7:57 PM ჩრდილოეთ კორეა - "ეპიზოდი" | |
ჩრდილოეთ კორეაში "ახალი წლის" აღნიშვნა,ისეთი ფორმით როგორც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია მიღებული,არ არსებობს.როგორც ცნობილია მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ახალი წლის დღესასწაული ერთსა და იმავე დღეს არ აღინიშნება,თუმცა ცნობილია,რომ მიუხედავად ამისა,ყველა ქვეყანა ამ დღეს დიდი ზარ-ზეიმითა და სიხარულით ხვდება.ჩრდილოეთ კორეის მაცხოვრებლები კი სხვებისაგან განსხვავებით,ახალი წლის დღესასწაულს სამხედრო აღლუმით ხვდებიან და რაც ყველაზე მთავარია,ახალი წელი ჩრდილოეთ კორეაში აღინიშნება,ჩრდილოეთ კორეის შრომის პარტიის გენერალური მდივნისა და სახელმწიფოს ყოფილი მეთაურის,აწ გარდაცვლილი - კიმ ჩენ ირის დედის - კიმ ჩენ სუკის (1917-1949 წლები) დაბადების დღეზე 24 დეკემბერს.ჩრდილოეთ კორეის მთავრობა,უკვე დიდი ხანია დიდ ყურადღებას უთმობს ქვეყანაში სხვადასხვა რელიგიური ჯგუფების არსებობას.2002 წელს,სასტიკად დასჯილ იქნა ადგილობრივი ქალბატონი,რომელმაც რამდენიმე ქრისტიანი ქვეყნიდან მალულად გაიყვანა.მას შემდეგ ჩრდილოეთ კორეაში სხვადასხვა რელიგიური მრწამსის მქონე ადამიანების დემონიზირება ხდება,რადგან ხელისუფლება მიიჩნევს,რომ მათი მეშვეობით დასავლეთის გავლენის გავრცელება ხდება მოსახლეობაში.როგორც ავღნიშნეთ "ახალი წლის" დადგომას ამ ქვეყანაში კიმ ჩენ ირის დედის - კიმ ჩენ სუკის დაბადების დღეს 24 დეკემბერს აღნიშნავენ,სამხედრო აღლუმებით,რომელიც ჩრდილოეთ კორეის "დიდი ბელადის" - კიმ ირ სენის მავზოლეუმთან იმართება.სამ დღეში კი (27 დეკემბერს) ჩრდილოეთ კორეა "კონსტიტუციის დღეს" აღნიშნავს და მასაც სამხედრო აღლუმის ფორმით.ფაქტიურად ჩრდილოეთ კორეაში ყოველი დღესასწაული,მათი ბელადებისა და მათი ოჯახების წევრების დაბადების დღის თარიღებთან გახლავთ დაკავშირებული. | |
|