1:50 PM ჩინეთის დიდი კედლის შექმნის ისტორია | |
ჩინეთის დიდ კედელს ათასწლეულების განმავლობაში აგებდნენ ჩინელები ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე საზღვრების დასაცავად. მათ ერთი მიზანი ჰქონდათ: დაეცვათ ჩინეთის მიწები მონღოლური ტომების შემოჭრისაგან. ამ კედლის მშენებლობა დაიწყო ძველი წელთაღრიცხვით 217 წელს და დამთავრდა 208 წელს. ჩინეთის დიდი კედლის მშენებლობა დაიწყო იმპერატორმა ცინ შიხუანდიმ. ცი შიხუანდი იყო დაუნდობელი, უსამართლო მეფე, მაგრამ მან ბევრი სასიკეთო რამ გაუკეთა ქვეყანას,რის გამოთაც იმპერატორს სიკვდილის შემდე აუგეს მიწისქვეშა აკლდამა. მასში ჩაიტანეს რაც ყოველივე ის რაც შეიძლებოდა საიქიო ცხოვრებისთვის გამოსდგომოდა. ხოლო მის ნეშტს თიხისაგან გამოძერწილი ნატურალური ზომის მეომრების 10 ათას კაციანი არმია იცავდა. ჩინეთის დიდი კედელი გადაჭიმულია 12900 კილომეტრზე. კედელში დატანილია 25000 სათვალთვალო. ის მსოფლიოში არსებული ნაშენი კონსტრუქციებიდან ყველაზე გრძელია. დღეს არსებული კედელი ურჩხულივითაა გაწოლილი ჩრდილოეთ ჩინეთის მთებში. ქვებითა და აგურებით ნაშენ კედლებს შორის სივრცეს გრუნტით ავსებდნენ და მერე საგულდაგულოდ ლესავდნენ.კედლის მშენებლობას მილიონობით პატიმარი, ჯარისკაცი და გლეხი იძულებით მუშაობდა კედლის მშენებლობაზე. იმდენი ადამიანი შეეწირა მის მშენებლობას რომ კედელს "მსოფლიოში არსებული ყველაზე გრძელი სასაფლაო" უწოდეს. კოშკები კედელზე ისე იყო განლაგებული, რომ მტერი ჩინელი მეისრეების ისრების წვიმას ვერ ასცდებოდა .
| |
|