6:10 PM დიდი შავი კრაიტი | |
ოჯახი: ასპიტისებრნი გვარი: კრაიტები სახეობა: დიდი შავი კრაიტი ქვესახეობები: არ არსებობს მაქ. ზომა: 1.3 მეტრი შხამის ხარისხი: ძალიან შხამიანი გავრცელების არეალი: გავრცელებულია ინდოეთში. ყველაზე მეტად გავრცელებულია ბანგლადეშში. საბინადრო გარემო: ბინადრობს მრავალფეროვან გარემოში, დაწყებული მანგროს ჭაობებიდან დამთავრებული მთიან ტყეებში(ზღვის დონიდან 1,500 მეტრის სიმაღლეზე) და ადამიანებით დასახლებულ სოფლებში. გარეგნული აღწერილობა: არის საშუალო სიგრძის წვრილი გველი. შეუძლია მიაღწიოს 1.3 მეტრს, თუმცა საშუალო ზომაა 0.8 მეტრი. თვალები პატარა-საშუალო აქვს შავი გუგებით. ქერცლი პრიალაა. ძალიან წააგავს პატარა შავ კრაიტს , თუმცა განსხვავდება მისგან უფრო დიდი დორსალური და ვერტებალური ქერცლებით. კვება: ნადირობს ძირითადად სხვა გველებზე, მცირე ზომის ძუძუმწოვრებზე, იშვიათად კი ხვლიკებზე, ბაყაყებზე და თევზებზე. გამრავლება: არის კვერცხმდები. ცხოვრების წესი და ქცევა: როგორც ყველა კრაიტი, არის ღამის გველი უწყინარი ხასიათით. შეწუხებისას იგრაგნება და თავს მალავს მისივე სხეულის გრაგნილში. დაჟინებული პროვოცირების დროს კი გადადის კბენაზე. შხამი: დიდი შავი კრაიტის შხამი შედგება როგორც პრე ასევე პოსტ-სინაპტიკური ნეიროტოქსინებსგან, ასევე შეიძლება შეიცავდეს მიოტოქსინებს. 2010 წლამდე დაკბენის შემთხვევები არ ყოფილა დაფიქსირებული. 2010 წელს კი დაფიქსირდა დაკბენის 5 შემთხვევა. ამ ხუთიდან ერთი გარდაიცვალა სასუნთქი სისტემის პარალიზების შედეგად, მეორე კი ძლიერი თირკმლების უკმარისობისგან. 3 გამოჯანმთელდა დამბლის შემდეგ, თუმცა ერთს მექანიკური ვენტილაცია დაჭირდა. | |
|