Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » მარტი » 27 » ჭინჭრის სუპი ხორცით
7:57 PM
ჭინჭრის სუპი ხორცით
საჭირო მასალა:

400 გ კარტოფილი, 300 გ საქონლის ხორცი, 200 გ ჭინჭარი, 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 კონა ქინძი, 2-3 ღერი პიტნა, შავი პილპილი, მარილი – გემოვნებით, ზეთი – შესაწვავად. 100-150 გ არაჟანი.

მომზადება: კარტოფილი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, ჩავყაროთ ქვაბში, დავასხათ წყალი და დავდგათ ცეცხლზე. როცა წყალი ადუღდება, ქაფი მოვხადოთ და ჩავაყაროთ მარილი და პილპილი. ხორცი დავჭრათ პატარა ნაჭრებად, დავაყაროთ მარილი და შევაწითლოთ ზეთში, შემდეგ დავუმატოთ კარტოფილს და როდესაც მოხარშვას სულ ცოტა ეკლდება, ჩავამატოთ მსხვილად დაჭრილი ჭინჭარი. წვნიანს უშუალოდ სუფრასთან მიტანის წინ ჩავუმატოთ მოხარშული კვერცხი, დაჭრილი მწვანილი და არაჟანი.
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 871 | დაამატა: balu | ტეგები: ჭინჭრის სუპი ხორცით | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.