Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » ჩვეულებრივი ანკარა
8:27 PM
ჩვეულებრივი ანკარა
ოჯახი: ანკარასებრნი 
ქვეოჯახი: Natricinae
გვარი: ანკარები
სახეობა: ჩვეულებრივი ანკარა 
ქვესახეობები: უცნობია
მაქს. ზომა: 1.9 მეტრი
შხამის ხარისხი: უშხამო
გავრცელების არეალი: ჩვეულებრივი ანკარა გავრცელებულია ჩრდილო აფრიკაში, ევროპაში (უკიდურესი ჩრდილოეთის გარდა), ასევე აზიაში (აღმოსავლეთიდან ცენტრალურ მონკოლიამდე). სხვა ანკარებისაგან განსხვავებით ცხოვრობენ უფრო ჩრდილოეთით, სკანდინავიის ნ/კ-დან თითქმის პოლუსამდე. საქართველოში ეს გველი ფართოდაა გავრცელებული.
საბინადრო გარემო: ამ გველების საცხოვრებელი ადგილი ნესტიანია. ბინადრობენ ძირითადად მდინარეების, ტბების, ჭაობების, სარწყავი არხების ან წყალსაცავების ახლოს; ნესტიან ტყეებში; ბუჩქოვან მინდვრებში. იშვიათად გვხვდებიან ღია სტეპებში და უტყეო მთებში. არც თუ ისე იშვიათად ცხოვრობენ ბოსტნებში, ბაღებში, შინაური ცხოველების სადგომებთან და ზოგიერთ საყოფაცხოვრებო ნაგებობაში. გაზაფხულზე და შემოდგომაზე, როდესაც ნიადაგი ნესტიანია, გველები წყლიდან მოშორებით მიდიან და სახლდებიან ხეების ფესვების ქვეშ, ქვებში, მღრღნელების სოროებში, ხის ნაპრალებში და სხვა. იშვიათად სარდაფებში და ნაგვის გროვებში.
გარეგნული აღწერილობა: ჩვეულებრივი ანკარა მკვეთრად განსხვავდება სხვა გველებისაგან კარგად შესამჩნევი, თავის უკანა ნაწილის ორივე მხარეს არსებული ყვითელი, სტაფილოსფერი ან ჭუჭყიანი-თეთრი ორი ლაქით. ლაქას გააჩნიათ ნახევარმთვარის ფორმა და ბოლოვდება ორივე მხარეზე შავი ზოლით. თუმცა გვხვდება ისეთი ეგზემპლარები, რომლებსაც ეს ლაქები ან სულ არ აქვთ, ან სუსტად აქვთ გამოხატული. სხეულის ზედა ნაწილის ფერი მერყეობს მუქი ნაცრისფრიდან-შავამდე. მუცელი თეთრია, შავი წერტილებით დაწინწკლული. გველის სიგრძე მაქსიმუმ 1,9 მეტრს აღწევს (დიდ ბრიტანეთში), თუმცა ესეთი ზომის ეგზემპლარები იშვიათობაა. მდედრები უფრო დიდებია არიან ვიდრე მამრები. ჩვეულებრივ აღწევენ 90 - 110 სმ.-ს. მამრები 20 სმ.-ით პატარები არიან.
ცხოვრების წესი და ქცევა: არიან დღის გველები. ნადირობენ როგორც წყალში, ასევე ხმელეთზე. ჩვეულებრივი ანკარები სწრაფად დაცოცავენ, ძალიან აქტიურები არიან, შეუძლიათ ხეებზე ცოცვა, კარგად ცურავენ. შეუძლიათ გაცურონ ნაპირიდან მრავალ კილომეტრზე და ათეულობით წუთი იყვნენ წყლის ქვეშ. ცურვის დროს თავი ზემოთ აქვთ აღმართული და ადვილად შესამჩნევნი არიან. უნდა აღინიშნოს, რომ მას შეუძლია 1,5 საათი იცუროს წყალქვეშ, რადგან ძალიან კარგად განვითარებული ფილტვები აქვს. ამ ორგანოს უმეტესი ნაწილი თხელკედლიანი ტომარაა, რომელიც სავსეა ჰაერით. ნადირობენ ძირითადად დილისა და საღამოს საათებში. დღის განმავლობაში კი თბებიან მზეზე. ანკარა ზამთარს ძილში ატარებს. საზამთროდ მღრღნელების სოროებში, ხეების ფესვების ქვეშ და სხვა მყუდრო ადგილებში იმალება. ხშირად მარტო. ერიდებიან სხვა სახეობის გველებს. გამოსაზამთრებლად მიდიან გვიან ოქტომბერ-ნოემბერში. ზამთრის თბილ დღეებში გამოდიან სამალავიდან და თბებიან მზეზე. ჩრდილოეთით გამოზამთრება 8-8,5 თვე გრძელდება, სამხრეთში კი უფრო ნაკლები.
ადამიანთან შეხვედრის შემთხვევაში გველი გაქცევას ცდილობს, თუ ამას ვერ ახერხებს, სხეულის უკანა ნაწილს რგოლებად ახვევს, სისინს იწყებს და თავს ესხმის მტერს (თავს აგდებს მისი მიმართულებით და კბენას ცდილობს). ხელში აყვანის შემთხვევაში ცდილობენ კბენას, თუმცა გველი მალევე მშვიდდება და ზოგჯერ მეტად უცნაურად იქცევა: თუ ამ დროს მსხვერპლი ახალი გადაყლაპული აქვს, აგდებს მას პირიდან და თავს იმკვდარუნებს - ხსნის პირს, სხეულს ადუნებს და ადამიანს ხელზე ”უსულოდ” ეკიდება. გაშვების შემთხვევაში კი წამებში ”ცოცხლდება” და გარბის.
საკვები: ჩვეულებრივი ანკარა უშხამო გველია. მას შხამიანი კბილები არ აქვს, ამიტომ მსხვერპლს ცოცხლად ყლაპავს და არ იყენებს მოხრჩობის ტაქტიკას. საკვებს პოულობს როგორც წყალში, ისე ხმელეთზე. ანკარას საკვებს წარმოადგენს: ბაყაყები, გომბეშოები, ტრიტონები, წვრილი თევზები (იშვიათად), ხვლიკები, მწერები (უმთავრესად ხოჭოები), ზოგჯერ მინდვრის თაგვებიც და იშვიათად ჩიტები. ახალგაზრდა ანკარები ჭიაყელებით იკვებებიან, ზოგჯერ მწერებს მიირთმევენ. იშვიათად თუ ყლაპავენ პატარა ზომის თევზებს. მიუხედავად იმისა, რომ დაცურავენ თევზებს შორის, მათ კუჭში მხოლოდ თავკომბალებს პოულობენ. ერთი ნადირობისას, ზრდასრულმა ანკარამ შესაძლოა 8 ბაყაყი შეჭამოს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ბაყაყები ამ გველთან შეხვედრისას მეტად განსხვავებულად იქცევიან. იმის მაგივრად, რომ გააკეთონ დიდი ნახტომები და სწრაფად გაეცალონ მტერს, ისინი იწყებენ ხტუნვას მოკლე ნახტომებით, თან გამოსცემენ ცხვრისმაგვარ ხმებს. ანკარა ცდილობს ბაყაყი მუდამ თავით დაიჭიროს. თუ ამას ვერ ახერხებს, ფეხებით იჭერს და იწყებს მის ნელ-ნელა გადაყლაპვას. ამ დროს ბაყაყი ფართხალებს, გამწარებული ყიყინებს. ანკარა პატარ ზომის ბაყაყებს იოლად ყლაპავს, დიდი ეგზემპლარების გადაყლაპვას კი ზოგჯერ საათობით უნდება. საფრთხის დრო იგი სწრაფად გადმოაგდებს ახლადგადაყლაპულ მსხვერპლს პირიდან, შემდეგ რაც შეიძლება დიდზე აღებს პირს და ხელმეორედ ყლაპავს მას. ყოფილა შემთხვევები, როდესაც უკან ამოგდებულ ბაყაყს გაქცევით უშველია თავისათვის.
გამრავლება: შეწყვილება ხდება აპრილის ბოლოს და მაისის თვეში. ივლის-აგვისტოში მდედრი დებს 6-30 განაყოფიერებულ კვერცხს. ანკარას კვერცხი თეთრი, მკვრივი, პერგამენტისმაგვარი გარსითაა დაფარული. კვერცხები ზოგჯერ ერთმანეთს ეწებება, ხშირად კი ფუჭდება გამოშრობის გამო. ამიტომ გველი მას ნესტში 25-30 °C დებს. კვერცხებს ანკარა ჩვეულებრივად ხავსში დებს, ასევე დამპალ მერქანში, ჩამოცვენილი ფოთლების გროვაში, ნაგავში ან ნაკელში, სადაც მეტი სითბოა და კვერცხიც შესაბამისად უფრო სწრაფად ვითარდება. ზოგჯერ რამდენიმე მდედრი ერთ ადგილას დებს კვერცხებს. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ერთად 1200, ფენებად ჩამწკრივებული კვერცხი უნახავთ. ახალდადებულ კვერცხში შეუიარაღებელი თვალითაც კარგად მოჩანს ჩანასახის გულისცემა. ინკუბაციური პერიოდი 5-8 კვირა გრძელდება. კვერცხის დადებიდან დაახლოებით 1 თვის შემდეგ იჩეკებიან პატარა ანკარები. ისინი 15 სანტიმეტრს აღწევენ და დაბადებისთანავე იწყებან დამოუკიდებელ ცხოვრებას.
მტრები და თავდაცვა: ჩვეულებრივ ანკარას მტრები ბევრი ჰყავს, მათ შორის გველიჭამია არწივი, წერო, ენოტისებრი ძაღლი, მელია, ვირთხები, რომლებიც განსაკუთვრებით კვერცხებსა და ახალგაზრდა ანკარებს ეტანებიან... თავდასაცავად ანკარას რადგან შხამი არ გააჩნია იყენებს სხვა ხერხებს, მაგალითად სისინებს და თავს წინ აგდებს, რაც ბევრ მტერს აშინებს, თუ ამანაც არ გაჭრა მაშინ გამოსცემს მყრალ სუნს, იმდენად აუტანელს, რომ აპეტიტს უფუჭებს ოთხფეხა მტერს (სუნს გამოსცემს სპეციალური სითხის მეშვეობით, რომელსაც უშვებს ანალური ხვრელიდან). აქვთ სხვანაირი ტაქტიკაც - თავს იმკვდარუნებენ, ენას გადმოაგდებენ და არ ინძრევიან.
შხამი: ჩვეულებრივი ანკარა უშხამო გველია. მისი ნაკბენი მსუბუქია და მალევე ხორცდება.
ტყვეობა: ჩვეულებრივი ანკარა ადვილად შინაურდება სახლისთვის. ამისათვის საჭიროა საკმარისი ზომის ნივთი, რაშიც მოვათასებთ გველს და რომელშიც იქნება საკმარისი ზომის წყლის არეალი მისთვის. წყალი დროდადრო უნდა გამოიცვალოს ხოლმე. საჭიროა ძლიერი ვენტილაცია და მშრალი თბილი ადგილი შიგნით. კვება ჭირდება 4-5 დღეში ერთხელ.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 1332 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: chveulebrivi ankara, ჩვეულებრივი ანკარა | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.