Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 26 » ჩვეულებრივი კრაიტი
10:01 PM
ჩვეულებრივი კრაიტი
ოჯახი: ასპიტისებრნი
გვარი: კრაიტები
სახეობა: ჩვეულებრივი კრაიტი 
ქვესახეობები: არ არსებობს
მაქ. ზომა: 1.7 მეტრი
შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი
გავრცელების არეალი: ინდოეთი, შრი-ლანკა, პაკისტანი, ავღანეთი.
საბინადრო გარემო: უყვარს მრავალფეროვანი გარემო. მინდვრები, ჯუნგლები, ასევე დასახლებული ადგილები. უყვართ ხვრელებში ძვრომა, როგორც ვირთხების და სხვადასხვა მწერების ასევე სახლის ხვრელებშიც. ასევე გვხდებიან წყალთან ახლოს. 
გარეგნული აღწერილობა: საშუალო ზომა არის 0.9 მეტრი, თუმცა შეუძლიათ გაიზარდნონ 1.7 მეტრამდე. მამრები არიან უფრო გრძელები, პროპორციულად უფრო გრძელი კუდებით. ტანი აქვთ ცილინდრისებრი. კუდი პატარა და მომრგვალებულია. თვალებიც პატარა აქვთ, მრგვალი. შეფერილობა აქვთ შავი ან მოლურჯო შავი, თეთრი წვრილი ზოლებით ტანზე, რომლებიც შეიძლება იყოს ბუნდოვანი ან საერთოდ არც იყოს.
კვება: ჩვეულებრივი კრაიტები იკვებებიან სხვა გველებით, ბაყაყებით, ხვლიკებით, თაგვებით და ვირთხებით. მათ შეუძლიათ თავიანთი ახალშობილების ჭამა, რადგანაც გააჩნიათ კანიბალისტური ბუნება.
ცხოვრების წესი და ქცევა: ეს გველები არიან ღამის გველები და დღისით არ ჩანან. ხშირად იმალებიან მღრღნელების სოროებში. მათი ქცევები განსხვავებულია დღისით და ღამით. დღისით ნელია, ზარმაცი და არა აგრესიული. იგრაგნება რგოლის მაგვარ ფორმაში და თავს მალავს შიგნით. ღამით ბევრად უფრო აქტიურია და საფრთხისას იჩენს აგრესიას. კბენისას პირს არ უშვებს მსხვერპლს, რაც საშუალებას აძლევს დამატებით შეიყვანოს შხამი მასში. აღსანიშავია, რომ ეს გველი შედის ინდოეთის გველების დიდ ოთხეულში.
შხამი: მისი შხამი ძლიერ ტოქსიკურია და შეიცავს როგორც პრე ასე პოსტ სინაპტიკურ ნეიროტოქსინებს, რომლებიც მოქმედებენ ტვინის ნერვულ დაბოლოებებზე. მკურნალობის გარეშე სიკვდილის პროცენტულობა 70–80%-ია. რადგანაც კრაიტები ღამის გველები არიან და ადამიანებს იშვიათად აწყდებიან, ამიტომაც მათ მიერ კბენა ადამიანებზე იშვიათობას წარმოადგენს. ჩვეულებრივი კრაიტის კბენისას არის ძალიან მცირე ტკივილი ან იგი საერთოდ არ არის, ამის გარდა ნაკბენის არეს სუსტად ეტყობა ან საერთოდ არ ეტყობა ნაკბილარები. ეს ყველაფერი ხშირად წარმოშობს იმის ილუზიას, რომ ვითომ არაფერია საშიში, თუმცა რათქმაუნდა ეს ესე არ არის. თავდაპირველად კბენისას თითქმის არ ვლინდება ნიშნები. მოგვიანებით მსხვერპლს ეწყება მუცლის ტკივილი, რომელიც არის ყველაზე დამახასიათებელი ნიშანი ამ გველის მოშხამვისას. შემედეგ იჭიმება მისი სახის კუნთები. მას ერთმევა ლაპარაკის ან მხედველობის შესაძლებლობა, მაგრამ უმუშავებს სმენა. დამახასიათებელია სხვა სისტემური ნიშნებიც: ქუთუთოების ფტოზი, პირღებინება, ყელის ტკვილი, კრუნჩხვები... მკურნალობის გარეშე სიკვდილი დგება 4-8 საათში. სიკვდილის მიზეზი წარმოადგენს სასუნთქი სისტემის მოშლას ანუ მარტივად, რომ ითქვას - მოგუდვას. ხშირად წვიმიან ამინდებში ინდური კრაიტები გამოდიან თავიანთი სამალავიდან და თავს აფარებენ უფრო მშრალ ადგილს, მაგალითად ადამიანის სახლს და რატომღაც ყველაზე ხშირად ხდება ადამიანების დაკბენა ძილის დროს როცა მათ ძირს ძინავთ. თუ მძინარე ადამიანს უკბინა, იგი თითქმის ვერაფერს იგებს, რადგანაც ამ გველის ნაკბენი უფრო გავს კოღოს ან რაიმე მწერის ნაკბენს. ასეთ შემთხვევებში მსხვერპლი გაღვიძებასაც ვერ ასწრებს და ძილიშივე კვდება.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 877 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: chveulebrivi kraiti, ჩვეულებრივი კრაიტი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.