5:36 PM "დიაგიტა" | |
"დიაგიტა" - ინგლისურ ენაზე "Diaguita",წარმოადგენს გამქრალ ხალხს,ან ჯგუფს ხალხებისა,რომლებიც ცხოვრობდნენ სამხრეთ ამერიკის სამხრეთ რეგიონებში.დიაგიტას ხალხის კულტურა ჰყვაოდა VIII-XV საუკუნეებში,თანამედროვე არგენტინის ტერიტორიაზე.კერძოდ კი სალტას,კატამარკას,ლა-რიოჰასა და ტუკუმანის პროვინციებში.გარდა ამისა,ჩილეში - ატაკამასა და კოკიმბოს პროვინციებში.როგორც ირკვევა დიაგიტას ხალხმა შეჰქმნა იმ პერიოდისათვის ერთგვარი კონფედერაცია,თუმცა თავად მათ შორისაც ხშირი იყო შეტაკებები."დიაგიტას კულტურა" ანდების მთების სხვა კულტურებისაგან განსხვავდებოდა კასტური სისტემით და ოქროსა და სხვა ფუფუნების საგნების ნაკლებობით.როდესაც ინკებმა XV საუკუნეში დაიწყეს,სამხრეთ ამერიკის კონტინენტის სამხრეთ ნაწილის ექსპანსია,წააწყდნენ ძალიან დიდ წინააღმდეგობას დიაგიტისაგან.თუმცა,დროთა განმავლობაში მათმა მოახერხეს დიაგიტის წინააღმდეგობის გატეხვა.მიუხედავად ამისა ინკებს არ დასცალდათ სრული ექსპანსია სამხრეთ რეგიონებისა,რადგან "არენაზე" გამოჩნდნენ პირველი ევროპელი კოლონიზატორები და მათ ექსპანსიის შეჩერება,კორდობას რეგიონთან მოუწიათ.ესპანელთა გამოჩენის შემდგომ კი დიაგიტა მათ წინააღმდეგაც გამოვიდა და მძაფრი ბრძოლა გასწია ესპანელ კოლონიზატორთა წინააღმდეგ,თუმცა უშედეგოდ.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ დიაგიტა გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული კულტურის მქონე ხალხი კოლუბამდელ არგენტინის ტერიტორიაზე.ისინი ფლობდნენ მრავალ ტექნოლოგიას მშენებლობის და მიწათმოქმედებისა.გარდა ამისა შესანიშნავად ჰქონდათ მოწყობილი ირიგაციული სისტემები და განთქმული იყვნენ შესანიშნავი კერამიკული ნაკეთობების ოსტატობაშიც.მათი კერამიკული ნაკეთობების ფონს,ძირითადად გასდევდა შავი და თეთრი ფერი.ისინი არ აგებდნენ დიდ ქალაქებს,თუმცა საკმაოდ მაღალ დონეზე ჰქონდათ განვითარებული სოფლის მეურნეობა და მიწათმოქმედება.მოჰყავდათ - სიმინდი,ლობიო,გოგრა და სხვა სოფლის მეურნეობის პროდუქტები.მისდევდნენ მესაქონლეობას და სხვა მრავალ შინაურ ცხოველებთან ერთად,მოშინაურებული ჰყავდათ - ლამა.მათი სალაპარაკო ენა განეკუთვნებოდა კაკანას ენათა ჯგუფს,რომელზეც საუბრობდა დიაგატასა და კალჩაკის ხალხი.აღნიშნული ენა საბოლოოდ გამქრალი იქნა XVII საუკუნის ბოლოსა და XVIII საუკუნის დასაწყისისათვის.დიაგიტას კულტურაზე,გავლენა იქონია ანდების კულტურამ და ინკების ცივილიზაციამ.აღმერთებდნენ მზეს,ელვასა და ჭექა-ქუხილს.დღესდღეობით "დიაგიტა"-ს ხალხი და მათი კულტურა აღარ არსებობს,თუმცა ისტორიკოსები კვლავაც განაგრძობენ,მათ შესახებ ინფორმაციების მოპოვებას. | |
|