0:04 AM ბუნების საოცრებები – ამაზონის ტყე | |
"მსოფლიოს ფილტვები” – სწორედ ამ მეტსახელით მოიხსენიებენ ამაზონის ტყეს, რომელიც მსოფლიოში ჟანგბადის უდიდესი მწარმოებელია. ამაზონის ტროპიკული ტყის ფართობი 5 მილიონი კვ. კილომეტრია და ის გრანდიოზულია, როგორც თავისი მოცულობით, აგრეთვე ბიომრავალფეროვნებით. ამაზონის ტყის 60% ბრაზილიაში მდებარეობს, 13% პერუში, მცირე ფართობებზე ამაზონის ტყე ვრცელდება კოლუმბიაში, ვენესუელაში, ეკვადორში, ბოლივიაში, გაიანაში, სურინამსა და საფრანგეთის გვიანაში. სახელწოდება "ამაზონი” ერთ-ერთი ადგილობრივი დიალექტის მიხედვით "ნავების დამანგრეველს” ნიშნავს, მდინარე ამაზონში არის წყლის მცენარე, რომელიც დიდ საფრთხეს უქმნის ნავებს, სწორედ ამის გამო დაერქვა ამ გრანდიოზულ ტერიტორიას და თავად მდინარეს ამაზონი. | |
|