Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » დასავლეთ ღორის დინგა გველი
7:59 PM
დასავლეთ ღორის დინგა გველი
ოჯახი: ანკარასებრნი 
ქვეოჯახი: Xenodontinae
გვარი: Heterodon                                                                                                                                       სახეობა: დასავლეთ ღორის დინგა გველი                                                                                                 ქვესახეობები: არსებობს 
მაქს. ზომა: 93 სმ.
შხამის ხარისხი: უშხამო ან სუსტად შხამიანი
სიცოცხლის მაქს. ხანგრძლივობა: 20 წელი (ტყვეობაში)
გავრცელების არეალი: ჩრდილოეთ ამერიკა, ჩრდილო მექსიკა.
საბინადრო გარემო: გვხდება მრავალფეროვან გარემოში: სავანებში, მდელოებზე, ქვიან ადგილებში, ნახევრად უდაბნოს ადგილებში... ძალიან უყვარს ქვიშიანი, ხრეშიანი და კარგად მშრალი მიწა.
გარეგნული აღწერილობა: ეს გველი არის ღია ქვიშისფერი ყავისფერი ფერის სხეულის მქონე გველი, მუქი ყავისფერი ან ნაცრისფერი ლაქებით. მუცელი შავი ფერის აქვს. მათი ზომისთვის (ჩვეულებრივ 38-84 სმ.) საკმაოდ მსხვილები არიან. მდედრები უფრო დიდები არიან ვიდრე მამრები. მათი განმასხვავებელი ნიშანი სხვა გველებისგან არის მათი ზემოთ აპრეხილი დინგი, რომელიც გამოიყენება მიწის სათხრელად.
კვება: იკვებებიან ამფიბიებით, ხვლიკებით და მღრღნელებით.
გამრავლება: შეწყვილების პერიოდი აქვთ გაზაფხულზე. არიან კვერცხმდებები. მდედრი დებს 4 - 23-მდე კვერცხს ივნის - აგვისტოში. კვერცხდებს ჭირდებათ მიახლოებით 60 დღე გამოსაჩეკად. ახლადგამოჩეკილნი 14 - 18 სმ. სიგრძის არიან და გამოჩეკვიდან რამოდენიმე საათის შემდეგ აქტიურად იწყებენ საკვების ძიებას. სქესობრივად მწიფდებიან მიახლოებით 2 წლის შემდეგ. ეს სახეობა არის პოლიგამური და მდედრები შეწყვილების პერიოდში რამოდენიმე მამრთან წყვილდებიან რათა უზრუნველყოფილნი იყვნენ გარანტირებული განაყოფიერებისგან, მაგრამ ასევე მამრებსაც შეუძლიათ შეწყვილდნენ რამოდენიმე მდედრთან. როცა მდედრი იცვლის კანს, იგი გამოყოფს სპეციფიკურ სუნს, რომელსაც მამრები იღებენ და აქტიურად იწყებენ მდედრის ძებნას. კვერცხების ჩამარხვის შემდეგ არ ხდება მშბლიური ზრუნველობა მათზე, რის გამოც აიხსნება ის მოვლენა, რომ ახალგამოჩეკილნი არიან სრულებით განვითარებულნი დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის.
ცხოვრების წესი და ქცევა: ეს გველები ადამიანისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ. იკბინებიან იშვიათად დაცვის დროს. ეს ძირითადად მაშინ ხდება, როცა გველი დროებით ბრმა არის კანის გამოცვლის შედეგად. ამ პერიოდში იგი ხდება მშიშარა და ხშირად გადადის კბენაზე თავის დაცვის მიზნით. ესეთი დაცვითი კბენები ასევე შეიძლება მოხდეს, როცა მდედრი ორსულადაა (ატარებს კვერცხებს შიგნით). საერთოდ კი მორჩილი გველები არიან, თუმცა ზოგიერთ ინდივიდებში აღინიშნება ძლიერი აგრესია. საფრთხის მოახლოების დროს აბრტყელებენ კისერს როგორც კობრები, იწყებენ სისინს და ახორციელებენ ყალბ შეტევებს, იშვიათად კი თავსაც იმკვდარუნებენ (თუ ძლიერ სტრესში არიან). არიან დღის გველები. მოძრაობენ ნელა. მიძინებას მიეცემა სექტემბრიდან - მარტამდე და მარტში იღვიძებს შეწყვილებისთვის მოსამზადებლად. ეწევიან მარტოხელა ცხოვრებას გარდა შეწყვილების პერიოდისა. ყველაზე მეტად არიან აქტიურნი ადრე დილით და გვიან საღამოს. როცა არ აქტიურობენ მაშინ ისინი ეძებენ ძუძუმწოვრების სოროებს რომ შიგნით ჩაიმალნონ. ესეთი თავშესაფარი მათ ეხმარება მათი სხეულის ტემპერატურის დასარეგულირებლად და ასევე დასასვენებლად. ეს გველები თამაშობენ მნიშვნელოვან როლს ექოსისტემაში და აკონტროლებენ გომბეშოების პოპულაციას. მათ გარეშე გაიზრდებოდა გომბეშების რიცხვი, ხოლო ის შინაური ძაღლები და კატები, რომლებიც ამ გომბეშოებს გასინჯავდნენ მოიწამლებოდნენ გომბეშოების ტოქსინებით. რაც შეეხება მტრებს, ამ გველის მთავარ მტრებად ითვლებიან: ქორები, ენოტები, სკუნსები, სახლის კატები, სახლის ძაღლები.
შხამი: მეცნიერები ჯერ კიდევ კამათობენ იმაზე, მიეკუთვნება ეს გველი შხამიან გველებს, თუ არა, რადგან ნერწყვი, რომელსაც ისინი გამოყოფენ ტოქსიკურია მათი ნადავლისთვის (ბაყაყები და გომბეშოები), თუმცა არა ადამიანებისთვის. გომბეშოები ბერავენ მათ ფილტვებს, რათა მათ ჩაყლაპვის პროცესი გაურთულონ გველს, თუმცა ამ გველის მოზრდილ კბილებს, რომლებიც ყბის უკანა ნაწილშია განლაგებული შეუძლია გომბეშოს გაბერილი ფილტვების გახვრეტვა და ჩაფუშვა.
კატეგორია: ფლორა და ფაუნა | ნანახია: 1146 | დაამატა: Luka1234 | ტეგები: Western hog-nosed snake, დასავლეთ ღორის დინგა გველი | რეიტინგი: 5.0/1
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.