ ზაფხულში. ინკუბაციის დრო არის საკმაოდ გრძელი (3 თვე). პატარები იბადებიან ნაცრისფერები ცისფერი ლაქებით. შეფერილობას ისინი იცვლიან ასაკთან ერთად. აღსანიშავია ის ფაქტი, რომ ბუმსლანგების სქესობრივი აქტი ხდება ხეებზე, სხვა გველებისგან განსხვავებით, რომლებიც ამას შვრებიან მიწაზე. ცხოვრების წესი და ქცევა: არის დღის გველი. მას ყველაზე ხშირად ნახულობენ ხეებზე, და რა თქმა უნდა ცოცვა მას ძალიან კარგად ეხერხება. არის საკმაოდ მორიდებული გველი და ძირითადად მის მიერ ადამიანზე კბენა ხდება ხოლმე როცა ცდილობენ მის დაჭერას, პროვოცირებას ან მოკვლას. საფრთხის მოახლოებისას იგი მისი ტანის წინა ნაწილს მაღლა წევს, ყელს ჰაერით ბერავს და ახდენს მისი მკვეთრად შეფერილი ყელის დემონსტრირებას, რაც იმის გამაფრთხილებელი ნიშანია რომ ჯობს უკან დაიხიო. უნდა ითქვას, რომ ბუმსლანგი არის ერთადერთი სახეობა მის გვარში დღევანდელი კლასიფიკაციის მიხედვით. მისი სახელი - ბუმსლანგი - ნიშნავს აფრიკულ და ნიდერლანდების ენაზე ხის გველს . შხამი: ანკარისებრნი ოჯახიდან შხამიანი გველების უმეტესობა არ წარმოადგენს საშიშროებას ადამიანისთვის მათი პატარა შხამის გლანდების, სუსტი შხამის ან არა-ეფექტური ეშვების გამო, თუმცა ბუმსლანგი მათ რიცხვს არ მიეკუთვნება. მისი შხამი საკმაოდ ძლიერია, რომელსაც გამოყოფს გრძელი ეშვების წყალობით, რომლებიც არიან განლაგებულნი მისი ყბის უკანა ნაწილში. ბუმსლანგს შეუძლია გააღოს მისი ყბები 90 გრადუსით. მისი შხამი ძირითადად არის ჰემოტოქსინი, რომელიც თიშავს სისხლის შედედებას ორგანიზმში, რის შედეგადაც მსხვერპლი კვდება შინაგანი და გარეგანი სისხლდენისგან. შხამი იწვევს მსხვერპლის ორგანიზმში სისხლისდენას მისი ყველა ხვრელიდან. სხვა სიმპტომებია: თავისტკივილი, გულისრევა, უძილობა, ფსიქიკური მოშლილობა. რადგანაც შხამი ნელა მოქმედებს, სიმპტომები შეიძლება გამოვლინდეს კბენიდან რამოდენიმე საათის შემდეგ (მაგალითად 24 საათის შემდეგ). ზრდასრული ბუმსლანგი შეიცავს 1.6–8 მლ.-მდე შხამს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ცნობილი ჰერპეტოლოგი - კ. შმიდტი გარდაიცვალა ზუსტად ამ გველის კბენისგან, რომელმაც სიკვდილის წინ ჩაიწერა სიმპტომები, რომლებიც მოშხამვას თან სდევს. მას უკბინა პატარა ბუმსლანგმა. ცნობილმა ჰერპეტოლოგმა რატომღაც ჩათვალა, რომ ეს არ იქნებოდა სასიკვდილო ნაკბენი და უარი თქვა შრატის მიღებაზე, რაც მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა. იგი გარდაიცვალა კბენიდან 28 საათის შემდეგ. სიკვდილი გამოიწვია შხამის მიერ წარმოქმნილმა თავის ტვინში სისხლჩაქცევებმა და სასუნთქი სისტემის კოლაფსმა. | |
|