Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 25 » დედოფალი ვიქტორია
6:13 PM
დედოფალი ვიქტორია
XIX საუკუნეში,მაშინ როდესაც დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი გახლდათ,ყველასათვის ცნობილი ისტორიული პერსონა - დედოფალი ვიქტორია (1819-1901 წლები),ლონდონს ოფიციალური ვიზიტით ეწვია,ერთ-ერთი აფრიკული ტომის ბელადი,რომელსაც დედოფალთან დიპლომატიური აუდიენცია ჰქონდა დანიშნული.მათი შეხვედრის შემდეგ,სტუმარი მიწვეულ იქნა სამეფო სადილზე და ყველაფერი პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობდა მანამ,სანამდე სუფრასთან ახლად მიწვეულ სამეფო ოჯახსა და "საპატიო სტუმარებს",მომსახურე პერსონალმა არ მიართვა წყლით სავსე თასი (რომელიც როგორც წესი განკუთვნილი იყო ხელების დასაბანად).როდესაც აფრიკული ტომის ბელადს აღნიშნული თასი მიართვეს,მან გამოართვა იგი მსახურს და ყველა დამსწრის გასაოცრად, მასში ხელები კი არ დაბანა,არამედ სრულიად დალია და გამოცალა იგი.აღნიშნულმა საქციელმა საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო სადილზე მიწვეული სტუმრები ,თუმცა გამოსავალი ისევ დიდმა დედოფალმა ვიქტორიამ გამონახა,რომელმაც ასევე დალია თასიდან,ხელების დასაბანად განკუთვნილი წყალი.დედოფლის შემდეგ კი სუფრის ყოველმა წევრმა ანალოგიუარი საქციელი მოიმოქმედა და ამ გზით დიდი სირცხვილისაგან და უხერხულობისაგან იხსნეს საპატიო სტუმარი აფრიკიდან.აღნიშნულმა კეთილშობილურმა აქტმა კი კიდევ უფრო აამაღლა,ისედაც მაღალი რეიტინგი დედოფალ ვიქტორიასი და იგი დღემდე ერთ-ერთ საყვარელ დედოფლად მიიჩნევა ბრიტანელი ხალხისათვის.
კატეგორია: ცნობილი ადამიანები | ნანახია: 967 | დაამატა: balu | ტეგები: dedofali viqtoria, დედოფალი ვიქტორია | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.