8:26 PM ჭიანჭველების წრეები" - "უნიკალური ფენომენი | |
"ჭიანჭველების წრეები" - რომელსაც ასევე მოიხსენიებენ,როგორც "სიკვდილის სპირალი" ან "სიკვდილის კარუსელი",ინგლისურ ენაზე "ant mill",წარმოადგენს გასაოცარ ბუნებრივ მოვლენას (ფენომენს),რა დროსაც ჭიანჭველების ერთი მცირე ჯგუფი მოძრაობას (სირბილს) იწყებს დახურულ წრეზე და ნელ-ნელა მათ უერთდებიან ჭიანჭველების ახალ-ახალი ჯგუფები.ისინი ამ წრეზე მანამ დარბიან სანამ საბოლოოდ კვდებიან.თუმცა ცოცხალ ჭიანჭველათა წრე კვლავ აგრძელებს სირბილს დახურული წრის გარშემო.ერთ-ერთმა უდიდესმა ამერიკელმა მირმეკოლოგმა (მეცნიერება,რომელიც შეისწავლის ჭიანჭველებს) და ენტომოლოგმა,ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა - უილიამ მორტონ უილერმა (1865-1937 წლები),დაიწყო შესწავლა ამ საოცარი მოვლენისა 1910 წელს,ლაბორატორიის პირობებში.სპონტანურად დაწყებულმა პროცესმა ჭიანჭველების სირბილისა დახურულ წრეზე - 46 საათი შეადგინა და ფაქტიურად ყველა ჭიანჭველის დაღუპვა გამოიწვია.1921 წელს ცნობილმა ამერიკელმა მოგზაურმა უილიამ ბიბმა,თავის წიგნში "ჯუნგლების ნაპირი",აღწერა აღნიშნული მოვლენა,რომელიც საკუთარი თავით იხილა,სამხრეთ ამერიკული სახელმწიფოს გაიანას ტერიტორიაზე.კერძოდ მომთაბარე კლასის ჭიანჭველათა ჯგუფმა - ეციტონებმა,შექმნეს 365 მეტრი დიამეტრის მქონე წრე,რომლებშიც თითოეული ჭიანჭველა საშუალოდ 2,5 საათის მანძილზე,ასრულებდა სრულყოფილ ციკლს სირბილისა დახურული წრის ირგვლივ და ამ წრემ,მიუხედავად მრავალი დაღუპული ჭიანჭველის "გვამისა" 2 დღის მანძილზე მაინც უწყვეტად იარსება.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ამ საოცარ მოვლენის დასასრულს მუშა ჭიანჭველების ჯგუფი გამოეყოფა და მათ ცოცხლად გადარჩენილი ჭიანჭველები "სასიკვდილო წრიდან" გაჰყავთ,ისევე საოცრად,როგორც საოცრად დაიწყო მათი მოძრაობა "სიკვდილის სპირალზე".პირველი სრულფასოვანი კვლევა ამ "უცნობ ფენომენზე" ჩაატარა ამერიკელმა ზოოფსიქოლოგმა - თეოდორ შნეირლამ.მანვე აღნიშნა,რომ ანალოგიური დოკუმენტურად დადასტურებული ფენომენი ჯერ კიდევ 1896 წელს იქნა დაფიქსირებული და აღწერილი,ცნობილი ფრანგი ენტომოლოგის - ჟან ანრი ფაბრის მიერ.სავარაუდო ახსნა,რაც მას მეცნიერებმა მოუძებნეს გახლავთ - ფერომონული კვალი (ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები,რომელსაც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის სპეციალური უჯრედები და ენფოკრინული ჯირკვლები გამოიმუშავებენ.მათ სედარებით მცირე მოლეკულური მასა აქვთ და ჰაერში უმნიშვნელო კონცენტრაციით მოხვედრის შემთხვევაშიც კი მაღალ აქტიურობას ამჟღავნებენ).ამ დროს ჭიანჭველები საკვების სუნად იღებენ და მას მკაცრად დაცულ ფერომენულ კვალზე,მაგნიტურ წრეზე მიყვებიან.შედეგად კი ისინი ცდილობენ სწრაფად იმოძრაონ მიზნისაკენ,რასაც საათობით მათი დახურულ წრეზე სირბილი და საბოლოოდ სიკვდილი მოაქვს.მიუხედავად მეცნიერთა ამ დასკვნისა,იგი სრულიად სარწმუნო მაინც არ გახლავთ და ამ უნიკალური ფენომენის კვლევა კვლავაც აქტიურ ფაზაშია. | |
|