Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 4 » ჩაქაფული
11:29 PM
ჩაქაფული
მასალა
• ბატკანი – 2 კგ • ხახვი – 1 თავი
• თეთრი ღვინო – 500 მლ
• კინძი – 4 კონა • ოხრახუში – 4 კონა
• ტარხუნა – 6 კონა • წიწმატი – 2 კონა
• შავი წიწაკა – გემოვნებით
• ძმარი – 1 ს/კ
• ტყემალი – 1 ჭიქა
• მარილი – გემოვნებით
• მწვანე ხახვი – 4 კონა

მომზადება
ჩაქაფულის საიდუმლო არის მწვანილის მრავაფეროვანი სახეობა. ერთერთი მთავარი ტარხუნაა, რომელიც ძალიან უხდება ბატკნის ხორცს. კლასიკური ჩაქაფული კეთდება ბატკნის ხორცისგან. ასევე შეიძლება გავაკეთოთ ხბოს ხორცისგანაც.

მწვანილი კარგად გავრეცხოთ, გადავარჩიოთ და დავჭრათ. ოხრახუში, ქინძი და მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ. თავი ხახვი დავჭრათ მრგვალად. ტარხუნას მოვაცალოთ ღეროები, დავტოვოთ მხოლოდ ფოთლები. ჩაქაფულისთვის საჭიროა ბატკნის უკანა ნაწილის ნაჭერი. ხორცი გავრეცხოთ და დავჭრათ მსხვილ ნაჭრებად. ხორცს მოვაცალოთ ქონი, დავჭრათ წვრილ ნაჭრებად და ჩავყაროთ ქვაბში. შევბრაწოთ სანამ ქონი არ გადნება. შებრაწული ქონის ნაჭრები ამოვიღოთ და გამდნარ ქონში ჩავყაროთ ხორცი. 15 წუთის შემდეგ ჩავყაროთ დაჭრილი 1 თავი ხახვი. ჩავშუშოთ სანამ სითხე არ აორთქლდება. როგორც კი სითხე აორთქლდება, ქვაბში ჩავასხათ ღვინო და გავაგრძელოთ ხარშვა. თანდათან დავამატოთ მწვანილი, ჩავყაროთ ტყემალი და გავაგრძელოთ ხარშვა დაბალ ცეცხლზე. ვხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში, სანამ მწვანილი არ დარბილდება და გამუქდება. დავუმატოთ მარილი და ძმარი გემოვნებით.
კატეგორია: კულინარია | ნანახია: 1689 | დაამატა: balu | ტეგები: ინგრედიენტები, რეცეფტები, ჩაქაფულის მომზადება | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.