Lorem ipsum dolor sit amet consectetur
მთავარი » 2013 » აპრილი » 23 » დიუპორის ვიოლონჩელი
7:57 PM
დიუპორის ვიოლონჩელი
"დიუპორის ვიოლონჩელი" - ინგლისურ ენაზე "The Duport Stradivarius",წარმოადგენს ანტიკვარულ და ბრწყინვალე მუსიკალურ ინსტრუმენტს,დამზადებულს 1711 წელს გენიალური კრემონელი (იტალია) მუსიკალური ინტრუმენტების დამამზადებლის - ანტონიო სტრადივარიუსის (1644-1737 წლები) მიერ.აღნიშნული ვიოლონჩელო,დღემდე არსებულ ყველა სხვა ვიოლონჩელებთან შედარებით ასტრონომიულ ფასად იქნა გაყიდული.აქვე აღსანიშავია ის ფაქტიც,რომ 2000 წლის შემდეგ ისეთი დიდი თანხა არცერთ მუსიკალურ ინსტრუმენტში არ გადაუხდიათ,როგორიც "დიუპორის ვიოლონჩელოში".2007 წელს მასში "იაპონიის მუსიკალურმა ასოციაციამ" არც მეტი და არც ნაკლები 20 მილიონი ამერიკული დოლარი გადაიხადა.ცნობილია ისიც,რომ ვიოლინოზე აღინიშნება დაზიანება.კერძოდ მასზე რამდენიმე ნაკაწრია გამოსახული.ერთ-ერთი ვერსიის თანახმად მასზე ნაკაწრები მას შემდეგ გაჩნდა,რაც საფრანგეთის ლეგენდარულმა იმპერატორმა ნაპოლეონ ბონაპარტიმ ჩექმის დეზებით სცადა დაკვრა.სახელწოდება ვიოლონჩელიმ,მისი მფლობელის,დიდი ფრანგი ვიოლონჩელისტისა და მუსიკის პედაგოგის - ჟან პიერ დიუპორის (1749-1819 წლები),საპატივცემულოდ მიიღო.აღნიშნულ ვიოლონჩელიზე ისეთი ვირტუოზებს აქვს შესრულებული კომპოზიციები,როგორებიც იყვნენ - ოგიუსტ ჟოზეფ ფრანკი,ჟან-ბატისტ ვილომი და სხვები.აღსანიშნავია,რომ ჟან-ბატისტ ვილომი აღნიშნულ ვიოლონჩელის "მუსიკალური ინეტრუმენტების ეტალონად" მოიხსენიებდა,ხოლო დიდი რუსი ვიოლონჩელისტი,პიანისტი და დირიჟორი - მსტისლავ როსტოპოვიჩი,მას თავის "საყვარლად" მოიხსენიებდა.სწორედ მსტისლავ როსტოპოვიჩის გარდაცვალების შემდგომ (2007 წელი) იქნა იგი გაყიდული რეკორდულ ფასად CHRISTIE'S აუქციონზე.დღესდღეობით "დიუპორის ვიოლონჩელი" ერთ-ერთ ყველაზე ძვირადღირებულ მუსიკალურ ინსტრუმენტს წარმოადგენს და იგი ამომავალი მზის ქვეყანაში,იაპონიის მუსიკალურ ასოციაციაშია დაცული.
კატეგორია: ეს საინტერესოა | ნანახია: 496 | დაამატა: balu | ტეგები: დიუპორის ვიოლონჩელი | რეიტინგი: 0.0/0
Vestibulum nec ultrices diam, a feugiat lectus. Pellentesque eu sodales enim, nec consequat velit. Proin ullamcorper nibh nec malesuada iaculis. Donec pulvinar ipsum ac tellus ornare, quis vulputate lectus volutpat.