6:53 PM დასავლური მწვანე მამბა | |
ოჯახი: ასპიტისებრნი გვარი: მამბები სახეობა: დასავლური მწვანე მამბა ქვესახეობები: არ არსებობს მაქს. ზომა: 3.2 მეტრი შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი გავრცელების არეალი: ბინადრობს დასავლეთ აფრიკაში (სამხრეთ სენეგალი, გამბია, გვინეა-ბისაუ, გვინეა, სიერა-ლეონე, ლიბერია, კოტ-დ’ივუარი, განა, ტოგო, ბენინი და სამხრეთ-დასავლეთ ნიგერია). საბინადრო გარემო: ეს გველები ძირითადად ბინადრობენ დასავლეთ აფრიკის ტროპიკულ ტყეებში ხეებზე. გარეგნული აღწერილობა: უფრო მოკლეა სიგრძეში ვიდრე შავი მამბა, მაგრამ სამაგიეროდ უფრო გრძელია ვიდრე აღმოსავლური და ჯეიმსონის მამბა. მისი საშუალო ზომაა 1.8 - 2.2 მეტრი. მაქს. ზომა 3.2 მეტრამდეა. თავი ვიწრო და გრძელი აქვს, როგორც ყველა მამბას. იშვიათ შემთხვევებში შეუძლია ყელის გაბრტყელება აღგზნებისას. თვალები საშუალო ზომისაა, მრგვალი გუგებით. რაც შეეხება სხეულის შეფერილობას იგი მოყვითალო და მომწვანო ფერისაა უმეტესობა ინდივიდებში, თუმცა გვხდება სრულებით ყვითელი ფერიანი ინდივიდებიც. დასავლური მამბას კანის ქერცლებს გააჩნიათ შავი საზღვრები. კვება: დასავლური მამბას ძირითადი კვების რაციონი შედგება ფრინველებისა და მცირე ზომის ძუძმწოვრებისგან (თაგვები, ვირთხები, ციყვები, ღამურები და ა.შ.). ეს გველი ასევე იკვებება ხვლიკებით და ბაყაყებით. იგი მისდევს მის მსხვერპლს, უტევს კბენებით იქამდე სანამ მას არ გამოეცლება ძალა, რომ შეეწინააღმდეგოს მის შხამს. გამრავლება: მამრებში აღინიშნება რიტუალური ბრძოლა მდედრისთვის, რომელიც შეიძლება რამოდენიმე საათითაც კი გაგრძელდეს. შეწყვილება ხდება როგორც მიწაზე ისე ხეებზეც, სადაც ტოტებზე ეკიდებიან კუდებით და შეიძლება გაგრძელდეს 10 - 16 საათი. 87 - 90 დღის შემდეგ დებს 6 - 14 კვერცხს, რომლებიც იჩეკებიან 90 - 104 დღის შემდეგ. პატარები 40 - 45 სმ. არიან სიგრძეში. ცხოვრების წესი და ქცევა: დასავლური მწვანე მამბა არის დღის გველი, მაგრამ ხანდახან აქტიურობს ღამითაც. ცხოვრების უმეტეს ნაწილს ატარებს ხეებზე, მაგრამ ასევე ჩამოდის მიწაზეც. დასაძინებლად ეძებს ხის ტოტებს სადაც ამავდროულად გამოადგება თავშესაფრად. არის ძალიან სწრაფი, მარდი, ფხიზელი, ნერვიული და აგრესიული გველი. კონფრონტაციის დროს ეცდება გაცლას სწრაფად (ჩვეულებრივ უახლოეს ხეში დამალვას თუ შესაძლებლობა აძლევს ამის ნებას) და თავის არიდებას ნებისმიერი კონფრონტაციისგან, მაგრამ თუ კუთხეშია მომწყვდეული და გასაქცევი არსად აქვს, მაშინ დასავლური მწვანე მამბა იჩენს უშიშარ ხასიათს და ხდება ძლიერ აგრესიული და საშიში. იწყებს ხმამაღლა სისინს და ახორციელებს სწრაფ შეტევებს. შხამი: დასავლური მწვანე მამბას შხამი მსგავსია სხვა მამბების შხამის, თუმცა ამავდროულად განსხვავდება ტოქსიკურობით და ასევე ტოქსინების ნარევით მათგან. მისი შხამი ძირითადად შედგება ნეიროტოქსინებისგან, კარდიოტოქსინებისგან და ფასციცულინებისგან. დაკბენის შემთხვევები ამ გველისგან იშვიათია, რადგანაც ადამიანის და მათი გზები იშვიათად გადაიკვეთება ხოლმე, თუმცა მართალია იშვიათად, მაგრამ მაინც ხდება დაკბენები და მათი უმეტესობა ადამიანის სიკვდილით მთავრდება. უმკურნალო ნაკბენების შემთხვევებში სიკვდილის ალბათობა ძალზედ დიდია. კბენისას ვლინდება სიმპტომები: ტკივილი ნაკბენის ადგილას, დასიება, თავისტკივილი, ატაქსია (კუნთების მოძრაობის კოორდინაციის დარღევა), თავბრუსხვევა, სუნთქვის გაძნელება, დაბალი სისხლის წნევა, დიარეა, დამბლა. მკურნალობის გარეშე ეს სიმპტომები თავს იჩენენ და საბოლოო ჯამში ადამიანი კვდება გაგუდვისგან, რომელსაც იწვევს სასუნთქი კუნთების დამბლა. გთავაზობთ მონაყოლს ადამიანისა, ვინც გადაიტანა მოშხამვა ამ გველისგან: "კბენა მოხდა დილის 09:42 წუთზე. ერთ-ერთმა ადამიანმა დამირეკა და მითხრა, რომ შეამჩნია გველი ახლოს მის ადგილთან. მეც წავედი, რომ შემემოწმებინა. მართლაც, დავინახე გველის ნაწილი ბეტონის შენობაში. ეს იყო მომწვანო ცისფერი ფერის გველი, რომლის ქერცლებსაც გააჩნდათ შავი საზღვრები. რატომღაც ჩავთვალე, რომ ეს იქნებოდა ბუჩქნარის გველი, რადგანაც აქ, ლიბერიაში ეს გველი ძალიან გავრცელებულია. მოვკიდე ხელი და უნდა ჩამესვა კონტეინერში, რომ გველმა მოატრიალა ნელა მისი თავი ჩემი ხელისკენ და მიკბინა. მოახერხა მხოლოდ ერთი ეშვის ჩარჭობა და გააჩერა შიგნით 10 წამით. იმწუთასვე მივხვდი, რომ ეს არ იყო ბუჩქნარის გველი! გავბრუნდი უკან, ჩემს ოთახში. გველი ისევ ხელში მეჭირა, რომელიც კვლავ ცდილობდა ჩემს კბენას, მაგრამ უკვე შევძელი ამეცილებინა მისი მცდელობები და ჩავსვი ტომრის პირში. ამ წუთისთვის ნაკბენის ადგილი უკვე ნელ-ნელა ხდებოდა რბილი. დავურეკე ორ გამოცდილ პარამედიკებს, რომ შემხვედროდნენ კლინიკასთან (მადლობა ღმერთს უკვე აღარ ვმუშაობთ მარტოები) და ვუთხარი, რომ მიკბინა რომელიღაც გველის სახეობამ, რომელიც არ ვიცოდი რომელი იყო. სპოვლსის და ბრენჩის "აფრიკის საშიში გველების" შემოწმების შემდეგ დავადგინე, რომ მე მიკბინა პატარა დასავლურმა მწვანე მამბამ. უკვე 09:52 საათისთვის დამეწყო ტკივილი კუნთებში, დაწყებული კისრიდან დამთავრებული მკერდამდე (ეს იყო ისეთი ტკივილი, როგორც იცის ხოლმე ხანგრძლივი ვარჯიშებიდან მეორე დღეს, თითქოს რკინის კაცის მარათონი გამერბინოს). ყლაპვისას მტკიოდა, როგორც მწვავე ტონზილიტის დროს. პირში მეტალის გემოს ვგრძნობდი, ხოლო ნერწყვი გამისქელდა. თავს უკვე ძლივს ვატრიალებდი. სისხლი ძალიან ცოტა წამოვიდა ნაკბენიდან და კანის ფერი ისეთი გახდა თითქოს ძლიერი ზაგარი მიმეღოს და ეს ყველაფერი მოხდა მხოლოდ 10 წუთში პატარა მწვანე მამბის ნაკბენისგან, რომელმაც მხოლოდ ერთი ეშვი ჩამასო. სხვათაშორის მე გავლილი მაქვს ტესტები ესეთი შემთხვევებისთვის სხვა პარამედიკებთან ერთად და ალბათ მაშინ დადგა დრო გამომეჩინა ჩემი ნასწავლი რაც მაშინ გავიარეთ. და რადგანაც ასე თუ ისე ვიცოდი რას უნდა მოველოდი თავს შედარებით მშვიდად ვგრძნობდი, ვიდრე რომ არ მცოდნოდა. მე ვუთხარი ჩემს კოლეგებს რა შეიძლებოდა შეხვედროდათ და როგორ მოქცეულიყვნენ. ჩვენ აქ გვაქვს 20 ცალი პოლივალენტის შრატი და 10 ცალი Echis carinatus - ის შრატი. იმ წუთისთვის უკვე ვგრძნობდი ძლიერ ტკივილს ნეკნების კუნთებში. თავს უკვე თითქმის ვეღარ ვატრიალებდი, ხოლო ენის ქვეშ მყოფი ჯირკვლები იმხელაზე გამისივდა, რომ ჩემი ყელი თითქმის აღარ ჩანდა და უკვე სრულიად აღარ შემეძლო გადაყლაპვა, რადგან ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს ყელი დამიპატარავდა, ხოლო ნერწყვი კიდევ უფრო გასქელდა და გახდა წებოვანი. ყველა ფეხის და ხელის კუნთი უაღრესად დარბილდა და უკვე აღარ შემეძლო ჩემი ფეხის აწევა, თუმცა გვერდით გაქანება შემეძლო. მაჯებს შედარებით უკეთესად ვგრძნობდი, მაგრამ ისინიც ძალიან დამძიმდა. გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა 5 ცალი შრატი. სიმართლე, რომ ვთქვა ვერ ვიგრძენი შვება, მგონი პირიქითაც კი გაურესდნენ ჩემი სიმპტომები. ვფიქრობდი, რომ თუ ესე გაგრძელდებოდა მეტს ვეღარ გავუძლებდი. ძლივს ვსუნთქავდი და ვცდილობდი არ დავმხრჩვალიყავი ჩემი საკუთარი ნერწყვისგან. და რადგანაც შვება არ მომცა იმ ხუთმა შრატმა, გადავწვიტეთ დაგვემატებინა კიდევ კიდევ სამი. როგორც იქნა თავი უკეთესად ვიგრძენი. განცვიფრებული ვიყავი რა უცებ დამეწყო სიმპტომები, პატარა - 50 სმ.-იანი დასავლური მწვანე მამბის ნაკბენისგან. წარმომიდგენია რა იქნებოდა ზრდასრული მამბას ნაკბენი. წარმოდგენაც კი არ მინდა!" | |
|