Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 28 » ჩაშლილი შეთანხმება
5:06 PM
ჩაშლილი შეთანხმება
2006 წელს ბიზნეს-მაგნატი და კაზინოს მფლობელი სტივ ვინი,დათანხმდა წინადადებას,გაეყიდა მის საკუთრებაში მყოფი - პაბლო პიკასოს მიერ დახატული შედევრი - "ძილი".აღნიშნული ტილოს შეძენა სურდა ცნობილ ამერიკელ მილიარდელსა და ხელოვნების ნიმუშების კოლექციონერს - სტივენ კოენს.აღსანიშნავია,რომ ეს ტილო,თავად ვინმა 1990-იან წლებში შეისყიდა და მასში,იმ დროისათვის უზარმაზარი თანხა 48,4 მილიონი დოლარი გადაიხადა.თუმცა გაყიდვას იგი დათანხმდა 139 მილიონ დოლარად.მიუხედავად მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებისა,შეთანხმება ჩაიშალა,მაშინ როდესაც მყიდველს ტილო უნდა წაეღო.ჩაშლის ორგანიზატორად კი სრულიად შემთხვევით,თავად სტივ ვინი მოგვევლინა.მიზეზი კი ის იყო,რომ სურათის შემოწმებისას სტივმა (რომელსაც მხედველობის სერიოზული პრობლემა აწუხებდა) სრულიად შემთხვევით შემობრუნებისას,იდაყვით უხერხულად დაეტაკა ტილოს,რა დროსაც სურათი საგრძნობლად დაზიანდა და აღნიშნულ ფაქტს: "ყველაზე უხერხული და სულელური ჟესტი" უწოდეს მსოფლიოში.აღსანიშნავია,ისიც,რომ ამ შემთხვევის შემსწრე ნორა ეფონი მოგვიანებით წერდა: "სტივის იდაყვით უხერხული დაჯახების შედეგად,ტილოზე პირდაპირ ცენტრში,ვერცხლის მონეტის ოდენა ნახვრეტი დარჩა".აღნიშნული მოვლენის შედეგად პაბლო პიკასოს მიერ დახატული შედევრი "ძილი",კვლავ სტივ ვინის საკუთრებაში დარჩა,თუმცა საკმაოდ დაზიანებული.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 914 | დაამატა: balu | ტეგები: chashlili shetanxmeba, ჩაშლილი შეთანხმება | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.